რეგისტრირებული ფაქტები88412
სორტირება თარიღი მზარდობით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 18 ოქტომბრის დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომ სამტრედიის ქალაქის გამგეობა ითხოვდა, გადასცემოდა მათ საზოგადოების განკარგულებაში არსებული ადგილობრივი ბიბლიოთეკა და კიოსკი, ვინაიდან ისინი იმჟამად დახურული იყო, მათი არსებობა კი იქაური მაცხოვრებლებისთვის ძალიან სასარგებლო იყო. გამგეობამ მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 18 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ლეონ მელქისედეკის ძე მელიქსედ-ბეგის თხოვნა, მიეცეს მას ნება, რათა საჭიროების მიხედვით შეეძლოს სახლში წაღება საზოგადოების წიგნსაცავიდან ზოგიერთი ხელნაწერის და ნაბეჭდი წიგნებისა სამეცნიერო მუშაობისთვის მოკლე ხნით. გამგეობამ არსებული წესის შესაბამისად მას ხელნაწერებით სარგებლობის ნება დართო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 18 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გიორგი მიხეილის ძე შალიბაშვილის თხოვნა, მიეცეს მას წიგნსაცავიდან კანონმდებლობის წიგნების სარგებლობის ნება სახლში წაღებით. გამგეობამ გადაწყვიტა, მიეცა მისთვის ამის უფლება არსებული წესის შესაბამისად.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 18 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გ. ცხაკაიასაგან წარმოდგენილი „სასწავლო გეოგრაფიული ატლასი“. კომისიამ წარმოდგენილი ატლასი მოიწონა და გადაწყდა მისი გამოცემა, ასევე დაბეჭდვამდე ზოგიერთი სახელის შესწორება, რაც სწორად არ იყო რუკაზე აღნიშნული. გამგეობამ თევდორე კიკვაძეს დაავალა მთავრობასთან მოლაპარაკება გეოგრაფიული ატლასის დაბეჭვდის შესახებ.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 18 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს მაღაზიის გამგის, ივანე ავალიშვილის მოხსენება „დედა ენის“ II ნაწილის დაბეჭდვის შესახებ. გამგეობა პრინციპულად დაეთანხმა ამ საკითხს და განხორციელება პრეზიდიუმს დაავალა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 18 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბორჯომის ბიბლიოთეკის გამგის თხოვნა, ადგილობრივ განყოფილებას სესხად მისცემოდა 3000 მანეთი რუსული ბიბლიოთეკის შესაძენად. გამგეობამ უარი თქვა ამ თხოვნის დაკმაყოფილებაზე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 18 ოქტომბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი გორის განყოფილების საქმეთა ლიკვიდაციის შესახებ. ვ. ბურჯანაძემ წამოაყენა წინადადება: 1. გორის განყოფილების ბიბლიოთეკა-სამკითხველო გადასცემოდა ქალაქის თვითმართველობას. ინვენტარის შემოწმება და სიით ჩაბარება მინდობოდა კირილე ივანეს ძე არველაძეს. 2. განყოფილების მაღაზია დაეკეტათ. მაღაზიის მთელი ქონება, წიგნები, საკანცელარიო ნივთები მიეყიდათ სამაზრო ერობისთვის. სიის შედგენა და შეფასება არველაძეს დაავალეს. გამგეობის ცნობით, ფაქტობრივად მაღაზიას ერობა განაგებდა. გამგეობამ მოხსენება დაადასტურა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 18 ოქტომბრიდან სპირიდონ ბედიაშვილი ფონ ბრენერის კერძო სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ნოემბერშ მთავრობის სხდომაზე მოისმინეს შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის მოხსენება მეტეხის ციხის სტამბის დახურვის შესახებ. გადაწყდა, სტამბა დაეხურათ, ხოლო მისი მოსამსახურეებისთვის, როგორც კანონით იყო გათვალისწინებული, სალიკვიდაციო თანხა მიეცათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 19 ოქტომბერს მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძემ და საქმისმწარმოებელმა ნ. ჩიმაკაძემ დასავლეთ საქართველოს მე-4 რაიონის ინსპექტორს აცნობეს, რომ სჭირდებოდათ ფედოსია ანჯაფარიძის დოკუმენტები.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 19 აგვისტოს მარიამ ბესარიონის ასულ კვინიხიძე-სოკოლოვას განათლების სამინისტრომ სასწავლებლის დამთავრების მოწმობის უგამოცდოდ გაცემაზე უარი უთხრა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 19 ოქტომბერს ყარსის ქალთა სასწავლებლის ყოფილმა ზედამხედველმა ნ. გ. სერგეევამ განათლების სამინისტროს თბილისის პირველი დაწყებითი სკოლის გამგის მ. გ. კონიაშვილისთვის დახმარება სთხოვა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 ოქტომბრის „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სოხუმის თეატრალური სეზონი უნდა გახსნილიყო პოლიო ირეთელის კომედიით „ბედნიერი დღე“.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 ოქტომბერს გამართული ქალაქის საბჭოს სხდომის თავმჯდომარე იყო გრიგოლ გველესიანი.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ გამოქვეყნდა ვერსალის კონფერენციიდან დაბრუნებული ჩრდილოკავკასიელ მთიელთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაიდარ ნაჟმუდტინის ძე ბამატის ინტერვიუ. მან საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სტეფან პიშონის პარლამენტში გამოსვლა განიხილა. მინისტრი პირველად ალაპარაკდა რუსეთისგან დამოუკიდებელ კავკასიის სახელმწიფოებრივ ერთეულებზე და აღიარა საფრანგეთის ინტერესები კავკასიაში.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 20 ოქტომბერს გაზეთ „ვოლნი გორეცთან“ ინტერვიუში ვერსალის საზავო კონფერანციიდან დაბრუნებულმა ჩრდილოკავკასიელ მთიელთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიდარ ნაჟმუდტინის ძე ბამატმა განაცხადა, რომ იცვლებოდა ვითარება, როცა საფრანგეთი აღმოსავლეთ ევროპაში გერმანიის საპირწონედ მხოლოდ რუსეთის ძლიერი სამხედრო სახელმწიფოს შექმნას ემხრობოდა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ გამოქვეყნდა ვერსალის კონფერენციიდან დაბრუნებული ჰაიდარ ბამატის ინტერვიუ, რომლის მიხედვით, საფრანგეთის პარლამენტში სტეფან პიშონის გამოსვლის პასუხად, ადგილობრივ პრესაში დიდი ყურადღება დაეთმო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ არასწორად გაშუქებულ საქართველო-აზერბაიჯან-სომხეთისა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს.
1919
ტიპი: ღონისძიება
გაზეთი „ბუტერბროდების ჟურნალისტებად“ მოიხსენიებს ავტორებს, რომლებიც ჩრდილოკავკასიელთა გმირულ აჯანყებებს ხან ბოლშევიკთა აგიტაციასა და ფულს უკავშირებენ, ხან – მთიელთა მეჯლისის აქტიურობას, ხანაც – ბონჩ-ბრუევიჩის თბილისში ჩამოსვლას.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 20 ოქტომბერს გაზეთ „ვოლნი გორეცში“ კავკასიაში განვითარებულ მოვლენებზე ვრცლად ისაუბრა ვერსალის კონფერენციიდან დაბრუნებულმა მთიელთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა – ჰაიდარ ბამატმა: მიმოიხილა მოკავშირეთა ქვეყნებისა (ინგლისი, საფრანგეთი, იტალია) და ამიერკავკასიის რესპუბლიკების (საქართველო, აზერბაიჯანი) დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხთან და ამერიკის პოზიციასა და რუსეთის თემასაც შეეხო.

