საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88248

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის 14 მარტს მისი საიმპერატორო უდიდებულესობა კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის მიერ დამტკიცებულ იქნა ეკატერინოდარის საზოგადოებრივი კრების წესდება.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 20 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეორე ნაწილი დავით ერისთავის წერილისა „სიტყუა საყოველთაოდ საუწყებელი წიგნთა ქართულთა ბეჭდვისა გამო“, რომელშიც ავტორი კრიტიკულად აფასებს პლატონ იოსელიანის ისტორიულ ნაშრომებს.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 20 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებულ დავით ერისთავის წერილში „სიტყუა საყოველთაოდ საუწყებელი წიგნთა ქართულთა ბეჭდვისა გამო“ კრიტიკულადაა შეფასებული პლატონ იოსელიანის ისტორიული ნაშრომებს.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 27 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გრიგოლ დადიანის ლექსები – „ჩემს ძ. კ.“ და „ნამარნევის მონასტრის მსხემი“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 27 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირიძის „დარიგება“ ახლად აღკვეცილ მონაზონ ნინასადმი, რომელშიც მღვდელმთავარი მონაზონს შეახსენებდა სამ უმთავრეს აღთქმას, რაც მას სამოთხის კარამდე მიიყვანდა, მორჩილებას, სისაწყლესა და წმინდა ქალწულებრივ ცხოვრებას.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 27 მარტს გაზეთ „დროებაში“ ნიკოლოზ ავალიშვილმა გამოაყვეყნა ჟურნალ „მნათობის“ მომავალ ნომერში დასაბეჭდი მასალების ჩამონათვალი, რომელთა შორის იყო ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანის „ასპინძის ომი 1770 წელსა“, სვიმონ მგალობელის „სურათი მთიულების ცხოვრებიდან“, დიმიტრი ჯანაშვილის „კაცს განათლებამ უნდა მისცეს სახსრები ცხოვრების გაფაქიზებისა და სიმდიდრის მოპოვებისა“ და თავად ნიკოლოზ ავალიშვილის ორი წერილი, „ლიტერატურა, მისი მნიშვნელობა და გავლენა საზოგადოებაზედ“ და „ქართული წარმოდგენა თბილისში“; ასევე მის მიერ თარგმნილი ფრაგმენტი სერვანტესის „დონ კიხოტიდან“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 3 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის წერილი „ღირს სახსოვარი“, რომელშიც ავტორი იგონებდა ვლადიკავკაზში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 3 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ალექსანდრე ხითაროვის მიერ თარგმნილი პეტრე ვეინბერგის ლექსი „ვისპერგის დედაკაცები“.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის 5 აპრილს გამოვიდა რუსეთის დიდი მთავრისა და კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის განკარგულება ქალაქ თბილისში ხელოსანთა საამქროების გახსნის შესახებ.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წლის 5 აპრილს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით კოლეგიის მრჩეველი კრავჩინსკი გორის მაზრის საეკლესიო მამულების გამგებლად დაინიშნა.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წლის 5 აპრილს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით თბილისის მაზრის მომრიგებელი მოსამართის თანაშემწე ღოღობერიძე ქუთაისის მაზრის მომრიგებელი მოსამართლის თანამდებობაზე დაინიშნა.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის 9 აპრილს კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის განკარგულებით დამტკიცებულ იქნა თბილისის საქველმოქმედო საზოგადოების წესდება.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 10 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გიორგი ჭალადიდელის ლექსები „იმედი“ და „დარჩენილი ჩერგეზი“.

1869

ტიპი: გარდაცვალება

1869 წლის 11 აპრილს ბა­ჯი­ხე­ვის და ჩორდის მთავარანგელოზთა ეკლესიების მღვდელი დავით ბეჟანის ძე ლობჟანიძე გარდაიცვალა.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლი 16 აპრილს რუსეთის დიდი მთავრის, ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე რომანოვის ინიციატივით გაიხსნა რუსეთის ცხოველთა და მცენარეთა აკლიმატიზაციის საზოგადოების კავკასიის განყოფილება.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 17 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სერგეი მესხის ფელეტონი „წიგნი ქუთაისელ მეგობართან“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 17 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სერგეი მესხის წერილი „ამერიკის შკოლები“.

1869

ტიპი: მფლობელობა

1869 წლის 11 ივლისს გორის მაზრის სასამართლოში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ილია სოლომონის ძე თურქესტანიშვილის მამული სოფელ თელაგორაში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის, 2500 მანეთის, გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1869

ტიპი: მფლობელობა

1869 წლის 11 ივლისს დუშეთის მაზრის სასამართლოში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო მართა ოზიაშვილის კუთვნილი ვენახი და წისქვილი სოფელ ახატანში, რომლებიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის, 1000 მანეთის, გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1869

ტიპი: მფლობელობა

1869 წლის 11 ივლისს გორის მაზრის სასამართლოში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ასლან ნიკოლოზის ძე თარხან-მოურავის ვენახები ახალქალაქსა და კავთისხევში, რომლებიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის, 2000 მანეთის, გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 17 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მღვდელ მიხეილ მჭედლიძის „კორრესპონდენცია სვანეთიდან“, რომელშიც ავტორი თენგიზ დადეშქელიანთან სტუმრობას იხსენებდა.

1869

ტიპი: მფლობელობა

1869 წლის 11 ივლისს დუშეთის მაზრის სასამართლოში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო აზნაურ იოსებ ივანეს ძე წინამძღვაროვის მამული, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის, 1750 მანეთის, გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 26 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გარდახვეწილის ფსევდონიმით გამოქვეყნდა გიორგი შარვაშიძის ლექსი „ჩემსა საღამოს, გლახსა საამოს“.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის 26 აპრილს გაზეთი „დროება“ იუწყებოდა, რომ რედაქტორი, გიორგი წერეთლელი, სანკტ-პეტერგბურგში გამგზავრებულიყო და მის მოვალეობას დროებით სერგეი მესხი შეასრულებდა.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 1-ელ მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა პეტრე უმიკაშვილის კრიტიკული რეცენზია „უ. პლ. იოსელიანის წინადადება ქართული წიგნების ბეჭდვაზე“.