საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88248

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 8 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის ლექსი „ერთს ვისმე“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 8 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ალექსანდრე აკოფოვის ლექსები, „ჟანნა დარკის პორტრეტს“ და „პეპელა“.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის 8 მაისს გაზეთი „დროება“ იუწყებოდა ჟურნალ „მნათობის“ დაარსების შესახებ, რომლის პირველ ნომერში გამოქვეყნდა ნიკოლოზ ინაშვილის, დიმიტრი ჯანაშვილის, ნიკოლოზ ავალიშვილისა და სხვათა ნაწარმოებები.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 8 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დასაწყისი ანტონ ფურცელაძის მოთხრობისა „მართა“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 15 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დასაწყისი გრიგოლ თარხან-მოურავის წერილისა „საჭიროა ჩვენთვის ურთიერთის შემწეობა, თუ არა“, რომელშიც საუბარი იყო ეკონომიკურ საკითხებზე.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 15 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებული სერგი მესხის ნარკვევი „მეყველეებთ ამხანაგობა“ ეხება კერძო სამეწარმეო ამხანაგობების რუსულ გამოცდილებასა და საქართველოში მისი დანერგვის აუცილებლობას.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 15 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ფრაგმენტები ანტონ ფურცელაძის მოთხრობიდან „მართა“.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის 17 მაისს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულებით დამტკიცებულ იქნა ბორჯომის, აბასთუმნისა და ურავის მინერალური წყლების მართვის განრიგი.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 22 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის მიერ თარგმნილი ნიკოლოზ ნეკრასოვის ლექსი „მებაღე“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 22 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეორე ნაწილი სერგეი მესხის ფელეტონისა „წიგნი ქუთაისელ მეგობართან“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 22 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეორე ნაწილი გრიგოლ თარხან-მოურავის წერილისა „საჭიროა ჩვენთვის ურთიერთის შემწეობა, თუ არა“ ეკონომიკური საკითხების შესახებ.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 28 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა შაქრო ვარდიაშვილის წერილი „რამდენიმე აზრი ქართულ თეატრის გამართვაზე“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 28 მაისი გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეექვსე ნაწილი დიმიტრი ბაქრაძის ისტორიული ნარკვევისა „საქართველო“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 28 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მესამე ნაწილი გრიგოლ თარხან-მოურავის წერილისა „საჭიროა ჩვენთვის ურთიერთის შემწეობა, თუ არა“ ეკონომიკური საკითხების შესახებ

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის პირველ ივნისს მისი საიმპერატორო უდიდებულესობის, დიდი მთავრის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის კავკასიის გრენადერთა ბრიგადაში შემავალი საარტილერიო პარკები N 19-20-21 გარდაიქმნა კავკასიის საარტილერიო პარკებად N 1-2-3.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 5 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სტეფანე ძიმისტარაშვილის წერილი „ამხანაგთან მიწერილი წიგნი“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 5 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეოთხე ნაწილი გრიგოლ თარხან-მოურავის წერილისა „საჭიროა ჩვენთვის ურთიერთის შემწეობა, თუ არა“ ეკონომიკური საკითხების შესახებ.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 19 ივნისს გაზეთი „დროება“ იუწყებოდა, რომ სანკტ-პეტერბურგში დაგეგმილი იყო ილია ჭავჭავაძის „კაცია ადამიანის“ გამოცემა.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 19 ივნისს გაზეთ „დროებაში“ ანჩისხატის-უბნელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა პეტრე უმიკაშვილის ფელეტონი „თბილისში გასეირნება“ ქართული პოლიტიკური და სალიტერატურო ჟურნალ-გაზეთების თავისებურებების შესახებ.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 19 ივნისს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა სარედაქციო შემაჯამებელი წერილი გრიგოლ თარხან-მოურავის სტატიისა „საჭიროა ჩვენთვის ურთიერთის შემწეობა, თუ არა.“

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 26 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დასასრული დიმიტრი ბაქრაძის ისტორიული ნარკვევისა „საქართველო“.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის 29 ივნისს გაბრიელ ეპისკოპოსის განკარგულებით ოზურგეთისა და გურიის სხვა ეპარქიების ტაძრებში გადაიხადეს ყურძნის უხვი მოსავლისთვის მიძღვნილი პარაკლისი.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 3 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გიორგი ჭალადიდელის ლექსი „მოგონება“.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის 3 ივლისს გაზეთი „დროება“ იუწყებოდა იმ საქველმოქმედო ღონისძიებების შესახებ, რომლებიც იმერეთის მხარეში ოლღა თეოდორეს ასულ რომანოვას მიერ ქუთაისში დაარსებული ქალთა უფასო სასწავლებლის მხარდასაჭერად იმართებოდა.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 3 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მ. პეტრიაშვილის „კორრესპონდენცია ქუთაისიდან“ ფილიმონ ქორიძის მიერ ქუთაისის კეთილშობილთა შესაკრებ კლუბში გამართული კონცერტის შესახებ.