რეგისტრირებული ფაქტები89840
სორტირება თარიღი მზარდობით
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 30 აგვისტოს, კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით, ზუგდიდის მაზრის II განყოფილების მომრიგებელი შუამდგომელი, ოტია დადიანი, დაჯილდოვდა სტანისლავას II ხარისხის ორდენით.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 30 აგვისტოს, კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით, შორაპნის მაზრის IV განყოფილების მომრიგებელი შუამდგომელი ქაიხოსრო ლორთქიფანიძე დაჯილდოვდა სტანისლავას II ხარისხის ორდენით.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 30 აგვისტოს, კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით, ზუგდიდის მაზრის V განყოფილების მომრიგებელი შუამდგომლის თანაშემწე კონსტანტინე ალშიბაია დაჯილდოვდა სტანისლავას II ხარისხის ორდენით.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 30 აგვისტოს, კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით, სენაკის მაზრის III განყოფილების მომრიგებელი შუამდგომელი ალექსანდრე ნანეიშვილი დაჯილდოვდა სტანისლავას II ხარისხის ორდენით.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 11 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის განყოფილების მომრიგებელი მოსამართლის განცხადება, რომელიც მოუწოდებდა 1968 წლის ოქტომბერში გარდაცვლილი ქრისტინა გვაჯავას მემკვიდრეებს, ექვსი თვის ვადაში წარედგინათ სასამართლოსთვის მემკვიდრეობის მისაღებად საჭირო საბუთები.
1869
ტიპი: გარდაცვალება
1869 წლის 17 სექტემბერს ჯვარისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი გრიგოლ სიმონის ძე ბოჭორიშვილი გარდაიცვალა.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წლის 18 სექტემბერს გაზეთი „დროება“ იუწყებოდა, რომ ქუთაისის სამხედრო გუბერნატორი ლევაშოვი დასასვენებლად ყირიმში წასულიყო და მის მოვალეობას ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი იურჩენკო ასრულებდა
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 18 სექტემბერს გაზეთი „დროება“ იუწყებოდა სვანეთის კომისიის მღვდლის, მიხეილ მჭედლიძის მიერ რედაქციისადმი მიწერილი წერილის შესახებ, რომლის თანახმად ივლისის თვეში მომხდარი არეულობის გამო სვანეთში ჯარის თანხლებით ჩასულა ქუთაისის სამხედრო გუბერნატორი ვლადიმერ ლევაშოვი, თუმცა ყველაფერი მშვიდობიანად დასრულებულა და არეულობის მოთავე პირები, რომლებიც ლევაშოვის ბრძანებით დააკავეს, ხალხის თავდებობით გაუთავისუფლებიათ.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 26 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა აკურთხა ბიჭვინთის ახლად აღდგენილი მონასტერი.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 26 სექტემბერს სოფელ ლიხნში იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა ახალი საყდრის საძირკველი აკურთხა.
1869
ტიპი: მფლობელობა
1869 წლის 20 ოქტომბერს დუშეთის მაზრის სასამართლოში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო დავით ზურაბის ძე ხიმშიევის კუთვნილი მამული სოფელ ბულაჩაურში, რომელიც მეპატრონეს ვალის, 1200 მანეთის, გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

