რეგისტრირებული ფაქტები87045
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის პირველი სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ თანახმად, ივანე გრიგოლის ძე ჯალალოვი 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წელს, ილარიონ გორგოძის თხოვნის შედეგად, მთავრობამ ზედა ზეგანს უსასყიდლოდ გადასცა სკოლის ასაშენებლად საჭირო ხე-ტყის მასალა. ადგილობრივი დიდგვაროვნების წინააღმდეგობის გამო სოფელმა ვერ ისარგებლა საჩუქრით და მოსახლეობამ მშენებლობის ხარჯი თავად გაიღო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წელს ილარიონ გორგოძემ ძნელად დაიყოლია მოსახლეობა, რომ ზედა ზეგანში სკოლა დაეარსებინათ. გორგოძეს ადგილობრივმა წარჩინებულებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა მოსახლეობამ მაინც შეძლო ამავე წელს სასკოლო სახლის აშენება.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის პირველი სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალექსანდრე როინაშვილმა დუშეთის სამკითხველოს წიგნები უანდერძა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის პირველი სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ემილ ცურლინდენი ალფრედ დრეიფუსის საქმის შესახებ საკუთარ გადაწყვეტილებას დიდი აღლუმის შემდეგ გამოაცხადებდა.
1924
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1924 წლის 17 ივნისს ნიკოლო მიწიშვილმა ნუცა ღოღობერიძეს პარიზიდან მისწერა, რომ პარიზში ქართული გამომცემლობის დაარსებისა და დაფინანსების შესახებ პირუმოვისგან თანხმობა ჰქონდა მიღებული.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წელს, წინა წელთან შედარებით, ამიერკავკასიის რკინიგზის შემოსავალი 3 570 000 მანეთით შემცირდა. ა. ს. პუშკარევი მიიჩნევდა, რომ ფაქტი გამოწვეული იყო საზღვარგარეთ გასაზიდ ნავთზე დაწესებული შემცირებული გადასახადით.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის პირველ ნახევარში ამიერკავკასიის რკინიგზით იმგზავრა 1 330 028 ადამიანმა და გადაიტანეს 71 786 340 ფუთი საქონელი. შემოსავალი სულ 7 744 170 მანეთი იყო. ფაქტს რკინიგზის მთავარი ბუღალტერი ა. ს. პუშკარევი ადასტურებდა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 1-ელი სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ თანახმად, ნიკო ნიკოლაძე 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 3 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის ბოლო სხდომაზე აირჩიეს პარტიული პერიოდული ორგანოს, გაზეთ „საქართველოს“ სარედაქციო კოლეგია შემდეგი შემადგენლობით: სპირიდონ კედია, გრიგოლ ვეშაპელი, რაფიელ ინგილო (ივანიცკი), ლელი ჯაფარიძე, სანდრო შანშიაშვილი და ტიტე მარგველაშვილი.
1926
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1926 წლის 17 იანვარს ტიციან ტაბიძემ გაზეთში გამოსაქვეყნებლად წერილი გაუგზავნა ივანე ღოღობერიძეს, რომელშიც წერდა, განათლების მუშაკთა სახლში გამართულ სერგეი ესენინის ხსოვნის საღამოზე სიტყვით გამოვედი, თუმცა ჩემი სიტყვა გაზეთმა „დროულმა“ სხვას მიაწერაო.
1926
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1926 წლის 17 იანვარს ტიციან ტაბიძემ ივანე ღოღობერიძეს წერილი გაუგზავნა გაზეთში გამოსაქვეყნებლად, რომელშიც წერდა, რომ გაზეთ „დროულში“ ანონიმური ავტორი ითხოვდა მწერალთა ყრილობაზე „ცისფერყანწელები“ იმ საბაბით არ დაეშვათ, თითქოს ისინი საბოტაჟში იყვნენ ჩართულები.
1926
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1926 წლის 9 აგვისტოს ვალერიან გაფრინდაშვილმა ტიციან ტაბიძეს ქვიშხეთიდან მისწერა და სთხოვა, კოლაუ ნადირაძის, ალი არსენიშვილის, გოგლა ლეონიძის, გრიგოლ რობაქიძის, ნიკოლო მიწიშვილის და სანდრო ცირეკიძის ამბები შეეტყობინებინა.
1926
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1926 წლის 9 აგვისტოს ვალერიან გაფრინდაშვილმა ტიციან ტაბიძეს ქვიშხეთიდან მისწერა, კარგი იქნება, თუკი ჩემს ლექსს „ალი არსენიშვილზე“ კოლაუ „ქართულ მწერლობაში“ დაბეჭდავსო.
1926
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1926 წლის 9 აგვისტოს ვალერიან გაფრინდაშვილმა ტიციან ტაბიძეს ქვიშხეთიდან მისწერა, აქ ახალი ლექსი დავწერე და „მოაგარაკე-იდიოტი“ დავარქვიო.
1926
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1926 წლის 6 აგვისტოს ილია ერენბურგმა ბათუმიდან ტიციან ტაბიძეს დეპეშა გაუგზავნა.
1926
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1926 წლის 30 ივლისს ნიკოლო მიწიშვილმა ლეო ქიაჩელს მისწერა, რომ წერილები, რომლებსაც ის უგზავნიდა, ტიციან ტაბიძემ ევროპიდან დაბრუნების შემდეგ გადასცა.
1926
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1926 წლის 30 ივლისს ტიციან ტაბიძემ ვალერიან გაფრინდაშვილს ქვიშხეთში მისწერა და სთხოვა, რაჟდენ გვეტაძისთვის მოკითხვა გადაეცა.
1926
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1926 წლის 30 ივლისს ტიციან ტაბიძემ ვალერიან გაფრინდაშვილს ქვიშხეთში მისწერა და შეატყობინა, რომ ილია ერენბურგი მალე ბორჯომში აპირებდა წასვლას და მის ნახვას იქ შეძლებდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 22 თებერვალს მარო მაყაშვილი დაესწრო თავისი სასწავლებლის მიერ გამართულ საღამოს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1 დეკემბერს მარო მაყაშვილი დაესწრო საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებიდან ნახევარი წლის გასვლის აღსანიშნავად გამართულ ზეიმს.

