საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები86984

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის დეკემბერში გაქცევის მცდელობისას გვარდიელებმა დახოცეს ნ. ოგანეზოვი, ა. ალიხანიანცი და ი. ჩილიკაძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის დეკემბერში დაჭრილი ტუსაღი გრ. ტერ-სარქისოვი გაქცევის მცდელობის დროს შეიპყრეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის დეკემბერში 10 მერვეკლასელს, რომლებიც გვარდიის დღეს მწკრივში არ ჩადგნენ, მეორე გიმნაზიის დირექტორმა სილოვან ხუნდაძემ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გიმნაზიიდან დაითხოვა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის დეკემბერში მუშებისთვის სერგო ევლახიშვილის ხელმძღვანელობითა და ამალია ლევიცკაიას, ივანე სარაჯიშვილისა და თარხან-მოურავის მონაწილეობით ოპერა „ტრავიატა“ უნდა წარმოედგინათ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის დეკემბერში გზათა დეპარტამენტის დირექტორ ბესარიონ ჭიჭინაძის განკარგულებით მგზავრებისთვის მატარებლებში მოეწყო სასადილო სამზარეულოთი. N5 და N6 მატარებლებში (ბაქო-თბილისი) – ბუფეტი ცივი საჭმელებითა და ჩაით.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის დეკემბერში გზათა დეპარტამენტის დირექტორმა ბ. ა. ჭიჭინაძემ მიიღო დეპეშა ინგლისელი გენერალი როდსისგან, რომ ის ტოვებდა ბათუმს და სურდა, მისთვის და მისი კოლეგებისთვის გაწეული სტუმართმოყვარეობისთვის მადლობა გამოეცხადებინა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის დეკემბერში აზერბაიჯანის დიპლომატიური წარმომადგენელი აბდურაჰიმ ახვერდოვი თბილისიდან ბაქოში გაემგზავრა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის დეკემბერში კოჯრის გზაზე უცნობები თავს დაესხნენ მეურმეებს და გაძარცვეს. ერთი მეურმე მოკლეს. ბოროტმოქმედების ადგილას თბილისის მაზრის კომისარი ახვლედიანი მილიციელებთან ერთად გაემგზავრა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის დეკემბერში, გამგეობის მოხსენების თანახმად, თბილისის ქალაქის საბჭომ იუბილარ ნინო ჩხეიძეს 6 000 მანეთი გადასცა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის დეკემბერში ქართულ კლუბში კლუბის მამასახლისის, დ. გაბაშვილის პროგრამით გაიმართა საოჯახო საღამო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დრამისა და ოპერის საუკეთესო წარმომადგენლებმა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის დეკემბერში კოტე ყიფიანს დაენიშნა ყოველთვიური დახმარება 2000 მანეთის ოდენობით.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის დეკემბერში საქართველოს მისიის წევრი იოსებ ალექსანდრეს ძე გოგოლაშვილი სტამბოლში გაემგზავრა.

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1919 წლის დეკემბერში რევოლვერით თავი დაიჭრა ყოფილმა გზათა მინისტრმა ივანე ლორთქიფანიძემ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის დეკემბერში შინაგან საქმეთა მინისტრის თავმჯდომარეობით გამართულ თათბირზე სვანეთის მდგომარეობის გამოსასწორებლად სტრატეგიის შეიმუშავებაში მონაწილეობა მიიღეს: მინისტრის ამხანაგმა ნიკოლოზ ჭიჭინაძემ, ადმინისტრაციის დირექტორმა ს. გეგელაშვილმა, ზემო სვანეთის კომისარმა ეგნეტე გაბლიანმა, ლანჩხუთის ერობის თავმჯდომარემ მ. მიქიაშვილმა და ლანჩხუთის ერობის გამგეობის წევრმა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 1-ლ დეკემბერს გიორგი კონსტანტინეს ძე მასხარაშვილი ონის ქალ-ვაჟთა გიმნაზიაში მათემატიკისა და ფიზიკური გეოგრაფიის მასწავლებლად მიიწვიეს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 1-ელი დეკემბრისთვის გიორგი კონსტანტინეს ძე მასხარაშვილი ონის ერობაში მსახურობდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის პირველ დეკემბერს გორის სამაზრო ერობას უგზავნიან ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორის 25 ნოემბრის N51-52 შუამდგომლობას. ხელს აწერენ: მთავარგამგე ჭუმბურიძე და საქმისმწარმოებელი ი. ეპიტაშვილი. ქვეშ მიწერილია საქმე N259/18.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ელ დეკემბერს ხაშურის ქალთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე შ. მხეიძემ უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგეს მისწერა, რომ შუამდგომლობდა ქართული ენის მასწავლებლის თანამდებობის აღმასრულებელ ლუბა აბრამიშვილს, რათა უმცროსი კლასების ქართული ენის მასწავლებლად დაემტკიცებინათ. ხელს აწერენ პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე შ. მხეიძე და საქმისმწარმოებელი პავლე ბლუაშვილი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის დეკემბერში ერმილე გაბიანი ლაილაშის უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში გამგის თანამდებობის დროებით აღმსრულებლად დაინიშნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის პირველ დეკემბერს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ მირზიშვილმა უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს მისწერა, რომ 1919 წლის პირველი სექტემბრიდან ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებლად გიორგი ანდრიაძე დაინიშნა. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე ჭიჭინიძე.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 1 დეკემბერს, ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორი, ნიკ.მირზიშვილი, უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს წერს, როგორც ნამსახურებითი სიიდან ჩანს, ანდრიაძეს, ა.წ. 10 ნოემბრიდან დაუმთავრებია ქუთაისის ქართული სააზნაურო რვაკლასიანი გიმნაზია და პეტროგრადის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტად ითვლება. ხელს აწერენ: გიმნაზიის დირექტორი ნიკ.მირზიშვილი და საქმის მწარმოებელი კ.ჭიჭინიძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის პირველ დეკემბერს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ მირზიშვილმა უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს მისწერა, რომ 1918 წლის პირველი თებერვლიდან ოზურგეთის პედაგოგიურმა საბჭომ გიორგი ანდრიაძე ქართული ენისა და სიტყვიერების ისტორიის მასწავლებლად მიიწვია. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე ჭიჭინიძე.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის პირველ დეკემბერს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ მირზიშვილმა უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს მისწერა, რომ 1918 წლის პირველი სექტემბრიდან გიორგი ანდრიაძე ქართული ენისა და სიტყვიერების ისტორიის მასწავლებლად დამტკიცდა. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე ჭიჭინაძე.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 1-ელ დეკემბერს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ მირზიშვილი უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს სთხოვს, აცნობოს, როგორ მიეცემა ჯამაგირი დავით ანდრიაძეს, როგორც შტატის მასწავლებელს (უმაღლეს სწავლადამთავრებულს), თუ როგორც საშუალო სწავლადამთავრებულს. ხელს აწერენ: გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე ჭიჭინაძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის დეკემბერში მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძე და საქმისმწარმოებლის ნაცვალი ეკატერინე გველესიანი სენაკის თვითმმართველობას დასამოწმებლად უგზავნიან ნიკოლოზ აქვსენტის ძე ანჯაფარიძის ფორმულარს.