რეგისტრირებული ფაქტები93528
სორტირება თარიღი მზარდობით
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის 12 აპრილს შ. მესხიშვილი, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა და ალექსანდრე ლომთათიძე ქართული კულტურის საზოგადოების კავშირის გამგეობის წევრობის კანდიდატებად აირჩიეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების თავმჯდომარემ, გაბრიელ ბოჭორიშვილმა და მდივანმა, ნიკოლოზ ხატისკაცმა მთავარ გამგეობას გაუგზავნეს 1915 წლის ანგარიში, ბლანკები, ალაგირის წევრთა სია და 1915 წლის შემოსავლის 10% – 17 მან. და 60 კაპ.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 17 აპრილის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, აბელ ოქროპირის ძე იაშვილი 26 წელი მუშაობდა ექიმად ერევნის, ქუთაისისა და თბილისის გუბერნიებში.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 აპრილს სოფ. დვაბზუში ვერა ვადაჭკორიას მონაწილეობით „მეორე კაენი“ და „ბაიყუში“ წარმოადგინეს. მსახიობებმა მაყურებლის მოწონება ვერ დაიმსახურეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 აპრილის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, აბელ ოქროპირის ძე იაშვილის ხელმძღვანელობით დუშეთში წიგნსაცავ-სამკითხველო დაარსდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 აპრილის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, აბელ ოქროპირის ძე იაშვილმა საგარეჯოში სამკითხველო გახსნა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 აპრილს იოსებ გიორგის ძე ივანიძის რეჟისორობით „დიდი მოურავი“ უნდა წარმოედგინათ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 აპრილის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მინა ნიკოლოზის ძე როინიშვილის ცხედარი ყვირილაში ჩამოასვენეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 აპრილს თბილისის სახალხო სახლში ი. გოძიაშვილის ხელმძღვანელობით კონცერტი უნდა გაემართათ.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 17 აპრილის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მ. ი. პაატაშვილი ოსმალეთის საზღვარზე ბრძოლაში სამჯერ დაჭრეს და საავადმყოფოში იმყოფებოდა.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 17 აპრილის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, პოეტი კონსტანტინე არჩილის ძე ჭიჭინაძე თბილისის სამხედრო ჰოსპიტალში იწვა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 აპრილის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, პოეტი კონსტანტინე არჩილის ძე ჭიჭინაძე სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 17 აპრილის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, იოსებ გიორგის ძე ივანიძე ავლაბრის წრის რეჟისორად მიიწვიეს.

