საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88873

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 31 მაისს, ნაძალადევის თეატრში კოტე მესხის გარდაცვალების წლისთავზე, წარმოადგინეს მისი პიესა „ბაგრატ IV“ გ. სვანიძის, სვიმონ სვიმონიძის, ი. კანდელაკის, ქსენია კამკამაძის, ი. გიორგაძის, გ. გაბინაშვილისა და სხვ. მონაწილეობით.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 31 მაისს ზუგდიდში ადგილობრივი ბიბლიოთეკა-სამკითხველოს სასარგებლოდ ვალერიან გუნიას „და-ძმა“ წარმოადგინეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 31 მაისს ბაღდათში ადგილობრივმა სცენისმოყვარეებმა წარმოადგინეს კომედია „სიძე-სიმამრი“ და ვოდევილი „ტიმოთეს ლეღვი“ ქუთაისის დასის მსახიობების ანდრია მურუსიძისა და ჩხიკვაძის მონაწილეობით.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 31 მაისს ბაქოში, სომეხთა კაცთმოყვარე საზოგადოების დარბაზში, მხატვრულ-ლიტერატურულმა წრემ წარმოადგინა „სოფლის გმირები“, რომელშიც მონაწილეობდნენ ი. ინაური, ევტიხ თალაკვაძე, ა. ზაქარიაძე, ინწკირველისა და სხვ.

1915

ტიპი: ავტორობა

კატო მიქელაძის ცნობით, 1915 წლის პირველ ივნისს წაღვერში ჩავიდა და აგვისტოს ბოლომდე დარჩა დავით კოპალეიშვილი, ე. წ. დავით კოპალი, როგორც აწერს თავის ლექსებს.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის ივნისში ა. ბაბუნაშვილი პეტროგრადის პოლიტექნიკუმთან არსებული ქართული სათვისტომოს გამგეობის თავმჯდომარე იყო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის პირველ ივნისს მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა, დავით იაკობის ძე მებუკემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გეჯეთის ბიბლიოთეკა გაიხსნა. ბიბლიოთეკის გამგედ ბახვა კონსტანტინეს ძე ჯავახია აირჩიეს.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გეჯეთის ბიბლიოთეკის გამგე იყო ბახვა კონსტანტინეს ძე ჯავახია.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის ივნისში იუზა ზარდალიშვილი და ანა შოთაძე ხაშურის დრამატულმა წრემ ერთი თვით მიიწვია.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წლის ივნისში იროდიონ ევდოშვილი სამკურნალოდ წაღვერში გაემგზავრა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის ივნისში იასონ კერესელიძემ იოსებ გედევანიშვილის მოთხრობები წიგნად გამოსცა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის ივნისში ახალ კლუბში მხატვარ მოსე თოიძის გამოფენა გაიმართა.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წლის ივნისში არფისტი თამარ აბაშიძე რამდენიმე დღით პეტროგრადიდან თბილისში ჩამოვიდა.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წლის ივნისში ნიკო მარი პეტროგრადიდან თბილისში ჩამოვიდა.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წლის ივნისში მსახიობ ნიკოლოზ გოცირიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის ივნისში თბილისში ჩამოყალიბდა ახალი ეროვნული სიმღერის გუნდი, რომლის ხელმძღვანელებიც სანდრო კავსაძემ შეარჩია.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წლის ივნისში შლვა დადიანი ბაკურციხეში ისვენებდა.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის ივნისში გორსა და თბილისში წარმოდგენების გასამართად შეიქმნა დამსახურებულ ქართველ მსახიობთა ამხანაგობა, რომლის წევრებიც იყვნენ: ვალერიან გუნია, ვასილ აბაშიძე, კოტე ყიფიანი და სხვ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის ივნისში მსახიობი ალექსანდრე იმედაშვილი ზესტაფონში მიიწვიეს წარმოდგენაში „უპატიოსნონი არ იბადებიან“ მონაწილეობის მისაღებად.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის ივნისში ხარფუხის კლუბმა აჭარლების სასარგებლოდ გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მსახიობები ვასო აბაშიძე, ვალერიან გუნია და სხვ. მიიწვია.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის ივნისში ქართველ ქალთა სასწავლებლის სამზრუნველო საბჭოს წევრებად აირჩიეს მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანისა, ეკატერინე ერისთავისა, ნინო ქობულაშვილისა და ა. ა. დაფქვიაშვილი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის ივნისში დაზარალებულ აჭარელთა სასარგებლოდ ლუკა ქორქაშვილმა 10 მანეთი შესწირა.