რეგისტრირებული ფაქტები89170
სორტირება თარიღი მზარდობით
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 30 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე კოტე აფხაზმა განაცხადა, რომ უნდა შექმნილიყო ავადმყოფობების ნუსხა, რის საფუძველზეც პირი გათავისუფლებოდა ჯარში გაწვევისგან.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 30 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე შალვა მიქელაძემ ისაუბრა მობილიზაციის პროექტში ცვლილების შეტანის შესახებ. კერძოდ, მეცნიერები, რომლებიც შემდგომში ქართულ უნივერსიტეტში ასწავლიდნენ, უნდა გათავისუფლებულიყვნენ ჯარში გაწვევისაგან.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 30 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე ჟორდანიამ ისაუბრა დეკრეტის გამოცემის შესახებ, რომელიც შეეხებოდა ჯარისკაცთა მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მათი ოჯახების უზრუნველყოფას.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 30 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს წერილი გაუგზავნა გიორგი თარხნიშვილმა და მათგან საერობო კავშირის ქონების დაპატრონების მიზნით მოითხოვა კონკრეტული ქმედებების განხორციელება. კერძოდ, 1. საერობო კავშირის თბილისის კომიტეტში კამისრის დანიშვნა; 2. ქონების სადარაჯოდ, კავშირის ყველა საწყობში ქართული რაზმის დაყენება.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 30 დეკემბერს თბილისში არსებული საერობო კავშირის განყოფილების წევრები იყვნენ გიორგი ყაზბეგი, კონსტანტინე აფხაზი, მ.სუმბათაშვილი და იაკობ ჩიჯავაძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 30 დეკემბერს ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისa და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ისაუბრეს მოკლევადიანი (6-თვიანი) ჯარის მოწვევის შესაძლებლობაზე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 30 დეკემბერს ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე დაადგინეს, რომ ჯარში გაწვევისას უნდა გაუქმებულიყო ყველანაირი შეღავათი, გარდა ავადმყოფობისა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 30 დეკემბერს ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე დაადგინეს, რომ მობილიზაცია აუცილებლად ეროვნულ საბჭოსთან შეთანხმებით უნდა გამოეცხადებინათ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 30 დეკემბერს ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გაიმართა კამათი იმის შესახებ, უნდა მოაწეროს თუ არა ხელი საომარი მდგომარეობის შესახებ დეკრეტზე ეროვნულმა საბჭომ. წინადადება არ იქნა მიღებული საბჭოს მიერ.
1917
ტიპი: ღონისძიება
გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით შედგენილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1917 წლის 31 დეკემბრის ანგარიშის მიხედვით, იმ წლის პირველ იანვარს საზოგადოებას 6951 წევრი ჰყავდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით შედგენილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1917 წლის 31 დეკემბრის ანგარიშის მიხედვით, წლის ბოლოს საზოგადოებას 8886 წევრი ჰყავდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით შედგენილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1917 წლის 31 დეკემბრის ანგარიშის მიხედვით, წლის დასაწყისში საზოგადოებას 39 განყოფილება ჰქონდა.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წელს მინადორა ტოროშელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებად ლუარსაბ ბოცვაძისა და ნიკოლოზ ნაკაშიძის არჩევაზე თანხმობა განაცხადა.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წლიდან გრიგოლ სპირიდონის ძე ჭელიძე სოციალ-ფედერალისტური პარტიის წევრი იყო. დაკავების დროს – უპარტიო. იგი ერთი წელი მენშევიკების ჯარში მსახურობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
გიორგი ალექსის ძე სალუქვაძე მენშევიკური მთავრობის დროს ოზურგეთის თვითმმართველობაში მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს, მენშევიკური მთავრობის დროს,ივანე ცომაია მეოთხე ქვეით პოლკში I ბატალიონის უფროსად მსახურობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
ივანე ცომაია გურიის სოციალ-დემოკრატიის ცაკ-ის მოთხოვნით დაინიშნა გურიის გვარდიის ბატალიონის უფროსად.
1918
ტიპი: თანამდებობა
ივანე ცომაია მთავარი შტაბის განკარგულებით დაინიშნა თბილისის გვარდიის ბატალიონის უფროსად. იბრძოდა დენიკინის წინააღმდეგ;
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს თარასხან ეშბა კომუნისტური მოძრაობის ჩახშობაში მონაწილეობდა. გასაბჭოების დროს იგი აფხაზეთიდან ჩუმად გაემგზავრა კონსტანტინოპოლში, რათა იატაკქვეშ ემუშავა.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
სოლომონ ზაალის ძე ჟორჟოლიანი 1918 წლიდან საბჭოთა ხელისუფლების დამყარების დღემდე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1924 წელს დაპატიმრებული სოლომონ ზაალის ძე ჟორჟოლიანის საქმის მიხედვით, ის დიდ ჯიხაიშში ხელმძღვანელობდა ორგანიზაციას, რომლის წევრებიც იყვნენ: სერგო პლატონის ძე ცაგარეიშვილი, ლორთქიფანიძე, რომლის სახელიც არ ახსოვდა, ალექსანდრე სანაძე, რომელიც დიდ ჯიხაიშში ვაჭრობდა, და ა.შ. სულ ცხრანი.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918-1921 წლებში გრიგოლ ალექსანდრეს ძე შურღაია ნაციონალ-დემოკრატი იყო, შემდეგ – უპარტიო.

