რეგისტრირებული ფაქტები92206
სორტირება თარიღი მზარდობით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ნატალია ჯავახიშვილი, ანა იმედაშვილისა და ნიკოლოზ გვარაძე ხონის დრამატული წრის მიწვეული წევრები იყვნენ.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს მიხეილ გირგის ძე ჭავჭანიძე და გიგა მებუკე ხონის დრამატული წრის გამგეობის წევრების კანდიდატებად აირჩიეს.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წელს ომში ოსმალეთის საზღვარზე მებრძოლი დავით აკოფაშვილი წმ. ანას მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელსб რუსეთიდან დაბრუნების შემდეგб ფილიპე ლორიამ თბილისში ტრამვაიზე განაგრძო მუშაობა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს საქველმოქმედო საზოგადოებამ შალვა ალექსანდრეს ძე ქარუმიძე ხევსურეთში თავის რწმუნებულად დანიშნა.
1915
ტიპი: ნასამართლეობა
1915 წელს გაბო იმერლიშვილი, რომელმაც ნიკოლოზ დიასამიძის მკვლელობისთვის კატორღაში 18 წელი გაატარა, შინ დაბრუნდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ჟენევაში საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის შემწეობითა და გერმანელთა დახმარებით ლეო კერესელიძემ შექმნა კომიტეტი, რომელიც ოსმალეთის ფრონტზე რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915-1917 წლებში ზაქარია მდივანი კავკასიის მე-4 საარმიო კორპუსის შტაბის უფროსად მსახურობდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ზაქარია მდივანი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915–1916 წლებში ანდრია ბენაშვილი კიევის სამხედრო ოლქის შტაბის რეზერვში ირიცხებოდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის ანდრია ბენაშვილი 1915 წელს წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის გიორგი კვინიტაძე 1915 წელს წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს გიორგი კვინიტაძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის ალექსანდრე გედევანიშვილი 1915 წელს ვლადიმირის III ხარისხის მახვილებით დააჯილდოვეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის ვარდენ წულუკიძე 1915 წელს წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ივანე ციციშვილი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს სამხედრო მედალი – „Medaille militaire“ ტარას ვაშაკიძეს პირადად იმპერატორმა ნიკოლოზ II-მა გადასცა.
1915
ტიპი: ღონისძიება
პირველი მსოფლიო ომის დროს გამოჩენილი სიმამაცისთვის ტარას ვაშაკიძე 1915 წელს წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
პირველი მსოფლიო ომის დროს გამოჩენილი სიმამაცისთვის ტარას ვაშაკიძე 1915 წელს წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის ალექსანდრე ერისთავი 1915 წელს წმინდა სტანისლავის I ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის ალექსანდრე ერისთავი 1915 წელს წმინდა ანას I ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

