რეგისტრირებული ფაქტები81344
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ივნისში კოტე მესხის ძეგლის ფონდს ალექსანდრე ძოწენიძემ ქართველ ფარმაცევტთა მიერ შეწირული თანხა გადასცა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ივნისში კოტე მესხის ძეგლის ფონდს თითო მანეთი შესწირეს ფარმაცევტებმა: მ. არაზოვმა, ალ. ძოწენიძემ, ონ. ახვლედიანმა, ალ. მეძმარიაშვილმა, გრ. მგალობლიშვილმა, ს. ნადარეიშვილმა და სხვ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ივნისში კოტე მესხის ძეგლის ფონდს ფარმაცევტმა გვანცელაძემ 3 მანეთი შესწირა, ხოლო ფარმაცევტმა რ. ანდრონიკაშვილმა – 2 მანეთი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 8 ივნისს იოსებ გრიშაშვილის მონაწილეობით ოზურგეთის თეატრში მხიარული საღამო გაიმართა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 1-ელ ივნისს ოზურგეთის თეატრი აკურთხეს და საღამოს ვლადიმერ მესხიშვილისა და იუზა ზარდალიშვილის მონაწილეობით „კრიჩენსკის ქორწინება“ წარმოადგინეს.
1914
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1914 წლის 15 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა განცხადება, რომ მსახიობი დ. რჩეულოვისა უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 ივნისს ქართულ თეატრში ერთი კვირის დაგვიანებით წარმოადგინეს ნინო ნაკაშიძის პიესა „ვინ არის დამნაშავე?“
1914
ტიპი: გარდაცვალება
1914 წლის ივნისში „თეატრი და ცხოვრების“ რედაქციამ კოტე მესხის გარდაცვალების გამო გრიგოლ რობაქიძის დეპეშა მიიღო. მას გვიან გაეგო მესხის სიკვდილის ამბავი.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის აგვისტოში პავლე ხეთაგაშვილის სახლში გამართულ პირველ კრებაზე გადაწყდა, დაეარსებინათ სცენისმოყვარეთა წრე – „საბურთალო“, რომელსაც საბურთალოზე რუსულ, სომხურ და ქართულ ენებზე უნდა გაემართა წარმოდგენები.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ივნისში კოტე მესხის ძეგლის ფონდს თითო მანეთი შესწირეს ფარმაცევტებმა: კ. ავალიანმა, ი. ობოლაძემ, ა. კანდელაკმა, კ. ჩარგეიშვილმა, ნ. ჩიკვაიძემ, ა. გოგორიშვილმა და სხვ.
1838
ტიპი: თანამდებობა
1838 წელს ბართლომე (ბესარიონ) პაატას ძე შველიძე შროშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1837
ტიპი: გარდაცვალება
1837 წლის 4 იანვარს შროშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი დავით გველესიანი გარდაიცვალა.
1836
ტიპი: გარდაცვალება
1836 წლის 18 აპრილს შროშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი გიორგი გველესიანი გარდაიცვალა.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906-17 წლებში სამსონ იესეს ძე გაჩეჩილაძე შროშის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.
1915
ტიპი: გარდაცვალება
1915 წლის 14 იანვარს შროშის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი სამსონ ოქროპირის ძე ცქიტიშვილი გარდაიცვალა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 სექტემბერს თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დარბაზში გამართულ კავკასიის მებაღე-მეურნეთა კრებაზე მესამე სექციის თავმჯდომარე იყო ვ. ი. ლისნევსკი.