რეგისტრირებული ფაქტები87221
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1857
ტიპი: გარდაცვალება
1857 წლის 12 მარტს სოფ. გუბის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი მიხეილ დავითის ძე მოსეშვილი გარდაიცვალა.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 2 აპრილს სოფ. გორისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი გრიგოლ ქაიხოსროს ძე მაჭავარიანი გარდაიცვალა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 18-22 თებერვალს ბოლშევიკები ძირითადად უტევდნენ შუა ფრონტს, რომლის მეთაური იყო გენერალი გიორგი მაზნიაშვილი.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866-1902 წლებში გრიგოლ ქაიხოსროს ძე მაჭავარიანი სოფ. გორისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902-14 წლებში კაპიტონ ანტონის ძე სარალიძე სოფ. გორისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1808
ტიპი: თანამდებობა
1808 წელს ვასილ გაბრიელის ძე მოსეშვილი სოფ. გუბის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.
1829
ტიპი: თანამდებობა
1829 წელს ვასილ გაბრიელის ძე მოსეშვილი სოფ. გუბის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914-17 წლებში იოვანე გაბრიელის ძე ნადირაძე სოფ. გორისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის კაპიტანი საველიევი თბილისის სამხედრო სასწავლებელში საბრძოლო ტაქტიკას ასწავლიდა.
1819
ტიპი: თანამდებობა
1819-61 წლებში ოქროპირ გიორგის ძე წერეთელი სოფ. გორისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის 24 თებერვალს პოლკოვნიკი ნიკოლოზ გედევანიშვილი გენერალ არტემ ჯიჯიხიას ნაცვლად ბოლშევიკების წინააღმდეგ ომში ფრონტის მარცხენა ფრთის უფროსად დაინიშნა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 თებერვალს გენერალმა ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა გენშტაბს შეატყობინა, რომ ბოლშევიკების ცხენოსანთა ჯარი კოჯრის მხრიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ მიიწევდა და იქიდან თბილისში შესვლას შეეცდებოდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 თებერვალს სამხედრო საბჭოს მთავარსარდალმა გიორგი კვინიტაძემ კოჯრის მიმართულებით მზვერავი რაზმი გაგზავნა, რათა შეემოწმებინა, ბოლშევიკები თბილისს ხომ არ უახლოვდებოდნენ. მზვერავებმა ამ მიმართულებით მტერი ვერ ნახეს.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს მიტო გოცირიძე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის კანცელარიის უფროსი იყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის თებერვალში, სახალხო გვარდიის დაშლის შემდეგ, მთავარსარდალმა გიორგი კვინიტაძემ გადაწყვიტა, სამტრედიასთან დაეკავებინა პოზიციები და ჯარები მამისონისა და გაგრა-სოხუმის მხრიდან გამოეყვანა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს, ბოლშევიკების გამარჯვების შემდეგ, სამხედრო საბჭოს მთავარსარდალმა გიორგი კვინიტაძემ და შტაბის უფროსმა გენერალმა ალექსანდრე ზაქარიაძემ შეადგინეს სია იმ ოფიცრებისა და ნაწილებისა, რომლებიც საზღვარგარეთ უნდა გახიზნულიყვნენ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 თებერვალს ქართული ჯარი გიორგი კვინიტაძის მეთაურობით ბოლშევიკებთან საბრძოლველად ხაშურში განლაგდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 22 თებერვალს, ბოლშევიკების შეტევის შემდეგ, ფრონტის მარცხენა ფრთამ გენერალ არტემ ჯიჯიხიას მეთაურობით უკან, კახეთისკენ, დაიხია.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 23 თებერვალს გენერალმა გიორგი კვინიტაძემ და ვალერიან თევზაძემ ბოლშევიკების შეტევის შემდეგ ფრონტის მარცხენა ფრთა დაათვალიერეს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს საქართველოს მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით ინგლისსა და საფრანგეთთან წინასწარ, ბოლშევიკების შემოსვლამდე, შეათანხმა მთავრობის, დამფუძნებელი კრების წევრებისა და ჯარის ნაწილის ქვეყნიდან გახიზვნის საკითხი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 თებერვალს გამართული თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე იყო ნოე ჟორდანია.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, აკაკი წერეთლის თხზულება „გადია“ თბილისში, გრიგოლ ჩარკვიანის მაღაზიაში, იყიდებოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, აკაკი წერეთლის თხზულება „გადია“ ქუთაისში, ვარლამ ჭილაძის მაღაზიაში, იყიდებოდა.

