საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89170

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 მაისს გრიგოლ რცხილაძის თავმჯდომარეობის პერიოდში გამოცემული სრულიად საქართველოს ქართველ მოხელეთა კავშირის წესდების თანახმად, ყველა საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო ხმათა უმრავლესობით. კავშირის გაუქმება წევრთა საზოგადო კრებას უნდა გადაეწყვიტა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 მაისს გრიგოლ რცხილაძის თავმჯდომარეობის პერიოდში გამოცემული სრულიად საქართველოს ქართველ მოხელეთა კავშირის წესდების თანახმად, კრება კანონიერად იქნებოდა აღიარებული, თუ მას დაესწრებოდა წევრთა რაოდენობის ერთი მესამედი, მეორე კრება უნდა დანიშნულიყო არაუგვიანეს 10 დღისა და იგი კანონიერად ჩაითვლებოდა მიუხედავად დამსწრე წევრთა რაოდენობისა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 მაისს გრიგოლ რცხილაძის თავმჯდომარეობის პერიოდში გამოცემული სრულიად საქართველოს ქართველ მოხელეთა კავშირის წესდების თანახმად, კავშირის მმართველობა იმყოფებოდა თბილისში. კრება იქნებოდა ორი სახის: ჩვეულებრივი და საგანგებო. პირველი დაინიშნებოდა წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს თებერვლის თვისა და მეორე, თანახმად საბჭოს დადგენილებისა, ან ასი წევრის განცხადებისა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 მაისს გრიგოლ რცხილაძის თავმჯდომარეობის პერიოდში გამოცემული სრულიად საქართველოს ქართველ მოხელეთა კავშირის წესდების თანახმად, საფინანსო ანგარიშების განსახილველად განისაზღვრებოდა ხუთი წარმომადგენლისაგან შემდგარი სარევიზიო კომისია.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 მაისს გრიგოლ რცხილაძის თავმჯდომარეობის პერიოდში გამოცემული სრულიად საქართველოს ქართველ მოხელეთა კავშირის წესდების თანახმად, საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრა 30 წარმომადგენლით, პრეზიდიუმის წევრთა რაოდენობა – 7 წარმომადგენლით, ერთი თავმჯმდომარით, მისი ორი ამხანაგით, ორი მდივნით, ხაზინადარითა და მისი ამხანაგით.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა ფრონტის სხვადასხვა ნაწილების უფროსებს, რომ ხელი შეეწყოთ თბილისის საადგილმამულო ბანკის თავმჯდომარის მიხეილ გრუზინსკისა და ამავე ბანკის ბათუმელი აგენტის, პავლე მჭედლოვის წასვლისთვის ქალაქ ბათუმში საბანკო საქმეების მოსაგვარებლად.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 მაისს მზრუნველობისა და ქველმოქმედების სამინისტროს ბრძანების მიხედვით დაინიშნა დევნილთა და სხვა ტიპის განყოფილებაში ალექსანდრე ვასილის ძე მელიკ-ალახვერდოვი საქმეთამწარმოებელად.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 მაისს მზრუნველობისა და ქველმოქმედების სამინისტროს ბრძანების მიხედვით დაინიშნა დევნილთა და სხვა ტიპის განყოფილებაში ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ხან-პაპიანი საქმეთმწარმოებლის დამხმარედ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 მაისს მზრუნველობისა და ქველმოქმედების სამინისტროს ბრძანებით ჯარისკაცთა განყოფილებაში ექსპედიტორ-საქმეთამწარმოებელი ფარსადან ივანეს ძე მელიკ-პარსადანოვი დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 მაისს მზრუნველობისა და ქველმოქმედების სამინისტროს ბრძანების მიხედვით, გიორგი გიორგის ძე ილაშვილი დაინიშნა ხეიბარ სამხედროთა განყოფილების უფროსად.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 მაისს მზრუნველობისა და ქველმოქმედების სამინისტროს ბრძანების მიხედვით ვლადიმერ პავლეს ძე კრასოვსკი დაინიშნა ხეიბარ სამხედროთა განყოფილების საქმეთმწარმოებლად.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 მაისს მზრუნველობისა და ქველმოქმედების სამინისტროს ბრძანების მიხედვით ვლადიმერ ვიკენეევის ძე კოზელლი განყოფილების უფროსად დაინიშნა დევნილთა და სხვა ტიპის განყოფილებაში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 მაისს მზრუნველობისა და ქველმოქმედების სამინისტროს ბრძანების მიხედვით სამუშაოს შესასრულებლად დაინიშნა სამთო ინჟინერი არტემინ ოვაკიმეს ძე აგაბაბოვი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 მაისს მზრუნველობისა და ქველმოქმედების სამინისტროს ბრძანების მიხედვით სამუშაოს შესასრულებლად დაინიშნა მინისტრის საქმეთმწარმოებელი 12 მაისიდან გაგერინ კამსაროვიჩის ძე ტერ-დავიდცი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 მაისს მზრუნველობისა და ქველმოქმედების სამინისტროს ბრძანების მიხედვით სამუშაოს შესასრულებლად დაინიშნა არმენაკ არტემის ძე კანაზოვი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 მაისს მზრუნველობისა და ქველმოქმედების სამინისტროს ბრძანების მიხედვით სამუშაოს შესასრულებლად დაინიშნა ნიკოლაი ევსეევის ძე სევერენკო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 მაისს მზრუნველობისა და ქველმოქმედების სამინისტროს ბრძანების მიხედვით სამუშაოს შესასრულებლად დაინიშნა ჯარისკაცთა განყოფილების მიმართულებით გაგერინ არტემის ძე პაპოვიანცი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 მაისს მზრუნველობისა და ქველმოქმედების სამინისტროს ბრძანების მიხედვით სამუშაოს შესასრულებლად დაინიშნა ჯარისკაცთა განყოფილების ხელმძღვანელი 15 მაისიდან ნაზარეთ ივანეს ძე დოხიკოვი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე მოსკოვში საქართველოს ეროვნული საბჭოს რწმუნებულად დაინიშნა გაბრიელ ხუნდაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას სტუმრის რანგში ესწრებოდნენ დავით ვაჩნაძე, შალვა მესხიშვილი, შალვა მიქელაძე და სამსონ ფირცხალავა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გრიგოლ ვეშაპელი, ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე, გიორგი გვაზავა, გრიგოლ რცხილაძე და გიორგი ლასხიშვილი; მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე ყველა სექციის გამგე მიიწვიეს 20 მაისის კომიტეტის სხდომაზე.

1918

ტიპი: ღონისძიება

ოლქის უფროსის, ინჟინერ გიორგი თუმანოვის ბრძანებით, სამეურნეო ნაწილის გადამწერი ანა არეშიძე მოსამსახურეთა სიიდან ამოშალეს 1918 წლის 20 მაისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში სამუშაოდ გადასვლის გამო.

1918

ტიპი: განათლება

1918 წელს თბილისის მეორე კომერციული სასწავლებლის პედაგოგი, მღვდელი თ. ს. ლაფერაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო გამოცდებს აბარებდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საარტილერიო სასწავლებლის კურსდამთავრებული ვლადიმერ დორმანი 1918 წელს თბილისის მეორე კომერციულ სასწავლებელში ქიმიას ასწავლიდა. მისი წლიური შემოსავალი 660 მანეთს შეადგენდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ოდესის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ევგენი მიხეილის ძე კარგარეთელი თბილისის მეორე კომერციულ სასწავლებელში ბუნებისმეტყველებას, საქონელთმრეწველობას და მეტყველების ტექნოლოგიას ასწავლიდა.