რეგისტრირებული ფაქტები91180
სორტირება თარიღი მზარდობით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს ჰაიდარ ბამატოვმა განაცხადა, რომ ამერიკის სენატის მიერ გერმანიასთან საზავო ხელშეკრულების რატიფიცირების გარეშე ვერსალის კონფერენცია ვერ განიხილავდა ვერც აღმოსავლეთ ევროპისა და ვერც აზიის საკითხებს. რატიფიცირებას კი დიდი დრო დასჭირდებოდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს ვერსალის კონფერენციაზე ჩრდილოკავკასიელ მთიელ ხალხთა და აზერბაიჯანის დელეგაციები ამერიკის პრეზიდენტმა თომას უილსონმა მიიღო. მან განაცხადა, რომ კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოება მეტ-ნაკლებად მსხვილი სახელმწიფოებრივი ერთეულების ფედერაციულ და კონფედერაციულ პრინციპებზე ჩამოყალიბების მომხრე იყო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს ვერსალის კონფერენციაზე თომას ვილსონთან ჩრდილოკავკასიელ მთიელთა და აზერბაიჯანის დელეგატების შეხვედრაზე ჰაიდარ ბამატმა განაცხადა, რომ კავკასიას ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური მხარდაჭერის მოეპოვება სურდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
განათლების სამინისტრომ იაკობ ღულაძეს მისწერს, რომ 1919 წლის 1-ლი იანვრიდან თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის თავისუფლად დაქირავებულ მუსიკის მასწავლებლად დაინიშნა ვ. ა. გონსიორსკი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919-20 სასწავლო წლის პირველი ნახევრისათვის სახელმწიფო ხაზინამ გამოყო თანხა 250 მანეთის ოდენობით თბილისის ქალთა მეშვიდე გიმნაზიის შემდეგ მოსწავლეებზე: ელენე გედევანიშვილი, ანა სოკოლოვი, ნინო ავალიშვილი, მარიამ ხიმშიაშვილი, ეკატერინე ჯავახიშვილი, თამარ ჯაფარიძე, რუსუდან ამირეჯიბი, თამარ მიქელაძე, თამარ ხიმშიაშვილი, თამარ გარსევანიშვილი, ნინო მურაჩაშვილი, ნინო ქუმსიშვილი, ეკატერინე ორჯონიკიძე, ნინო როსტაშვილი, ლიდა იარინი, ბარბარე ნარიმანოვი, დარეჯან რამიშვილი, ანა ნიკოლაიშვილი, დარეჯან ნიკოლაიშვილი, ნინო ნარიმანოვი.
1919
ტიპი: განათლება
1919-20 სასწავლო წლის პირველი ნახევრისთვის სახელმწიფო ხაზინამ გამოყო თანხა 150 მანეთის რაოდენობით თბილისის ქალთა მეშვიდე გიმნაზიის შემდეგ მოსწავლეებზე: 1. მარიამ ქუმსიშვილი, 2. თამარ ჩივაძე, 3. თამარ ავალიშვილი, 4. თამარ ფალავანდიშვილი, 5. თიკო ყიფიანი, 6. ელენე ყიფიანი, 7. ლიზა ციციშვილი, 8. ნინო ზედგენიძე, 9. ოლღა ფალავანდიშვილი, 10. ოლღა მიქელაძე, 11. ნინო ხიმშიაშვილი, 12. ლიზა დეკანოზაშვილი, 13. კატო თაქთაქიშვილი, 14. მარიამ ბაგრატიონი, 15. ქეთო მომცელიძე, 16. თამარ ფურცელაძე, 17. ელენე ჩიქოვანი, 18. ალექსანდრა ცალქალამანიძე, 19. თამარ ტუსიშვილი, 20. ასმა ნიკოლაიშვილი, 21. ზინაიდა ტარტარაშვილი.
1919
ტიპი: განათლება
1918-19 სასწავლო წელს თბილისის ვაჟთა გიმნაზიის მუსლიმანურ განყოფილებაზე სწავლობდნენ შემდეგი მოსწავლეები: კ. ედიგაროვი, ა. კულიევი, მამედ მირზოევი, ალი მირზოევი, მამედ ბაგიროვი, ა. ალესკეროვი, მ. მაქსიმზადე, ნ. ზაინალოვი, თემურ ალიევი, ა. ისაევი, სულთან ჰუსეინოვი, ისმაილ ჰუსეინოვი, ა. აკპეროვი, ა. ალიევი, რ. გასანოვი, ა. გასუმოვი, დ. ყურბანოვი, დ. აბდულზადე, მამედ ალი ფახრადოვი, ზ. ხალილოვი, ა. ფაშალოვი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს თამარა კიკვაძე იყო სოფელ მოტყიარის ერთკლასიანი სასწავლებლის გამგე-მასწავლებელი.

