საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89170

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 იანვარს ეროვნულმა საბჭომ წერილი გაუგზავნა ქონებათა სექციას, სექციის მუშაობის შესახებ მოკლე ანგარიშის წარმოდგენის თაობაზე. ხელს აწერს მდივანი დავით ნახუცრიშვილი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის თებერვალში ქ. შუშის სამხარეო კომისარმა ვართაპედოვმა ფინანსთა საქმის კომისარიატს სამხედროების ურთულესი ყოფის შესახებ ტელეგრამა გაუგზავნა..

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის თებერვალში ფინანსთა საქმის კომისარიატმა უპასუხა ქ. შუშის სამხარეო კომისარ ვართაპედოვის ტელეგრამას ჯარისკაცთა საჭმლის ფულის ჩარიცხვის შესახებ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის თებერვალში არდაგანის ოლქის საგამოძებო განყოფილების ხელმძღვანელი ქსენოფონტ იოსების ძე ხარაიძე იმავე თანამდებობაზე დაინიშნა ქუთაისში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი თებერვლიდან ნიკანდრო ზაქარიას ძე არველაძე ქუტირის უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად დაინიშნა. ფორმულიარის სწორად შედგენას ხელმოწერით ადასტურებს სასწავლებლის გამგე კირილე რუხაძე.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის თებერვალში ვლადიკავკაზში, სასტუმრო „ევროპაში“, ვერაგულად მოკლეს თბილისის საგუბერნიო გამგეობის წევრი, აგრონომი გიორგი დალაქიშვილი, რომელიც ამიერკავკასიისათვის პურის შესაძენად იყო გაგზავნილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 1-ელი თებერვლიდან ამიერკავკასიის კომისარიატის სამმართველოს ბრძანების თანახმად, ლევ ეფრემის ძე შერმანი ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარედ დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის თებერვალში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამარლის დამხმარე ხაჩატურ შახბაგოვი იმავე თანამდებობაზე დაინიშნა შულავერში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს მეორე განყოფილების დამხმარე ისმაილ ივანეს ძე ხურამოვიჩი და მეოთხე განყოფილების მოსამართლის დამხმარე ანდრია თომას ძე ნოვაცკი ელიზავეტოპოლის სამხარეო სასამართლოს წევრებად დაინიშნენ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის თებერვალში ბაღდათის საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელი, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის დამხმარე გიორგი მელიტონის ძე კაპანაძე ქუთაისის სამხარეო სასამართლოს ადმინისტრაციული განყოფილების წევრად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის თებერვალში ვორონეჟის სამხარეო სასამართლოს პროკურორის ამხანაგი ს. ნ. კოვალენკო იმავე თანამდებობაზე დაინიშნა ქუთაისში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის თებერვალში ზუგდიდის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის დამხმარე ალექსანდრე ივანეს ძე მეტელკინი თანამდებობიდან გათავისუფლდა სტავროპოლის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნის გამო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 1-ელი თებერვლიდან ამიერკავკასიის კომისარიატის სამმართველოს ბრძანების თანახმად, ლევ ეფრემის ძე შერმანი ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარედ დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის თებერვალში ყარამან გვათუა თბილისის ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილების ფოსტალიონად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის თებერვალში ნოე რამიშვილი, როგორც 1917 წელს რუსეთის დამფუძნებელი კრების არჩეული წევრი, ამიერკავკასიის სეიმში შევიდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1-ელ თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე მოისმინეს ივანე დურგლიშვილის განცხადება ეროვნული საბჭოს შენობის შესაკეთებელი ხარჯების შესახებ, რომლებიც მამულების მოურავმა პეტრე მამრაძემ შეამცირა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1-ელ თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი გვაზავა; ესწრებოდნენ: პეტრე ქავთარაძე, კონსტანტინე მესხი; სექციის მდივანი – ილია ზურაბიშვილი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 1-ელ თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს სამხედრო სექციამ წერილი გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომიტეტის შუამდგომლობა ვერ დაკმაყოფილდება, რადგან სექციის განკარგულებაში არ არის იარაღი ქართველ მაჰმადიანთათვის გადასაცემად. ხელს აწერს კონსტანტინე გვარჯალაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1-ელ თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომის თავმჯდომარე იყო გიორგი გვაზავა; ესწრებოდნენ პეტრე ქავთარაძე, კონსტანტინე მესხი და სექციის მდივანი, ილია ზურაბიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1-ელ თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი გვაზავა; ესწრებოდნენ: პეტრე ქავთარაძე, კონსტანტინე მესხი და სექციის მდივანი, ილიას ზურაბიშვილი. კრების დადგენილებით, თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის რწმუნებულთა საგანგებო კრება მოიწვიეს, გაფიცულ მოსამსახურეთა მოთხოვნების განსახილველად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1-ელ თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომამ მოისმინა ივანე დურგლიშვილის განცხადება ეროვნული საბჭოს სადგომის შესაკეთებელი ხარჯების გადახედვის შესახებ და საკითხი პეტრე მამრაძეს გადასცა, წერილობითი განმარტების წარმოსადგენად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე ეროვნულ საბჭოს წევრთაგან აირჩიეს ოცდაათი ახალი რწმუნებული, ხოლო სამოცდათხუთმეტი რწმუნებული – ძველი შემადგენლობიდან. რწმუნებულთა სია: გრიგოლ მაღალაშვილი, გაბრიელ თულაშვილი, ივანე ელიაშვილი, გრიგოლ ქურდიანი, ნიკოლოზ არჯევანიძე, კონსტანტინე თულაშვილი, მიხეილ სუმბათაშვილი, ვასილ გაბაშვილი, პავლე თუმანიშვილი, ალექსანდრე სუმბათაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1-ელ თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე ეროვნულ საბჭოს წევრთაგან აირჩიეს ოცდაათი ახალი რწმუნებული, ხოლო სამოცდათხუთმეტი რწმუნებული – ძველი შემადგენლობიდან. რწმუნებულთა სია: მიხეილ მაჩაბელი, მაკარ ჯამბაკურ-ორბელიანი, რევაზ გაბაშვილი, დავით გურამიშვილი, ივანე ციციშვილი, ალექსანდრე ამირეჯიბი, იოსებ მამაცაშვილი, ნიკოლოზ ციციშვილი, დიმიტრი ჯავახიშვილი, ლევან დიასამიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე ეროვნულ საბჭოს წევრთაგან აირჩიეს ოცდაათი ახალი რწმუნებული, ხოლო სამოცდათხუთმეტი რწმუნებული – ძველი შემადგენლობიდან. რწმუნებულთა სია: ლევან ფურცელაძე, მიხეილ ერისთავი, გრიგოლ ერისთავი, მიხეილ ციციშვილი, ვასილ ფავლენიშვილი, ირაკლი ვეზირიშვილი, ალექსანდრე ჯავახიშვილი, ნიკოლოზ ციციშვილი, მიხეილ გედევანიშვილი, ნიკოლოზ ფალავანდიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე ეროვნულ საბჭოს წევრთაგან აირჩიეს ოცდაათი ახალი რწმუნებული, ხოლო სამოცდათხუთმეტი რწმუნებული – ძველი შემადგენლობიდან. რწმუნებულთა სია: შალვა ქარუმიძე, გიორგი თარხან-მოურავი, ლევან ერისთავი, გიორგი ციციშვილი, ილია ციციშვილი, ალექსანდრე ციციშვილი, სულხან ჭავჭავაძე, დავით ჯორჯაძე, ალექსანდრე ჭავჭავაძე, მაქსიმილიანე ჭავჭავაძე.