საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88248

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წლის 15 იანვარს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით თბილისის სასამართლოს მოხელე სერაფიმოვიჩი ახალციხის მომრიგებელი მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე დანიშნეს.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წლის 15 იანვარს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით, ინჟინერ-პორუჩიკი თარხან-მოურავი ქუთაისის სამოქალაქო არქიტექტორის თანამდებობაზე დანიშნეს.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის 15 იანვარს, კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით, კოლეგიის მრჩეველი გიორგი დროზდოვი ავადმყოფობის გამო გათავისუფლდა გორის საეკლესიო მამულების გამგებლის თანამდებობიდან.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის 15 იანვარს, კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით, კოლეგიის მრჩეველი ნინო ნოიტაკი გათავისუფლდა თბილისის კლასიკური გიმნაზიის ინპექტორის თანამდებობიდან.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წლის 15 იანვრამდე კოლეგიის მრჩეველი ნინო ნოიტაკი იკავებდა თბილისის კლასიკური გიმნაზიის ინპექტორის თანამდებობას.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წლის 15 იანვრამდე კოლეგიის მრჩეველი გიორგი დროზდოვი იკავებდა გორის საეკლესიო მამულების გამგებლის თანამდებობას.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წლის 15 იანვარს, კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით, ნიკოლოზ სტრუვე და გრიგოლ გამრეკელოვი დაინიშნენ ქუთაისის ოლქის მომრიგებელი მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წლის 15 იანვარს, კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით, თბილისის მთავარი სამმართველოს მოხელეები, ნიკოლოოზ ყორღანოვი და ვალერი ორლოვსკი, დაინიშნენ თბილისის ოლქის მომრიგებელი მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე.

1869

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1869 წლის 16 იანვარს კოლეგიის მრჩეველმა, დოქტორმა ს. ფ. სცეპურამ პოლიციას შეატყობინა ტელეგრაფისტის ცოლის, ბარბარე ალდადანოვას თვითმკვლელობის ამბავი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წლის 22 იანვარს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით ქუთაისის მაზრის მომრიგებელი მოსამართლის თანაშემწე ტ. ამიროვი ზუგდიდის მაზრის მომრიგებელი მოსამართლის თანამდებობაზე დაინიშნა.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წლის 22 იანვარს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით ქუთაისის სამხედრო გუბერნატორის კანცელარიის გამგებლის თანაშემწე ჟდანოვი რაჭის მაზრის მომრიგებელი მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე დანიშნეს.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 23 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის სტატია „ჭეშმარიტი შემთხვევა ქართლში“.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის 24 იანვარს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით რაჭის მაზრის უფროსი, თავადი ჩიჯავაძე წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის 24 იანვარს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით ახალციხის მაზრის კავალერიის პოლკოვნიკი, თავადი ივანე დიმიტრის ძე რატიშვილი წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის 24 იანვარს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით თბილისის უფროსი პოლიცმაისტერი პავლე მელიქ-ბეგლაროვი წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენით დააჯოლდოვეს.

1869

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1869 წლის 29 იანვარს ქუთაისის ერთ-ერთი ტრაქტირის ეზოდან გაიტაცეს აზნაურ ნიკოლოზ ლორთქიფანიძის ეტლში შებმული ცხენი, თუმცა ცხენის უყურადღებოდ მიტოვების ბრალდებით სასამართლომ თავად მეპატრონე დააჯარიმა.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 30 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მესამე ნაწილი დიმიტრი ბაქრაძის ისტორიული ნარკვევისა „საქართველო“.

1869

ტიპი: განათლება

1869 წლის 1-ელ თებერვალს ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტი წარმატებით დაასრულეს მარიამ მოსევიჩმა, ნადეჟდა ნაზრდიოვამ, ნინა ნესტოროვამ, იულია ცარუპამ, ოლგა ზლობინამ, ალექსანდრა ფოლკულმანმა, ლიდია ბოტიუგინამ, ელისაბედ ბაბარიკინამ, დომინიკა მერცინსკამ, ქათუია ქალანდაროვამ და მარიამ სარაჯოვამ.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის 5 თებერვალს სასოფლო სახლოსნობის კრებამ პატარა ხელში საჭერი ვერცხლის მედლით დააჯილდოვა კრების ნამდვილი წევრი, ლუბოვ კარმალინისა.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის 5 თებერვალს სასოფლო სახლოსნობის კრებამ ხელში საჭერი ბრძოლის მედლით დააჯილდოვა კონსტანტინე სტასენკოვი.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 6 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ ზურაბ მოენიძის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის ლექსი „სავათნაოსებური“.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წლის 6 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებული კავკასიის მეფისნაცვლის ბრძანებულებით შორაპნის მაზრის მომრიგებელი მოსამართლის თანაშემწე გრძელიევი დაინიშნა იმავე მაზრის მომრიგებელი მოსამართლის თანამდებობაზე.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის 6 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებული კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულების თანახმად, მაიორ ალექსანდრე ალიხანოვს და მემკვიდრეობით საპატიო მოქალაქეს, არტემ იუზბაშევს, მიეცათ უფლება, ქირის სახით თითო მანეთი აეკრიფათ თბილისსა და მის შემოგარენში დასაქმებული 18 წელს გადაცილებული მოჯამაგირეებისგან.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წლის 6 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებული კავკასიის მთავარმართებლის ბრძანებულებით კოლეგიის ასესორები, გაბაშვილი და მესხი, დაინიშნენ ზუგდიდისა და სენაკის მებატონეებისადმი ფულის გამცემი კომისიის წევრებად.

1869

ტიპი: გარდაცვალება

1869 წლის 9 თებერვალს ბა­რის მა­ცხოვ­რის აღ­დგო­მის ეკლესიის მღვდელი იაკობ იოვანეს ძე ჭიჭინაძე გარდაიცვალა.