რეგისტრირებული ფაქტები87437
სორტირება თარიღი მზარდობით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 23 მაისს სურამის კლუბის დარბაზში ადგილობრივმა დასმა წარმოადგინა ერთმოქმედებიანი ვოდევილი „უბედური დებიუტი“ ქეთო კალაძის მონაწილეობით.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 23 მაისს სურამის კლუბის დარბაზში ადგილობრივმა დასმა წარმოადგინა ერთმოქმედებიანი დრამა „პირველი და უკანასკნელი კოცნა“ გრ. სულიაშვილის, ნანა ყაჭეიშვილისას და სხვ. მონაწილეობით.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 23 მაისს სურამის კლუბის დარბაზში ადგილობრივმა დასმა წარმოადგინა ერთმოქმედებიანი კომედია „მე მოვკვდი“ ნიკო სიხარულიძის მონაწილეობით.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის 24 მაისს იოსებ დადიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიური კრების თავმჯდომარე იყო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 24 მაისს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიურ კრებაზე დრამატული კომიტეტის მოგებიდან 4000 მანეთი შავშეთის მოსახლეობის დასახმარებლად გასცეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 24 მაისს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიურ კრებაზე დაადგინეს, დრამატული კომიტეტის მოგებიდან 2000 მანეთი ბათუმის თვითმმართველობისთვის გაეგზავნათ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 24 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის მოგებიდან 2000 მანეთი იასონ ლორთქიფანიძეს გაუგზავნეს. ამ თანხით ლორთქიფანიძეს დამშეული ქართველებისთვის სიმინდი უნდა ეყიდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 24 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიურ კრებაზე პატივი მიაგეს ნიკოლოზ ლომოურის, აკაკი წერეთლისა და ვარლამ გელოვანის ხსოვნას.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 24 მაისს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიურ კრებაზე გამგეობამ ქართული წარმოდგენების მოსაწყობად 1000 მანეთი გამოყო, სათილისმო ფარნის შესაძენად კი – 300 მანეთი.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის 24 მაისს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე აღნიშნეს, რომ ბაქოს გამგეობის დრამატული კომიტეტი 1914 წლის მეორე ნახევარში დაარსდა. კომიტეტმა ერთ წელიწადში 8762.82 მანეთი მოაგროვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 24 მაისს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიურ კრებაზე აღნიშნეს, რომ საბავშვო წიგნსაცავში არსებული 690 წიგნიდან 578 — ქართული, 112 კი რუსულენოვანი იყო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 24 მაისს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიურ კრებაზე გამგეობამ წიგნსაცავის გასაძლიერებლად 122.45 მანეთი გამოყო.

