საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80199

1875

ტიპი: ღონისძიება

1875 წელს ილია ჭავჭავაძის ძალისხმევით შედგენილი საადგილმამულო ბანკის წესდება რუსეთის მთავრობამ დაამტკიცა.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფია გრიგოლ (გიგო) ყიფშიძეს გადაუწერია.

1874

ტიპი: თანამდებობა

1874 წელს არჩევნების შედეგად ილია ჭავჭავაძე გახდა თბილისის გუბერნიის საადგილმამულო ბანკის პირველი თავმჯდომარე. ამის შემდეგ არჩევნები ამ თანამდებობაზე ყოველ სამ წელიწადში ტარდებოდა.

1874

ტიპი: თანამდებობა

1874 წელს ილია ჭავჭავაძე თბილისის გუბერნიის საადგილმამულო ბანკის თავმჯდომარის თანამდებობაზე აირჩიეს.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წელს ილია ჭავჭავაძემ თავი დაანება სამსახურს, რათა საადგილმამულო ბანკის საქმეები მოეგვარებინა პეტერბურგში.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წელს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურობამ ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში გააგზავნა საადგილმამულო ბანკის წესდების დასამტკიცებლად.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძემ თავისი ავტობიოგრაფია დაწერა. დოკუმენტის თანახმად, თბილისის სათავადაზანურო საადგილმამულო ბანკი იყო რუსეთის ტერიტორიაზე არსებული საადგილმამულო კრედიტის გამცემი ერთადერთი დაწესებულება, რომელიც საზოგადო სიკეთესა და სარგებლობას გამდიდრების კერძო ინტერესზე მაღლა აყენებდა.

1874

ტიპი: ავტორობა

1874 წელს ილია ჭავჭავაძის ძალისხმევით შედგენილ საადგილმამულო ბანკის წესდებას სხვა წესდებათაგან განარჩევდა ის, რომ ბანკის მოგება განიკარგებოდა არა მარტო თავად-აზნაურთა, არამედ მიწათმოქმედთა საჭიროებისდა მიხედვით.

1874

ტიპი: ავტორობა

1874 წელს ილია ჭავჭავაძის ძალისხმევით შედგენილი საადგილმამულო ბანკის წესდება მთავრობის მიერ სახელმძღვანელოდ რეკომენდირებული ნიმუშების მიხედვით იყო შემუშავებული.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წელს ილია ჭავჭავაძის ძალისხმევით შედგენილი საადგილმამულო ბანკის წესდება თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობამ მოიწონა და დაამტკიცა.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წელს ილია ჭავჭავაძის რჩევით თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობამ დააარსა საადგილმამულო ბანკი.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ილიას მამა გრიგოლი ოფიცრად მსახურობდა ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ილიას მამა გრიგოლმა კარგად იცოდა რუსული ენა.

1868

ტიპი: თანამდებობა

1868-74 წლებში ილია ჭავჭავაძე დუშეთში მომრიგებელ მოსამართლედ მსახურობდა.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობას გლეხთა განთავისუფლებისთვის ნაბოძები ფულის ნაწილი ბანკის დასაარსებლად გადაუდვია.

1868

ტიპი: თანამდებობა

1868 წელს ილია ჭავჭავაძე დანიშნეს მომრიგებელ მოსამართლედ დუშეთში.

1864

ტიპი: თანამდებობა

1864 წელს დუშეთის მაზრაში მომრიგებელ შუამავლად დანიშნულმა ილია ჭავჭავაძემ ამ თანამდებობაზე ოთხი წელი იმსახურა.

1864

ტიპი: თანამდებობა

1864 წლის ნოემბერში, როცა თბილისის გუბერნიაში გადავარდა ბატონ-ყმობა, ილია ჭავჭავაძე დუშეთის მაზრაში დაუნიშნავთ მომრიგებელ შუამავლად.

1864

ტიპი: თანამდებობა

1864 წელს, როცა საქართველოში იგეგმებოდა გლეხთა განთავისუფლების რეფორმა, ილია ჭავჭავაძე იმერეთში გააგზავნეს ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის საგანგებო მინდობილობათა მოხელედ.

1903

ტიპი: სტატუსი

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ თადეოზ ზაალის ძე გურამიშვილი იყო თავადი.

1903

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ილიას მეუღლე იყო ოლღა თადეოზის ასული გურამიშვილი.

1903

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ოლღა გურამიშვილი იყო თავად თადეოზ გურამიშვილის ასული.

1863

ტიპი: ღონისძიება

1863 წელს ილია ჭავჭვაძის მიერ დაარსებულმა ჟურნალმა „საქართველოს მოამბე“ სულ ერთ წელიწადს იარსება.

1863

ტიპი: ღონისძიება

1863 წელს ილია ჭავჭავაძემ დააარსა ჟურნალი „საქართველოს მოამბე“.