საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90095

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1919 წლის 1-ელი ივნისის გაზეთ „ერთობის“ მიხედვით, 5 წლის განმავლობაში არაფერი იყო ცნობილი ჯარისკაც ალფესი გოგეშვილის შესახებ, რომელიც მსახურობდა ოსმალეთის ფრონტზე კაბარდინის პოლკში და მონაწილეობდა ყარსის ბრძოლაში.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის ივნისში მილიციამ შეიპყრო ივანე ანდრიას ძე გოგოკაშვილი, რომელიც 30000 მანეთის ღირებულების სახელმწიფო ნივთებს ყიდდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 2 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარეს მიმართა გიორგი ზდანოვიჩის დამ, ოლღა იოსების ასულმა მიქელაძემ, რომ გაეწიათ რაიმე სახის დახმარება მისი ძმის დანატოვარი უძარ-მოძრავი ქონებიდან, რომელიც საზოგადოებას უანდერძა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 3 ივნისს გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ წერდა, რომ თბილისის მილიციის უფროსმა ვლადიმერ ავაკუმის ძე სულაქველიძემ გამოსცა ბრძანება მილიციის მიერ ღამის საათებში ჩხრეკის ჩატარების აკრძალვის შესახებ, გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა. ბრძანების მიხედვით, მოქალაქეთა პრეტენზიების გამოსარიცხად მილიციას სისხლის სამართლის საქმეზე ჩხრეკა მაღალი თანამდებობის პირების თანდასწრებით უნდა ჩაეტარებინა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წელს კაპიტანი ალექსანდრე გოგავა ფოთიდან სამხედრო სამინისტროს გენერალური შტაბის განყოფილებას სწერდა, რომ ქართული სამხედრო გემი „ტარიელი“ 26 მაისს ზღვაში ჩასაშვებად მზად იყო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 3 ივნისს, ღამით, კირპიჩნი ქუჩის შესახვევში მდებარე ზ. რატიშვილის ბინიდან 15 000 მანეთი მოიპარეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 3 ივნისს, დღის სამ საათზე, ალექსანდრეს ქუჩაზე მდებარე ვ. დუდაევის ბინიდან 15 000 მანეთის ღირებულების ნივთები მოიპარეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 3 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრნენ: თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: შ. დედაბრიშვილი, კ. ნინიძე, ვ. წულაძე, თავმჯდომარეობდა დ. კარიჭაშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 3 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე საზოგადოების საჭიროებისთვის ქაღალდის შეძენის საკითხი განიხილეს. ვასილ წულაძე იტალიაში მიემგზავრებოდა ქაღალდის შესაძენად. გამგეობამ ფულის შოვნა თევდორე კიკვაძეს, დავით კარიჭაშვილს და ვარლამ ბურჯანაძეს მიანდო. მთავარმა გამგეობამ ვ. წულაძეს დაავალა, რომ უცხოეთში ქაღალდი იმ პირობით ეშოვნა, რომ მისი გამოსყიდვა შეასაძლებელი ყოფილიყო ბათუმში ან ფოთში, ან იმდენი ეყიდა, რამდენსაც ფული ეყოფოდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 3 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომამ განიხილა საკითხი მე-19 საუკუნის ლიტერატურის ისტორიის შესახებ. გადაწყდა, გიორგი ჯავახიშვილისთვის მიენდოთ მე-19 საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიის შედგენა. გამგეობამ დადგენილება დაამტკიცა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 3 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს წერაქვის სკოლის მასწავლებელ მარიამ ღიბრაძის თხოვნა ივნისისა და ივლისის კუთვნილი ჯამაგირის მიცემის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, მიეცათ ეს თანხა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 3 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გიორგი ჯავახიშვილის თხოვნა წიგნსაცავიდან საჭირო მასალით სარგებლობის შესახებ. გამგეობამ საზოგადო წესით მას ნება დართო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 3 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოსე ჯანაშვილის განცხადება ლექსიკონის გამოცემასთან დაკავშირებით. გამგეობამ დავით კარიჭაშვილს მიანდო გამოცემის პირობებზე მოსე ჯანაშვილთან მოლაპარაკება.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 3 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თ. კიკვაძის წინადადება სკოლების გადაცემის შესახებ. მისი აზრით, სკოლები სექტემბრიდან უსათუოდ უნდა გადაეცეს ერობებს. გამგეობამ დაადგინა, მიენდოს თ. გ. კიკვაძეს, გამგეობის სახელით აღძრას შუამდგომლობა დამფუძნებელი კრების სასკოლო კომისიაში სკოლების ჩაბარების შესახებ.

1919

ტიპი: ღონისძიება

დამფუძნებელი კრების 1919 წლის 3 ივნისის სხდომაზე ივანე ჭავჭანიძისა და ქრისტინე შარაშიძის მოხსენებით მიიღეს კანონპროექტი სახალხო სკოლის მასწავლებლებისთვის 5-წლეულ დამატებათა დაწესების შესახებ. თითოეული დამატება – 400 მან.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წელს კაპიტანი ალექსანდრე გოგავა ფოთიდან სამხედრო სამინისტროს გენერალური შტაბის განყოფილებას სწერდა, რომ ქართული სამხედრო გემი „ტარიელი“ 26 მაისს ზღვაში ჩასაშვებად მზად იყო.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს აბელ მაყაშვილი თბილისის გარნიზონის უფროსი გენერალ-მაიორი იყო.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 4 ივნისს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებული თბილისის გარნიზონის უფროსის, აბელ მაყაშვილის ბრძანებით, ყველა რუსი ოფიცერი ვალდებული იყო მის მიერ რწმუნებულ სამმართველოში გაევლო რეგისტრაცია და აეღო პირადობის მოწმობა; წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მიეცემოდნენ პასუხისგებაში, როგორც საქართველოსადმი მტრული განზრახვით მოქმედნი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს იუსტიციის მინისტრის განკარგულებით ტერენტი გიორგაძე შორაპნის მაზრის მომრიგებელ მოსამართლედ არჩევის გამო ქუთაისის ოლქის სასამართლოს პროკურორის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს საქართველოს რესპუბლიკის დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ჩხეიძემ ინახულა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფან პიშონი და გააცნო მოთხოვნები, რომელთაც საქართველოს დელეგაცია საზავო კონფერენციაზე წარადგენდა. პიშონმა ჩხეიძეს განუცხადა, რომ დაბრკოლება არ არსებობდა და საქართველო ამ მოთხოვნებზე დადებით პასუხს მიიღებდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 4 ივნისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საქართველოს მთავრობის 24 მაისის სხდომაზე განიხილეს კონსტანტინე გიორგის ძე ფოცხვერაშვილის ჰიმნის „დიდება“ ეროვნულ ჰიმნად გამოცხადების საკითხი.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 4 ივნისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სისხლის სამართლის მილიციამ დააპატიმრა მირ ყამუს-ოღლის მკვლელი ბაშირ-ჯალილ-ოღლი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 5 ივნისს თბილისის მილიციის სისხლის სამართლის განყოფილების უფროსი პ. ზ. ფაჩულია მოქალაქეთა საყურადღებოდ აცხადებდა, რომ გადაუდებელი შემთხვევისა და მილიციონერთა უკანონო მოქმედებების დროს შეუძლიათ მიმართონ სამმართველოს, განოვის ქუჩა №12, ბინა № 18. ტელეფონის ნომერი: სამმართველოსი 6-88, ბინის 1-11.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 5 ივნისს ქალაქის გამგეობამ მიიღო თბილისის მილიციის სისხლის სამართლის განყოფილების უფროსის, პ. ზ. ფაჩულიას განცხადება მილიციის რეორგანიზაციის შესახებ.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 5 ივნისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, პ. ზ. ფაჩულიამ სამსახურიდან დაითხოვა მილიციონერი უშიაროვი, რომელსაც მექრთამეობა ბრალდებოდა. ამ საქმეზე მიმდინარეობდა გამოძიება.