რეგისტრირებული ფაქტები80199
სორტირება თარიღი მზარდობით
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 20 ნოემბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N31 ცნობით, მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოში პროპორშჩიკმა კრილენკომ ჯარისკაცთა უფლებების ახალი დეკლარაცია შეიტანა, რომლის თანახმად ოფიცრებს ეკრძალებოდათ ყოველგვარი განსაკუთრებული ჩინის ტარების უფლება.
1917
ტიპი: ნასამართლეობა
1917 წლის 20 ნოემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N 31 ცნობით, წითელი გვარდიის მიერ ო. ლ. კერენსკაიას დაპატიმრების გარემოება გაირკვა. მიხაილოვის მოედანზე წითელ გვარდიელებმა შეიპყრეს ქალი, რომელიც დროებითი რევოლუციური კომიტეტის პლაკატებს გლეჯდა, მიიყვანეს პირველ სპასკის კომისარიატში, სადაც თავი დაასახელა ყოფილი პირველი მინისტრის, კერენსკის ცოლად. ოქმის შედგენის შემდეგ წითელგვარდიელებს უნდოდათ მისი გადაყვანა სმოლნის ინსტიტუტში, მაგრამ ხალხი წინაღუდგა ფა მოითხოვეს მისი გადაყვანა ქალაქის საბჭოში, სადაც ო. ლ. კერენსკაია დატოვეს და ოქმი წარუდგინეს ქალაქის თავს.
1917
ტიპი: გარდაცვალება
1917 წლის 20 ნოემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N 31 ცნობით, შიდა არეულობებისა და ჟლეტის გავლენით ფ. ფ. ვოსკრესენსკიმ თავი მოიკლა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 20 ნოემბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ (N31) ცნობით, მოქალაქე ნინა ხანანაშვილმა ქ. სამტრედიის ქალთა წრის გასაძლიერებლად შესწირა 10 მან., რისთვისაც ქალაქის გამგეობა დიდ მადლობას უხდის.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 20 ნოემბერს ეროვნულ ყრილობაზე ნოე ჟორდანიამ წაიკითხა მოხსენება პოლიტიკურ შიდა მმართველობაზე და აღიარა საქართველოს ტერიტორიული ავტონომია. ამის შემდეგ კრება 15 წუთით შეწყდა და დრო დაეთმო სხვა გამომსვლელებს, რომლებიც სიაში წინასწარ იყვნენ ჩაწერილი, სიის ბოლოში მოხვდა ქუთაისის ქალთა ინტერპარტიული ორგანიზაციის დელეგატი, კატო მიქელაძე, რომელსაც სიტყვა არ მისცეს. კატო მიქელაძემ კრების თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელს მიმართა, თუმცა უშედეგოდ.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 22 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საბჭო აირჩიეს და მასთან შედგა სამხედრო სექცია, რომელშიც, მართალია, ქართული სამხედრო კავშირის წარმომადგენლები შედიოდნენ, მაგრამ ისევე როგორც საბჭოში, სამხედრო სექციაშიც ძალაუფლება მენშევიკებს ჰქონდათ. ამის მიუხედავად, სამხედრო სექციამ პარტიული მოსაზრებით დანიშნულ ქართული ჯარის მეთაურ ახმეტელს უფლება არ მისცა, თანაშემწეები თავისი სურვილით მოეწვია. სამხედრო სექციამ ასევე პარტიული მოსაზრებით სამხედრო კორპუსს შტაბის უფროსად იმხანად კაპიტნის ჩინის მქონე სოსო გედევანიშვილი დაუნიშნა.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 22 ნოემბრისათვის, როდესაც საქართველოს ეროვნულ საბჭოსთან არსებულმა სამხედრო სექციამ სოსო გედევანიშვილი სამხედრო კორპუსის შტაბის უფროსად დანიშნა, მას უკვე ჰქონდა უმაღლესი სამხედრო განათლება მიღებული, ფლობდა კაპიტნის ჩინს და ფედერალისტების ფარტიაში თვალსაჩინო ადგილი ეკავა.
1917
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1917 წლის 22 ნოემბრისათვის, როდესაც საქართველოს ეროვნულ საბჭოსთან არსებულმა სამხედრო სექციამ სოსო გედევანიშვილი სამხედრო კორპუსის შტაბის უფროსად დანიშნა, იგი 12 წლის განმავლობაში ჩამოშორებული იყო სამხედრო საქმეს პოლიტიკური მიზეზების გამო, სწორედ ამიტომ, ზოგიერთი სამხედრო მეთაური, მათ შორის გენერალი მაზნიაშვილი, თვლიდა, რომ გედევანიშვილი რიგიანად ვერ გაუძღვებოდა შტაბის უფროსის მოვალეობებს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 23 ნოემბერს ქ. ქუთაისში გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ რედაქციის (რედაქტორი კატო მიქელაძე) ფონდის და ქალთა კლუბის სასარგებლოდ გაიმართა ყულაბებით ფულის შეგროვება. შეგროვდა 2057 მანეთი და 77 კაპიკი.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 26 ნოემბერს საღამოს 5 საათზე ქ. ქუთაისის სამკითხველოში ჩატარდა ქალთა საერთო კრება, რომელსაც დაესწრნენ ქუთაისის ქალთა კლუბის წევრები და გამგეობა, ასევე მუშა ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები. კრებას თავმჯდომარეობდა კატო მიქელაძე, რომელმაც წარუდგინა 19 ნოემბრის ეროვნული ყრილობის ვითარება, თუ რა როლი მიაკუთვნეს იქ ქალებს და როგორ შეხვდა სამანდატო კომისია ქუთაისის ქალთა ინტერპარტიული ორგანიზაციის წარმომადგენელსა და ძველი „ქალთა საზოგადოების“ დელეგატს. მან კრებას აცნობა, რომ სამანდატო კომისიამ ქალთა კლუბისა და მუშა ქალთა ორგანიზაციის დელეგატებს მიანიჭა სათათბირო ხმა და ქალთა საზოგადოების დელეგატს კი გადამწყვეტი ხმა. კრებაზე გადაწყდა აერჩიათ ხუთი ქალისგან შემდგარი კომისია, რომელშიც შევიდოდნენ ქალთა კლუბის, მუშა ქალთა ორგანიზაციის და ასევე ძველი საზოგადოების წევრები. კომისიას დაევალა ძცელი საზოგადოების გამგეობას დაუნიშნოს წლიური კრება 15 დეკემბრამდე, თუ გამგეობა წლიურ კრებას არ მოახდენს, მაშინ თავად კომისიამ უნდა მოიწვიოს კრება ამ საზოგადოების საკითხის გასარკვევად. ამავე კრებაზე კატო მიქელაძემ წამოაყენა წინადადება მოწვეული იქნას ქალთა საგუბერნიო კონფერენცია და ქალთა საერთო პოლიტიკურ კლუბს შეეცვალოს სახელწოდება და იწოდებოდეს ქუთაისის საგუბერნიო ინტერპარტიულ ქალთა კავშირად.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 28 ნოემბერს ქუთაისის თეატრში გაიმართა გალაკტიონ ტაბიძის დიდი საღამო.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 29 ნოემბერს ევგენი გეგეჭკორი, კავკასიის კომისარიატის თავმჯდომარე და შრომის კომისარი, მოხსენებით გამოვიდა სხდომაზე, სადაც რაიონული ეკონომიკური ხელისუფლების შექმნის საკითხი განიხილებოდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის დეკემბერში ნოე რამიშვილის მიერ მეფისნაცვლის სასახლეში გამართულ კრებაზე გადაწყდა, კახეთიდან გამოეწვიათ აფხაზავას ჯავშნიანი მატარებელი, რომელიც ერთ-ერთ რუსულ სამხედრო ნაწილს ადევნებდა თვალყურს. აფხაზავას დაავალეს, ბაქოსკენ მიმავალ 16 რუსულ ეშელონს გაჰყოლოდა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის დეკემბრისათვის ქართულ სამხედრო კორპუსთან დაარსდა ქართული ლაშქრის მომარაგების კომიტეტი, რომლის თავმჯდომარედაც დაინიშნა დამფუძნებელი კრების წევრი დავით ვაჩნაძე. კომიტეტის თავმჯდომარის ამხანაგად (მოადგილედ) დაინიშნა გიორგი მაზნიაშვილი. იმავე დროს მაზნიაშვილი ირიცხებოდა მე-2 დივიზიის ბრიგადის უფროსად.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის ნოემბერში შალვა ამირეჯიბი საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N 32 ცნობით, 1-ლ დეკემბერს ქუთაისში ჯაჭვის ხიდთან მილიციელმა გურგენიძემ დააკავა 4 ფუთი შაქარი, რომელიც მიჰქონდა ვ. კაკიტელაშვილს. მან მილიციონერს ქრთამად 40 მანეთი მისცა, მაგრამ მან ფულიცა და შაქარიც სამილიციო ნაწილში წარადგინა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის დეკემბერში ნოე რამიშვილის მიერ მეფისნაცვლის სასახლეში გამართულ კრებაზე აფხაზავას დაევალა, ბაქოსკენ მიმავალ 16 რუსულ ეშელონს გაძღოლოდა და მათთვის მატარებლებიდან ჩამოსვლის ნება არ მიეცა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის დეკემბერში დეპუტატთა კრებაზე ნინუა გამოვიდა სიტყვით, რომელშიც რკინიგზაზე მომსახურე მდინარაძის სიკვდილის შესახებ ისაუბრა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის დეკემბერში დეპუტატთა კრებაზე ნინუა გამოვიდა სიტყვით, რომელშიც საქართველოს რკინიგზის საექიმო-სანიტარული სამსახური გააკრიტიკა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის დეკემბერში ვალერიან თევზაძემ და პოლკის უფროსი შტაბის პოლკოვნიკმა ვასილჩენკომ შვებულება აიღეს და ერთად გაემგზავრნენ თბილისში.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საწევრო თანხა გადაიხადეს პლატონ ანტონის ძე გოლეთიანმა, საბა ჯიმშელეიშვილმა, შალვა ქურციკიძემ, აბესალომ სვანიძემ და არჩილ კახიანმა.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საწევრო თანხა გადაიხადეს იაკობ სიმონის ძე ზედგინიძემ, ისიდორე ივანეს ძე სტურუამ, თეოფილე ლეონტის ძე გოლიაძემ და ალექსანდრე ქრისტეფორეს ძე ქორიძემ.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საწევრო თანხა გადაიხადეს: დავით ვასილის ძე ხახუტაშვილმა, ელენე ანტონის ასულმა ჭანტურიამ, შალვა ანტონის ძე მიქელაძემ, შალვა ვადაჭკორიამ, შალვა არჩილის ძე ასათიანმა, ბაგრატ მაჭარაშვილმა და ნიკიფორე მესხმა.