რეგისტრირებული ფაქტები89170
სორტირება თარიღი მზარდობით
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საწევრო გადაიხადეს: გედევან გიორგის ძე ქუთათელაძემ, იესე ალექსანდრეს ძე ბარათაშვილმა, ტრიფონ მეგრელიშვილმა, გიორგი ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილმა და სავლე იოსების ძე აბულაძემ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა კრებაზე პარმენ მიხეილის ძე კახიანის წინადადებით ფეხზე ადგომით პატივი მიაგეს განყოფილების ყოფილი თავმჯდომარის, ანასტასია ალექსანდრეს ასული მაჩაბლის, ხსოვნას.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა კრებაზე თავმჯდომარედ ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი აირჩიეს, მდივნებად კი – ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე და მაქსიმე დავითის ძე ბერძნიშვილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 3 დეკემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა კრებას 134 ნამდვილი წევრი და მრავალი გარეშე პირი დაესწრო. კრება პარმენ მიხეილის ძე კახიანმა გახსნა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 3 დეკემბერს აკაკი ჩხენკელის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ გრიგოლ ვეშაპელი, კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე, გრიგოლ რცხილაძე, ვ. გობეჩია, ნოე რამიშვილი, სილიბისტრო ჯიბლაძე და ალექსანდრე ლომთათიძე, განიხილეს კომისიის შემადგენლობის საკითხი და დანიშნეს კომისიის გამგეები.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 3 დეკემბერს აკაკი ჩხენკელის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ გრიგოლ ვეშაპელი, კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე, გრიგოლ რცხილაძე, ვ. გობეჩია, ნოე რამიშვილი, სილიბისტრო ჯიბლაძე და ალექსანდრე ლომთათიძე, დანიშნულ გამგეებს დაევალათ განსაკუთრებული კომისიების შედგენა, რომელშიც უნდა შესულიყო თითო წარმომადგენელი ყველა ფრაქციიდან. ასევე, გარეშე პირები - სხვადახვა დარგის სპეციალისტები.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 3 დეკემბერს გამართული საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის გადაწყვეტილებით ქონების კომისიის გამგედ დაინიშნა გიორგი გვაზავა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 3 დეკემბერს გამართული საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის გადაწყვეტილებით სამხედრო კომისიის გამგედ დაინიშნა ნოე რამიშვილი.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 3 დეკემბერს გამართული საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის გადაწყვეტილებით საფინანსო კომისიის გამგედ დაინიშნა კონსტანტინე მესხი.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 3 დეკემბერს გამართული საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციის კომისიის გამგედ დაინიშნა გრიგოლ რცხილაძე.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 3 დეკემბერს გამართული საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის გადაწყვეტილებით სახალხო მეურნეობისა და სასურსათო კომისიის გამგედ დაინიშნა გიორგი ლასხიშვილი.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 3 დეკემბერს გამართული საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის გადაწყვეტილებით სამაჰმადიანო საქართველოს საქმეთა და ასევე, საერობო და გამიჯვნის კომისიის გამგედ დაინიშნა აკაკი ჩხენკელი.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 3 დეკემბერს გამართული საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის გადაწყვეტილებით ჯანსაღობის კომისიის გამგედ დაინიშნა პავლე საყვარელიძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 3 დეკემბერს აკაკი ჩხენკელის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ გრიგოლ ვეშაპელი, კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე, გრიგოლ რცხილაძე, ვ. გობეჩია, ნოე რამიშვილი, სილიბისტრო ჯიბლაძე და ალექსანდრე ლომთათიძე, განიხილეს მთიელთა მთავრობის წარმომადგენელთა საერთო შეთანხმების საკითხები.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 3 დეკემბერს გამართული საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცდა საერობო და გამიჯვნის კომისიის შემადგენლობა. გამგედ დაინიშნა აკაკი ჩხენკელი, კომისიის წევრებად – გრიგოლ ვეშაპელი, გრიგოლ ნათაძე, ივანე გომართელი, ალექსანდრე მდივანი და პეტრე გელეიშვილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 3 დეკემბერს გამართული საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცდა საფინანსო კომისიის შემადგენლობა. გამგედ დაინიშნა კონსტანტინე მესხი, კომისიის წევრებად – კონსტანტინე კანდელაკი, პეტრე ქავთარაძე, იასონ ლორთქიფანიძე და თედო ღლონტი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 3 დეკემბერს გამართული საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცდა სამოსამართლეო და ადმინისტრაციული კომისიის შემადგენლობა. გამგედ დაინიშნა გრიგოლ რცხილაძე, კომისიის წევრებად – გრიგოლ დიასამიძე, რაჟდენ არსენიძე, იესე ბარათაშვილი და პეტრე ქავთარაძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 3 დეკემბერს გამართული საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცდა სასკოლო და ხელოვნების კომისიის შემადგენლობა. გამგედ დაინიშნა ალექსანდრე ლომთათიძე, კომისიის წევრებად – დიმიტრი უზნაძე, ვარლამ ბურჯანაძე და ლევან ნათაძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 3 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გლეხთა დეპუტატების ადგილობრივ ცენტრს უარი ეთქვა ფინანსურ დახმარებაზე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 3 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ამიერკავკასიის სამიწადმოქმედო კომისრის ამხანაგად ნოე ხომერიკი აირჩიეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 3 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე უნივერსიტეტის მართვა-გამგეობაზე ისაუბრა გრიგოლ ლორთქიფანიძემ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 3 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე რამიშვილს სამხედრო ნაწილში წესრიგის დასამყარებლად საჭირო ზომების გატარება დაევალა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 3 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს საქმიდან ქონების სექციის საქმეში გადმოტანილი ამონაწერის სიზუსტე დაადასტურა დავით ნახუცრიშვილმა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 3 დეკემბერს აკაკი ჩხენკელის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე დადგინდა, აღმასრულებელი კომიტეტის შემადგენლობიდან გამგეების დანიშვნის საკითხი, რომლებსაც დაევალებოდათ სხვადასხვა ფრაქციების წარმომადგენლებისგან კომიტეტების შედგენა.

