რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი მზარდობით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 27 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ სვიმონ კვიტაშვილს ნება დართო, წლიური გადასახადის 20 პროცენტიდან 1 000 მანეთი ბაქოში საზოგადოების სკოლის მშენებლობისთვის გამოეყოთ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 29 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლისა და ვარლამ რუხაძის სურათები.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 29 მარტს სახაზინო თეატრში წარმოადგინეს ისტორიული დრამა „სამშობლო“ ნინო დავითაშვილის, ნინო თოიძის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ალექსანდრე იმედაშვილის, ს. მგალობლიშვილის, იოსებ ივანიძის, პავლე ფრანგიშვილის, ვალერიან გუნიას, სოსო რომანიშვილის და სხვ. მონაწილეობით.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 29 მარტს სახალხო სახლში წარმოადგინეს „ურიელ აკოსტა“ სოფიო ანკარას, ვალერიან გუნიას, იოსებ ჟივიძის, იოსებ ივანიძის, ალექსანდრე შანშიაშვილის, რ. სალაყაიას, მიხეილ სარაულის, გრიგოლ ანაშვილისა და ა. შ. მონაწილეობით.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 29 მარტს მხატვრობისა და ხელოვნების მოყვარულთა დარბაზში გაიმართა ნახატების აუქციონი, რომელზეც მოსე თოიძისა და ლადო გუდიაშვილის ნახატებიც იყო წარმოდგენილი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 29 მარტს ბაქოში პირველი ლიტერატურული გასამართლება გაიმართა. ეგნატე ნინოშვილის ქრისტინე გაასამართლეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 29 მარტს ბაქოში გამართულ ეგნატე ნინოშვილის „ქრისტინეს“ ლიტერატურულ გასამართლებაში მონაწილეობდნენ შალვა დადიანი, ალექსანდრე სამსონის ძე ლანდია, ალფეს ცისკარიძე, ლ. მენაბდე-ვაჩეიშვილი და სხვ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 30 მარტს სახალხო სახლში თბილისის ქართული დრამატული დასის მსახიობთა ამხანაგობას მიხეილ ქორელის რეჟისორობით ივანე მაჭავარიანის მიერ თარგმნილი ვინჩენცო მონტის „კაი გრაკხი“ უნდა წარმოედგინა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 31 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის თავად-აზნაურთა დეპუტატების საკრებულოს გაუგზავნა თხოვნა, რომელიც ეხებოდა თელაველებისთვის 5 600 მანეთის გადაცემას ყვარელში ილია ჭავჭავაძის მამულის შესაკეთებლად. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 31 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის თავად-აზნაურთა დეპუტატთა საკრებულოს ამცნო, რომ 1911 წლის 13 ივნისს თბილისის თავადაზნაურობამ საგანგებო კრებაზე ერთხმად გადაწყვიტა ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის შეძენა და მისი თელავის განყოფილებისთვის გადაცემა. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 31 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის თავად-აზნაურთა დეპუტატთა საკრებულოს ამცნო, რომ 1912 წლის 3 იანვარს თელავის განყოფილებამ თბილისის თავადაზნაურობისგან ჩაიბარა ილია ჭავჭავაძის სოფელ ყვარელში მდებარე მამული. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.

