რეგისტრირებული ფაქტები89170
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მაისს მთავრობის თავმჯდომარედ და შინაგან საქმეთა მინისტრად აირჩიეს ნოე რამიშვილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ კრებაზე საგარეო საქმეთა მინისტრად აირჩიეს აკაკი ჩხენკელი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ კრებაზე სამხედრო მინისტრად აირჩიეს გრიგოლ გიორგაძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ კრებაზე გიორგი ჟურული ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრად აირჩიეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ კრებაზე განათლების მინისტრად აირჩიეს გიორგი ლასხიშვილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ კრებაზე მიწათმოქმედების და შრომის მინისტრად აირჩიეს ნოე ხომერიკი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ კრებაზე იუსტიციის მინისტრად აირჩიეს შალვა მესხიშვილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ კრებაზე გზათა მინისტრად აირჩიეს ივანე ლორთქიფანიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე დაამტკიცეს სამანდატო კომისია: თევდორე კიკვაძე, რაჟდენ არსენიძე, შალვა მიქელაძე, იასონ ლორთქიფანიძე, გიზო ანჯაფარიძე, კალენიკ ქავთარაძე, გიორგი გვაზავა, ივანე ჩერგეზიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს მუსულმთა ეროვნული საბჭოს სახელით ფათალი ხან ხოისკიმ, ოსების წარმომადგენელმა ვასილ გაგლოევმა, მაჰმადიანთა წარმომადგენელმა ჰაიდარბეგ აბაშიძემ, გერმანული ჯარის ობერლეიტენანტმა კაიზერმა. თარგმნიდა გერონტი ქიქოძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია და ესწრებოდნენ პრეზიდიუმის წევრები: გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ ვეშაპელი და პავლე საყვარელიძე, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საერთაშორისო ომიანობის პერიოდში საქართველო ნეიტრალურობას შეინარჩუნებდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია და ესწრებოდნენ პრეზიდიუმის წევრები: გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ ვეშაპელი და პავლე საყვარელიძე, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკა იქნებოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია და ესწრებოდნენ პრეზიდიუმის წევრები: გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ ვეშაპელი და პავლე საყვარელიძე, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მოსაზღვრე სახელმწიფოებთან კეთილმეზობლური ურთიერთობა უნდა დაამყაროს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია და ესწრებოდნენ პრეზიდიუმის წევრები: გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ ვეშაპელი და პავლე საყვარელიძე, დადგინდა, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო უფლებების დაცვას, განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სქესისა და სოციალური მდგომარეობისა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია და ესწრებოდნენ პრეზიდიუმის წევრები: გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ ვეშაპელი და პავლე საყვარელიძე, დამოუკიდებლობის დეკლარაციით დადგინდა, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავისუფალი განვითარების შესაძლებლობას მისცემს მის ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა ერს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია და ესწრებოდნენ პრეზიდიუმის წევრები: გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ ვეშაპელი და პავლე საყვარელიძე, დამოუკიდებლობის დეკლარაციით დადგინდა, რომ დამფუძნებელი კრების შეკრებამდე საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს ეროვნული საბჭო გაუძღვებოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია და ესწრებოდნენ პრეზიდიუმის წევრები: გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ ვეშაპელი და პავლე საყვარელიძე, ერთხმად დამტკიცდა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია და ესწრებოდნენ პრეზიდიუმის წევრები: გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ ვეშაპელი და პავლე საყვარელიძე, გამოცხადდა და დამტკიცდა ახალი მთავრობის შემადგენლობა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ კრებაზე მხარი დაუჭირეს ნოე ჭორდანიას ინიციატივას, ფულადი სისტემის არსებული მდგომარეობის დროებით შენარჩუნების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ დამსწრე საზოგადოებას ამცნო ძველი სახელმწიფოს სიკვდილი და ახალი სახელმწიფოს, ახალი საქართველოს დაბადება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ გამოთქვა აზრი, რომ ახალი დემოკრატიული საქართველო არ იქნებოდა მიმართული არც ერთი ერის, არც ერთი სახელმწიფოს წინააღმდეგ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ დამსწრე საზოგადოებას ამცნო, რომ ახლად დაარსებული სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევდა მისივე ტერიტორიაზე მცხოვრებ სხვა ერის წარმომადგენლებს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ დამსწრე საზოგადოებას ამცნო, რომ ახალ სახელმწიფოში ეროვნულ უმცირესობას ექნებოდა იგივე უფლებამოსილება, რაც ეროვნულ უმრავლესობას ჰქონდა.

