რეგისტრირებული ფაქტები81336
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 4 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ უფრო და უფრო ჰარმონიულად უყვარდა და, როცა ერთმანეთს შეხვდებოდნენ ძალიან ბედნიერები იქნებოდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ სტოქსი ბევრი გამოწვევის წინაშე იდგა და თავს არ ზოგავდა, რათა ყველაფერი სათანადოდ გაეკეთებინა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 4 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე სოციალისტ-ფედერალისტმა თევდორე ღლონტმა განაცხადა, რომ არ ეთანხმებოდა მენშევიკთა აზრს, დამფუძნებელი კრების ფრაქციის წევრებს ხალხის თანდასწრებით მოეწონებინათ და დაედასტურებინათ კრების მიერ მიღებული კანონები. მას სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით სწორად მიაჩნდა, განსახილველი კანონების გარშემო კამათი ხალხში გადაეტანათ, რადგან ხალხს პოლიტიკური ბრძოლა სურდა და ამის დაუკმაყოფილებლობა პარლამენტარიზმს მოსპობდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 იანვარს, თელავში, საგანგებო კომისიის მიერ კომპოზიტორ ნიკო სულხანიშვილის ნაწარმოებთა გახსნას დაესწრნენ საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმის გამგეობის წევრები: სერგი გორგაძე და იროდიონ სონღულაშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე სოც. დემოკრატ გრიგოლ ურატაძის წინადადებით მუხლობრივად კენჭი უყარეს საპროპაგანდო კომისიის კანონპროექტს, რომელიც მიიღეს მენშევიკების მითითებით. დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს გამოეყო 2 მილიონი მან. პროპაგანდისათვის.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 4 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე სოც. დემოკრატმა გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა, რომ სოც. ფედერალისტ თევდორე ღლონტი წინააღმდეგი იყო დამფუძნებელ კრებაში გარკვეული საზღვრების დაწესებისა და სურდა პოლიტიკური ბრძოლა ხალხში გადაეტანა, რაც ბოლშევიკური და ანარქიული გზა იყო.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 4 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე სოც. რევოლუციონერების წარმომადგენელმა ლეო შენგელაიამ განაცხადა, რომ მინისტრიდან დაწყებული გვარდიელამდე და უბრალო მილიციელამდე დამთავრებული ყველა იყო სოც. დემოკრატთა პროპაგანდისტი და მათთვის სახელმწიფო ხარჯით პროპაგანდისტების დამატება საჭირო აღარ იყო.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 4 თებერვალს ბიქტორ თევზაიამ დამფუძნებელი კრების სხდომაზე მუშა-მოსამსახურეთა უმწეო მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სატარიფო პალატის მიერ დადგენილი ხელფასების 60-პროცენტიანი ზრდა ვერ გაათანასწორებდა მოსამსახურეთა მდგომარეობას და ეს არც იყო საჭირო, რადგან არ ემხრობოდნენ თანასწორობისა და ერთნაირი მდგომარეობის იდეას.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე თავმჯდომარე პავლე დავითის ძე საყვარელიძის წინადადებით მომხსენებელმა ბიქტორ თევზაიამ მუხლობრივად წაიკითხა კანონპროექტი, რომლის ძალითაც სახელმწიფო მოხელეებს 1-ლი თებერვლიდან ემატებოდათ 30-60 პროცენტი ხელფასის ოდენობის მიხედვით (60 % – ვინც იღებდა 1 500 მან., 55 % – 1 800 მან., 50 % – 2 000 მან., 40 % – 2 400 მან., 35 % – 3 000 მან., და 30 % – 3000 მანეთზე მეტს). კანონი ვრცელდებოდა მინისტრებსა და დამფუძნებელი კრების წევრებზეც. სამოქალაქო და საზოგადო მოსამსახურეებს იგივე წესით ემატებოდათ 1-ლი იანვრიდან, რაც გამოიწვევდა დამატებით ხარჯს – 21 847 094 მანეთს. იგივე წესი გავრცელდებოდა გზათა უწყების მუშა-მოსამსახურეებზე, დამატებითი ხარჯი – 80 731 570 მან.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 4 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე სოციალ-დემოკრატმა გრიგოლ ურატაძემ მოწინააღმდეგეებს უპასუხა, რომ საჭიროდ არ მიაჩნდა პროპაგანდის შესახებ კანონპროექტის კვლავ საპროპაგანდო კომისიისთვის გადაცემა შესათანხმებლად, რადგან წინასწარ დარწმუნებული იყო, რომ პროექტის მე-3 მუხლზე ისევ ვერ შეთანხმდებოდნენ.