რეგისტრირებული ფაქტები90619
სორტირება თარიღი მზარდობით
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 15 მაისს ალ. ტ. გოგაშვილის რეჟისორობით ნაძალადევის თეატრში „სამშობლო“ უნდა წარმოედგინათ.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 15 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, იროდიონ ევდოშვილის დაკრძალვის დღეს ონის ქართველ ებრაელთა რაბინმა დავით ბააზოვმა გარდაცვლილის შესახებ ისაუბრა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 15 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ჟურნალის რედაქციამ ნიკო ივანეს ძე სიხარულიძისგან მიიღო ხაშურში ნაცნობთა შორის შეკრებილი 46 მანეთი და 30 კაპ. ალექსანდრე ბესარიონის ძე აბაშელისა და ვალერიან ირაკლის ძე შალიკაშვილის დასახმარებლად.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 15 მაისს კუკიის წმინდა ნინოს ეკლესიაში მწერალ მიხეილ ლელაშვილის გარდაცვალების წლისთავის გამო პანაშვიდი უნდა გადაეხადათ.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 15 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, რეჟისორი ვალერიან ირაკლის ძე შალიკაშვილი ბათუმიდან გამოჯანმრთელებული დაბრუნდა თბილისში.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 15 მაისს ბათუმში ალექსანდრე კავთელისა და ივანე ბარველის მონაწილეობით პოლიევქტოს ირეთელის (კალანდაძის) „ბედნიერი დღე“ უნდა წარმოედგინათ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 15 მაისს ავლაბრის თეატრში სევერიან ივანეს ძე მუსერიძის (ხიმშელის) თაოსნობითა და ადგილობრივ სცენისმოყვარეთა დახმარებით წარმოდგენა უნდა გაემართათ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 18 მაისს ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათაშვილის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაზე გრიგოლ რობაქიძე სიტყვით გამოვიდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 18 მაისს ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათაშვილის პატივსაცემად დრამატული საზოგადოების გამგეობის თაოსნობით ღონისძიება გაიმართა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 21 მაისს მუსულმანთა აუდიტორიაში უნდა წარმოედგინათ პოლიევქტოს ანტონის ძე კალანდაძის (ირეთელის) 5-მოქმედებიანი დრამა „დამარცხებულნი“.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წლის 22 მაისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების წლიური კრებაზე სავარაუდო ხარჯთაღრიცხვის დროს ვლადიმერ ჯუღელმა განაცხადა, რომ მოემატებინათ ხელფასები სკოლის მასწავლებლებისთვის, ასევე მოსამსახურეთათვის, რაზეც გამგეობამ ერთხმად თანხმობა განაცხადა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 22 მაისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების წლიური კრებზე სოხუმის განყოფილებისა და გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს მარიამ ნიკოლოზის ასული ანჩაბაძისა.

