რეგისტრირებული ფაქტები89499
სორტირება თარიღი მზარდობით
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს წიგნებისა და სახელმძღვანელოების საგამომცემლო სექციის ინსტრუქციის მე-8 მუხლი შეცვლილი სახით: მიმდინარე წლის არაუგვიანეს 15 იანვრამდე სექციას გამგეობისთვის განსახილველად უნდა წარედგინა გასული წლის ანგარიში და მომავალი წლის სამოქმედო გეგმა. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ სასკოლო სექციას სამოქმედო გეგმის შედგენით არ ეზღუდებოდა გამგეობისაგან დამოუკიდებლად საქმიანობის უფლება. იგი ასრულებდა გამგეობის მიერ დამტკიცებულ გეგმას და აგრძელებდა საქმიანობას.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ თუ სასკოლო სექცია სამოქმედო გეგმაში შეტანილ წიგნების სიიდან რომელიმე წიგნის გამოცემას ვერ მოახერხებდა, შეეძლო სხვა წიგნით ჩაენაცვლებინა და გამგეობისთვის დასამტკიცებლად წარედგინა ცვლილების შეტანის შესახებ ანგარიში.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გერასიმე სოფრომის ძე იმნაიშვილმა განაცხადა, რომ სასკოლო სექცია უხერხულ მდგომარეობაში რომ არ ყოფილიყო თავად გამგეობას შეემუშავებინა მისთვის სამოქმედო გეგმა და ამ გეგმის პირნათლად შესრულება დაევალებინა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ განაცხადა, რომ სასკოლო და საგამომცემლო სექცია პასუხისმგებელი უნდა ყოფილიყო მხოლოდ სახელმძღვანელოების, წიგნების გამოცემის ხელმძღვანელობაზე და არა სხვა საკითხების მოგვარებაზე.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ გამგეობას წიგნებისა და სახელმძღვანელოების გამომცემელ სექციასთან ჰქონდა უთანხმოება, მაგრამ არა პირადი ინტერესების, არამედ საქმის გამო. გამგეობას სურდა საქმე ხარისხიანად გაკეთებულიყო.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ გამგეობა დეტალურ გეგმაში გულისხმობდა შემდეგს: როგორი წიგნის გამოცემას აპირებდა სასკოლო სექცია, რამდენი უნდა დახარჯულიყო თანხა, რომელი წიგნები ჰქონდა არჩეული გამოსაცემად – ეს ყველაფერი სასკოლო სექციას სამოქმედო გეგმაში უნდა ჩაეწერა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ სასკოლო სექცია გულხელდაკრეფილი არ იყო, შეძლებისდაგვარად მუშაობდა და უფრო მეტ საქმეს გააკეთებდა დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უფლება რომ ჰქონოდა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის 6 მაისიდან სასკოლო სექციის თითოეული წევრი კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის მოვალეობას. 5 წიგნი მზად ჰქონდათ გამოსაცემად, მაგრამ შეიძლება ვერ დაბეჭდილიყო ქაღალდის უქონლობისა და სიძვირის გამო.

