რეგისტრირებული ფაქტები89507
სორტირება თარიღი მზარდობით
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 29 ივლისს სიმონ პარმენის ძე ნიკოლაიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების მდივანი გახდა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 29 ივლისს სიმონ ბიჭიას ძე ბურკაძე, იაგორ კონსტანტინეს ძე მესხი და დიმიტრი ლაზარეს ძე ბელთაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები გახდნენ.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 29 ივლისს გედეონ ლაზარეს ძე მეფარიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე გახდა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის 29 ივლისს პლატონ ლუკას ძე აბაშიძე და ტარიელ ნესტორის ძე ახვლედიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების წევრები გახდნენ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 29 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილებამ ევსევი ლუკას ძე ავალიანის შესახებ ცილისმწამებლური სტატიის გამო პროტესტი გამოუცხადა გაზეთ „ჩვენს მეგობარს“ (ყოველდღიური საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი, 1916-1917 წწ., ქუთაისი.).
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წლის 29 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების თავმჯდომარე ოლღა ხოფერიამ წერილობითი თხოვნით მიმართა მთავარ გამგეობას, რომ გამოეგზავნათ 1914 წლის მოქმედების ანგარიში და ასევე რამდენიმე ათეული საზოგადოების წესდება განყოფილების წევრთათვის დასარიგელბად.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 30 ივლისს ხონის თეატრში ვასო ურუშაძის ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით „ძუნწი“ წარმოადგინეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 31 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ბორჯომში იოსებ ჟივიძის ბენეფისი უნდა გაემართათ.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 31 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, გიორგი ზდანოვიჩი (მაიაშვილი) მძიმედ იყო ავად.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 31 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, თედო ტიმოთეს ძე სახოკია ცოლ-შვილთან ერთად ცემში ცხოვრობდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 31 ივლისს ბათუმში ანა კავთელისა და ივანე ბარველის მონაწილეობით „ბრჭყალები“ უნდა წარმოედგინათ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 31 ივლისს ბათუმში ანა იმედაშვილისა (კავთელის) და ივანე ბარველის მონაწილეობით „ბრჭყალები“ უნდა წარმოედგინათ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 31 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ივანე (მგელაძის) ბარველის ბენეფისზე გრიგოლ კონსტანტინეს ძე აბაკელიას მიერ თარგმნილი „მართლმსაჯულების ხელში“ უნდა წარმოედგინათ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის აგვისტოში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ბათუმის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავა, შესთავაზა, ომისგან დაზარალებული ბავშვებისთვის ტატიანას კომიტეტისგან მიღებული ფულით სკოლასთან თავშესაფარი და სახელოსნო გაეხსნა.

