რეგისტრირებული ფაქტები87042
სორტირება თარიღი მზარდობით
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წელს მილიციამ შეიპყრო ნიკა სიყმაშვილის მკვლელები – დავით რამაზაშვილი და ანტონ მგალობლიშვილი.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წელს მილიციამ დააპატიმრა არშაკ სარქისოვი და გიგუა აზატოვი, რომლებმაც ტარიელ გვათუა გაქურდეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს ლონდონში საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენელმა დავით ღამბაშიძემ მიიღო ცნობა, რომ დენიკინი აპირებდა ამიერკავკასიაზე გამოლაშქრებას. ღამბაშიძემ მოლაპარაკება გამართა ლოიდ ჯორჯთან, რომელმაც აღუთქვა, რომ დენიკინის სვლას ამიერკავკასიისკენ მოკავშირეები შეაჩერებდნენ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს, ბორჩალოს მაზრის კომისრის, ლანდიას ცნობით, დაიწყო შეტაკებები ყაჩაღთა ორი ბრბოს წინააღმდეგ, რომელთაც ცნობილი ყაჩაღები მაჰმუდ სულეიმან-ოღლი და მაქსო მჭედლიშვილი მეთაურობდნენ. ისინი მხეცურად იქცეოდნენ და მოსახლეობას შიშის ზარს სცემდნენ.
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1919 წელს სიონის ქუჩაზე უცნობი პირების მიერ ატეხილი სროლის დროს ფეხში დაიჭრა მეოთხე უბნის კომისარი ახვლედიანი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს სომეხთა ეროვნული საბჭოს დელეგაცია შეხვდა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს, ნოე ჟორდანიას და ეროვნული საბჭოს არჩევნების ჩატარების ნებართვა სთხოვა. მათ იმსჯელეს სოჭისა და სოხუმის ოლქში მცხოვრებ სომეხთა მდგომარეობის შესახებ და მთავრობის თავმჯდომარეს ამ ოლქებში სომეხთა მდგომარეობის გამოსარკვევად კომისიის გაგზავნა სთხოვეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს შრომის მინისტრი ნოე ხომერიკი და მისი მოადგილე გიორგი ერაძე პორტის მუშების კონფლიქტის მოსაგვარებლად ფოთში მატარებლით გაემგზავრნენ.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს მე-7 კომისარიატის მილიციელი გიორგი ამირბეკოვი სამსახურიდან დაითხოვეს, რადგან დანიშვნის დღიდან სამსახურში არ ცხადდებოდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს ახალგაზრდა საოპერო მომღერალი ვარდენ ლორთქიფანიძე მომავალი სეზონისთვის ბაქოს საოპერო თეატრში მიიწვიეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილს მხატვარი მოსე თოიძე შეხვდა და დაგეგმილი გამოფენებისთვის სურათებისა და ქანდაკებების გადასაზიდად ვაგონი სთხოვა. გამოფენები დაგეგმილი იყო ქუთაისში, ფოთში, ბათუმში, ბორჯომში, თელავსა და გორში.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ივნისის შუა რიცხვებში თბილისში ხელოვნების მსახურთა დღე გაიმართა. ქალაქში მსახიობები ორკესტრის თანხლებით ავტომობილებით, ეტლებითა და ურმებით დადიოდნენ. ნაშუადღევს მთელმა კორტეჟმა მთავრობის სასახლის წინ მოიყარა თავი და ეროვნული ჰიმნით მიესალმა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს, ნოე ჟორდანიას.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის ივნისში ნიკოლოზ ავნატამიშვილი თბილისის ოლქის სასამართლოს მდივნის თანაშემწის თანამდებობის აღმასრულებლად დაინიშნა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს ვ. მაჩაბლის დაობლებული ოჯახის დასახმარებლად მთავრობამ 20000 მანეთი გამოყო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს თბილისში ალექსანდრე ხატისოვისა და გენერალ ჯორჯ კიორის შეხვედრა შედგა.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წელს ქალაქის მილიციის უფროსის, ვლადიმერ სულაქველიძისა და სისხლის სამართლის მილიციის უფროსის, პ. ფაჩულიას ხელმძღვანელობით მილიციამ შეიპყრო სოლოლაკის ქუჩაზე და მის მიდამოებში თავმოყრილი სხვადასხვა ეროვნების სპეკულანტები, დაახლოებით ორასი კაცი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს საქართველოს მთავრობამ 10-მილიონიანი ფონდიდან 150 000 მანეთი გამოყო ყოფილი რუსეთის იმპერიის სხვადასხვა კუთხიდან ქართველების სამშობლოში ჩამოსაყვანად.ამ საქმის შესრულება გაბრიელ ხუნდაძეს დაევალა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს ალოიზ აკოფაშვილი შორაპნის მაზრის პირველი უბნის გადასახადთა ინსპექტორის თანაშემწედ დაინიშნა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 26-28 ივნისს პარიზში გაიმართა მოკავშირე და ნეიტრალურ ქვეყნების კოოპერატივთა კონგრესი. საქართველოს წარმომადგენლობა კონგრესზე გიორგი ჯინორიას დაევალა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ზაფხულში დამფუძნებელმა კრებამ მიიღო დეკრეტი, რომლის მიხედვითაც შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილს ანარქიასთან საბრძოლველად ნახევარი მილიონი მანეთი გამოუყვეს.

