რეგისტრირებული ფაქტები81320
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 თებერვალს გორის სამაზრო ერობის გამგეობამ დაბალი სკოლების მთავარგამგეს გაუგზავნა 6 ფურცელი მიწერ-მოწერა ივ. სანაყოევისა და გასიევის საქმის შესახებ. ასევე აცნობა განათლების განყოფილების აზრი, რომ საჭირო იყო ივ. სანაყოევი ჯავის რაიონიდან გაერიდებინათ. ხელს აწერენ განათლების განყოფილების გამგე, გამგეობის წევრი დ. მელიქაძე და საქმისმწარმოებელი ფიდედვაძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 თებერვალს განათლების სამინისტროს მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძემ და მდივანმა კირილე მიხეილის ძე არჯევანიძემ ქუთაისის სამაზრო ერობას აცნობეს, რომ 1920 წლის პირველი აპრილიდან ნიკანდრო არველაძე ქუთაისის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად დაამტკიცეს.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 6 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ სტოქსი უმაღლესი დონის ადამიანი იყო და ბედნიერი იქნებოდა, როცა იგი ინგლისიდან დაბრუნდებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ სტოქსი როგორც კი შეძლებდა მაშინვე დაბრუნდებოდა ლონდონიდან ბაქოში, რადგან უამრავი საქმე ჰქონდა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 6 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ სტოქსს ლონდონში ატანდა ამანთს შემდეგი ნივთებით: ნინოს ჯვარი, ყელსაბამი, ძველ სპარსულ მინანქრიან ყუთში მოთავსებული, ძველი ვერცხლის სარძევე – 1830 წელს დამზადებული, მოზრდილი ვერცხლის ქამარი, მომცრო ქამარი, სპარსული მომინანქრებული ბურნუთის ყუთი, ვერცხლის პატარა ყუთით, ასევე ვანიდან. ძველი ვერცხლისგან დამზადებული თანამედროვე პორტისიგარი, საფერფლე და სანთის კოლოფი, რომელიც ერევანში მცხოვრები ვანელი დევნილების ნახელავი იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 6 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ უდიდეს სიყვარულს უგზავნიდა თავის ძვირფას მეუღლეს, ვის მკერდშიც თავისი გული განსასვენებლს ჰპოვებდა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 6 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ შვილებზე – ჯეიმზე, ნინოსა და ენდიზე ფიქრით საზრდოობდა ყოველდღე. იმედოვნებდა მალე შეხვდებოდნენ ერთმანეთს ან თბილისში ან აღდგომას ლონდონში.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 6 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ სტოქსის ლონდონში გამგზავრებამდე ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიახლის შესახებ შეიტყო, რაც დიდი დარტყმა აღმოჩნდა მისთვის. მიუხედავად ამისა, ოპტიმისტურ განწყობას ინარჩუნებდა, თუმცა სიტუაცია ნამდვილად საგანგაშო იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 6 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, სტოქსი პირველი კლასის ბრიტანელი იყო. ძალიან გაუმრთლა ერთად რომ მუშაობდნენ და იმედოვნებდა, ლონდონიდან მალე დაბრუნდებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ სტოქსმა არ იცოდა რამდენ ხანს მოუწევდა ინგლისში დარჩენა. შეხვდებოდა და საჭირო რჩევებსაც მისცემდა იმ შემთხვევისთვის თუ სააღდგომოდ ინგლისში თავად ვერ ჩავიდოდა და მას მოუწევდა თბილისში გამომგზავრება.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 6 თებერვალს თბილისის სახელმწიფო თეატრში სერგო ევლახიშვილის ხელმძღვანელობით იდგმებოდა ოპერა „აბესალომ და ეთერი“.