საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89112

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სახელმწიფო კონტროლიორის მოხსენება რევიზორის ყოფილი თანაშემწის, ვახაჯელიძისთვის საკრედიტო მოწმობის მიცემაზე. როგორც ციმბირის მოქალაქეს უარი ეთქვა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 28 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 144 ბრძანებით ნინო ორაგველიძე პროგიმნაზიული კლასების რუსული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 28 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 144 ბრძანებით ბარბალე სულუხია მათემატიკის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 28 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N144 ბრძანებით რაჟდენ ბათლომეს ძე ხუციშვილი თბილისის ვაჟთა მერვე გიმნაზიის ფიზიკისა და მათემატიკის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 28 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N147ბრძანებით დანიშნულია თელავის ვაჟთა გიმნაზიის ისტორიის მასწავლებლად გიორგი გიორგაძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 28 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 145 ბრძანებით ლეონ მიხეილის ძე გოზარბეკოვი თბილისის ბეროზაშვილის გიმნაზიაში ლათინური ენისა და ბუნებისმეტყველების პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 28 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 145 ბრძანებით, ვ. გალფაიანცი თბილისის ბეროზაშვილის გიმნაზიაში სომხური ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 28 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 145 ბრძანებით ბაზილევიჩი თბილისის ბეროზაშვილის გიმნაზიაში რუსული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 28 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 145 ბრძანებით ვერა გიორგის ასული აბაზაძე თბილისის ბეროზაშვილის გიმნაზიაში ფრანგული ენისა და უმცროსი მოსამზადებელი კლასების მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 28 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 145 ბრძანებით იესე სოლომონის ძე ნებაძე თბილისის ბეროზაშვილის გიმნაზიაში საანბანო კლასისა და ქართული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 28 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 145 ბრძანებით მ.ხუდავერდიანი თბილისის ბეროზაშვილის გიმნაზიაში რუსული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 28 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 145 ბრძანებით ე. ბათიაშვილი თბილისის ბეროზაშვილის გიმნაზიაში ქრთული ენისა და საქართველოს ისტორიის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 28 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 145 ბრძანებით ფიცხელაური თბილისის ბეროზაშვილის გიმნაზიაში ხელსაქმის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 28 ნოემბრის N 148 ბრძანებით გიორგი დავითის ძე ანდრიაძე ოზურგეთის ვაჟთა გიმნაზიაში ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 28 ნოემბრის N148 ბრძანების თანახმად ბარბალე ალექსანდრეს ასული ცეცხლაძე ოზურგეთის ვაჟთა გიმნაზიის ფრანგული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 28 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N148 ბრძანებით, მარიამ აფრასიონის ასული ლომინაძე ოზურგეთის ვაჟთა გიმნაზიაში ფიზიკისა და ბუნებისმეტყველების პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 28 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 148 ბრძანებით მარიამ ოქროპირის ასული შავიშვილი ოზურგეთის ვაჟთა გიმნაზიაში ხელსაქმის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 28 ნოემბრის N148 ბრძანებით დანიელ გიორგის ძე მახარაშვილი ოზურგეთის ვაჟთა გიმნაზიაში ისტორიის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 28 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 148 ბრძანებით ნინო სიმონის ასული ჭიმჭარაძე-მუჯირისა ოზურგეთის ვაჟთა გიმნაზიაში გეოგრაფიის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 ნოემბერს გენერალ-მაიორმა ყარალაშვილმა გზათა სამინისტროს წარმომადგენლებს სთხოვა, მისთვის ეცნობებინათ, ოსმალეთის წარმომადგენლის, ნორმანისთვის თანხის დაბრუნების შეწყვეტის შემთხვევაში სამომავლოდ როგორ დაერეგულირებინათ ფასები. რეზოლუციაში ეწერა, რომ, ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილების თანახმად, მილიციის უფროსს აცნობეს ვერცხლისა და ოქროს ფულის აღმოჩენის დროს როგორ უნდა მოქცეულიყო.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 28 ნოემბერს გარდაიცვალა თბილისის მე-7 გიმნაზიის მეხუთე კლასის მოწაფე ნინო კონსტანტინეს ასული მართაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 ნოემბერს კანცელარიის ვიცე-დირექტორმა ზურაბ მაჩაბელმა გზათა სამინისტროს ოსმალეთის დიპლომატიური წარმომადგენლის 19 ნოემბრის N359 მიმართვის თარგმანი გაუგზავნა. დოკუმენტი, რომელიც თბილისში შეჩერებულ 5500 მეჯიდიეს ეხებოდა, აზერბაიჯანში მყოფი ოსმალეთის ჯარისთვის იყო განკუთვნილი. საგარეო საქმეთა სამინისტროდან თანხის ოსმალეთში დასაბრუნებლად საჭირო განკარგულების გაცემა ითხოვეს. კანცელარიის საქმისმწარმოებელი იყო პ. ანთელავა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილის მოხსენება შიო ჩიტაძის ობლებისთვის დახმარების აღმოჩენის შესახებ. ობლებს, თითოეულს, გაუზარდეს პენსია თვეში 25-დან 50 მანეთამდე.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 28 ნოემბრის N 149 ბრძანებით ელენე ზაქარიას ასული რიმგაილო თელავის სომხური გიმნაზიის გერმანული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 29 ნოემბრის N 149 ბრძანებით თბილისის რეალური სასწავლებლის ბუნებისმეტყველების პედაგოგი კ. ტროიცკი თანამდებობიდან გათავისუფლდა.