საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88248

1871

ტიპი: ავტორობა

1891 წლის 17 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დიმიტრი ჯანაშვილის წერილი „სიღნაღის მაზრიდგან“.

1871

ტიპი: ავტორობა

1891 წლის 17 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ქრისტეფორე მამაცაშვილის კორესპონდენცია „გორიდგან“ სურამი-თბილისის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობის შესახებ.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 24 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის წერილი „ტყიბულის საქმე“ ქვანახშირის მაღაროების გასხვისების შესახებ.

1871

ტიპი: ღონისძიება

1871 წლის 24 დეკემბერს „დროებაში“ გამოქვეყნდა სარედაქციო განცხადება, რომლის თანახმად, ფოთში გაზეთის გამოწერის მსურველებს ზურაბ არუწოვისათვის უნდა მიემართათ.

1871

ტიპი: ღონისძიება

1871 წლის 24 დეკემბერს „დროებაში“ გამოქვეყნდა სარედაქციო განცხადება, რომლის თანახმად, სენაკში გაზეთის გამოწერის მსურველებს ნ. დგებუაძისათვის უნდა მიემართათ.

1871

ტიპი: ღონისძიება

1871 წლის 24 დეკემბერს „დროებაში“ გამოქვეყნებული სარედაქციო განცხადების თანახმად, ზუგდიდში გაზეთის გამოწერის მსურველებს ალ. ფიფინაშვილისათვის უნდა მიემართათ.

1871

ტიპი: ღონისძიება

1871 წლის 24 დეკემბერს „დროებაში“ გამოქვეყნებული სარედაქციო განცხადების თანახმად, თელავში გაზეთის გამოწერის მსურველებს ლევან ჯანდიერისათვის უნდა მიემართათ.

1871

ტიპი: ღონისძიება

1871 წლის 24 დეკემბერს „დროებაში“ გამოქვეყნებული სარედაქციო განცხადების თანახმად, ყვარელსა და ლაგოდეხში გაზეთის გამოწერის მსურველებს ალ. მარჯანოვისათვის უნდა მიემართათ.

1871

ტიპი: ღონისძიება

1871 წლის 24 დეკემბერს „დროებაში“ გამოქვეყნებული სარედაქციო განცხადების თანახმად, სიღნაღში გაზეთის გამოწერის მსურველებს რაჟდენ ციციშვილისათვის უნდა მიემართათ.

1871

ტიპი: ღონისძიება

1871 წლის 24 დეკემბერს „დროებაში“ გამოქვეყნებული სარედაქციო განცხადების თანახმად, გორში გაზეთის გამოწერის მსურველებს ქრისტეფორე მამაცაშვილისთვის უნდა მიემართათ.

1871

ტიპი: პირადი ინფორმაცია

იოსებ გიორგის ძე მონადირიშვილი 1871 წლის 28 დეკემბერს თელავში დაიბადა.

1871

ტიპი: ღონისძიება

1871 წლის 31 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ნიკოლოზ ავალიშვილის რედაქტორობით გამომავალი ჟურნალ „მნათობის“ გამოწერა 1872 წლიდან შვიდი მანეთი ეღირებოდა.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 31 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის ფელეტონი „ერთი ტელეგრამმის წაკითხვაზე“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 31 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ალექსი ანდრიას ძე კვალიაშვილი და ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყიფიანი მსურველებს სთავაზობდნენ სადავო და სამსჯავრო საქმეების წარმოებას თბილისის ოლქის ნებისმიერ სასამართლოში.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 31 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ქეთო ზარაფიშვილის კორესპონდენცია „გირიდგან“ გირის მაზრის სასულიერო სასწავლებლების მდგომარეობაზე.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წელს ფონ-ვიხმანის წიგნის მაღაზია და ბიბლიოთეკა გაიხსნა.

1872

ტიპი: ავტორობა

იაკობ გოგებაშვილმა შეადგინა „დარიგება მასწავლებლისათვის, თუ როგორ უნდა წაიყვანოს სწავლება წერა-კითხვისა ქართულ ანბანში და პირველ საკითხავ წიგნში“, რომელიც გამოიცა 1872 წელს.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წელს სოლოდოვას ბიბლიოთეკა-სამკითხველო დაარსდა.

1872

ტიპი: ავტორობა

ოლღა ალექსი-მესხიშვილის ცნობით, ახალციხის ქალთა უფასო სასწავლებელი დააარსა ახალციხის კეთილისმოქმედების საზოგადოებამ 1872 წელს.

1872

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1872 წლის Кавказский календарь-ის მიხედვით, ალექსანდრე ნიკოლოზის ძე რომანოვის მეუღლე იყო მარია ალექსანდრეს ასული ფონ ჰესენ-დარმშტატი.

1872

ტიპი: თანამდებობა

1872 წლიდან ალექსანდრე ანტონის ძე ცაგარელი პეტერბურგის უნივერსიტეტში ქართული ენის კათედრას ხელმძღვანელობდა.

1872

ტიპი: თანამდებობა

1872-1876 წლებში დიმიტრი სვიმონის ძე სტაროსელსკი ბაქოს გუბერნატორი იყო.

1872

ტიპი: თანამდებობა

1872 წელს ილია ჭავჭავაძის ქვისლი დიმიტრი სტაროსელსკი ბაქოს გუბერნატორად დაინიშნა.