საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89453

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 4 სექტემბერს სომხეთის პარლამენტის სხდომაზე თავმჯდომარე ავეტის აგარონიანი საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენელ გერასიმე თომას ძე მახარაძეს მიესალმა, ისაუბრა ორი ქვეყნის საერთო ინტერესებზე და 1918 წლის სომხეთ-საქართველოს კონფლიქტის გამო მწუხარება გამოხატა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 10 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სომხეთის პარლამენტის 4 სექტემბრის სხდომაზე თავმჯდომარემ ა. აგარონიანმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა თანახმა იყო აღადგინა Status quo და სადაო საკითხები შეთანხმებით გამოერკვია.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 10 სექტემბერს ქართულ კლუბში აზერბაიჯანის მთავრობის თავმჯდომარის, ნასიბ-ბეკ უსუბეკოვის პატივსაცემად გამართულ რაუტს დაესწრნენ აზერბაიჯანის მთავრობის წევრები, აჭარის წარმომადგენლები (მემედ ბეგ აბაშიძე, ჯამალ ბეგ ხიმშიაშვილი) და სხვ. სტუმრებს საქართველოს მთავრობის წევრები და თავმჯდომარე ნოე ჟორდანია შეხვდნენ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 10 სექტემბერს გამართულ დარბაზობაზე დიმიტრი აბხაზი აზერბაიჯანულად მიესალმა იუსუმბეკოვს და აღნიშნა, რომ მან ხელი შეუწყო აჭარის საკითხის კეთილად დაგვირგვინებას. საპასუხოდ მემედ იბრაჰიმის ძე აბაშიძემ და ჯემალ ხიმშიაშვილმა საქართველოს მთავრობასა და საზოგადოებას მზრუნველობის გამო მადლობა გადაუხადეს.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 10 სექტემბერს კავკასიელ მთიელთა სამოკავშირეო მეჯლისისგან ნოტის მიღების ფაქტს ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური შტაბის პოლკოვნიკი ჯეიმს რეი წერილობით ადასტურებდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 10 სექტემბერს მთავარგამგე სერგი დანელიამ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ აბესაძემ ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორს აცნობეს, რომ პირველი სექტემბრიდან მისდამი რწმუნებული სასწავლებლის ისტორიის მასწავლებლად გრიგოლ იასონის ძე ამაღლობელი დაინიშნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 10 სექტემბერს მთავარგამგე სერგი იოსების ძე დანელიამ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ თბილისის თამარ მეფის სახელობის ქალთა საოსტატო სემინარიის გამგეს ილია ბაკურაძის საბუთების გაგზავნა სთხოვეს.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მიწათმოქმედების მინისტრ ნოე ხომერიკის ინიციატივით მეთამბაქოეობის განსავითარებლად და წასახალისებლად წინადადებები მუშავდებოდა.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დადგენილებით, სამი თვით ციხეში ყოფნა მიესაჯათ ყარამან ზვანგაიას, მიხეილ მარღანიას, ომარ ემუხვარს, რაჟდენ კაკუბავას და სპირიდონ ქოლბაიას, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეებს.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო განყოფილებამ ადგილობრივი პრესის საყურადღებოდ გამოაქვეყნა ამერიკის ახლო აღმოსავლეთის დამხმარე კომიტეტის თავმჯდომარის, პოლკოვნიკ უილიამ ჰასკელის წერილი, რომელშიც იგი ადგილობრივ პრესაში მის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების შესახებ იტყობინებოდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ ყუბანის სამხარეო მთავრობის თავმჯდომარეს გენერალ-მაიორ ლუკა ლავრენტის ძე ბიჩს ბოდიში მოუხადა, რათა ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ გამოემშვიდობა და იმედი გამოთქვა, რომ ის ქართველ ერს არ დაივიწყებდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 11 სექტემბერს, 7 საათზე, მალთაყვის ხიდთან ბოროტმოქმედებმა ფოთიდან სუფსაში ეტლით მიმავალი საბა ველევიჩი გაძარცვეს.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 11 სექტემბერს სევერიანე გაბუნიამ (დაბ. 1900 წელს) განათლების სამინისტროს უმაღლესი და საშუალო განათლების მთავარგამგეს მისწერა, რომ ფოთის ვაჟთა გიმნაზია უარს ეუბნებოდა მიღებაზე და შუამდგომლობა სთხოვა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 11 სექტემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს წერილობით შეატყობინა, რომ 10 სექტემბერს გაზეთ „კლდეში“ დაიბეჭდა პოეტი ქალის, დომენიკა ერისთავის სტატია მარჯორი უორდროპზე.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 11 სექტემბერს მეუღლისადმი გაგზავნილ წერილში ოლივერ უორდროპმა აღნიშნა, რომ საქართველო ბრიტანელი სამხედროების უმრავლესობამ დატოვა. რამდენიმე ოფიცერი იყო დარჩენილი და კვირის ბოლომდე ისინიც მიემგზავრებოდნენ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 11 სექტემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ მასპინძლის გამართულ ვახშამს ვერ დაესწრო, რადგან თავს ცუდად გრძნობდა. ექიმმა ვახტანგ ღამბაშიძემ მას რამდენიმე დღით ხმაურიდან გარიდება ურჩია.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 11 სექტემბერს ოლივერ უორდროპი თბილისში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ალექსანდრე ხატისიანს ეწვია.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 11 სექტემბერს ოლივერ უორდროპმა ახალგაზრდა ამერიკელი რობერტ პირპონტ ბლეიკი გაიცნო. ბლეიკი ქართულის შესწავლით იყო დაინტერესებული.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 11 სექტემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ მისმა მასპინძელმა წინა საღამოს ვახშამი გამართა, რომელზეც აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი და საქართველოს პრემიერ-მისისტრი ნოე ჟორდანია თავიანთი კოლეგებით იყვნენ მიწვეულნი. ვახშამს დაახლოებით 40 კაცი დაესწრო.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 12 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ერობების წარმომადგენელთა II ყრილობაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ნოე ბესარიონის ძე რამიშვილმა თვითმმართველობის სახელმწიფო მნიშვნელობაზე ისაუბრა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 12 სექტემბერს აჭარის დელეგაცია წარუდგა საზავო კონფერენციის საგანგებო უმაღლეს კომისარს, პოლკოვნიკ ჰასკელს და ბრიტანეთის პოლიტიკური მისიის თავმჯდომარეს, უორდროპს. დელეგაციას კარგად შეხვდნენ და ხანგრძლივად ისაუბრეს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 12 სექტემბრიდან ალექსი ბარსოვი ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის მასწავლებლად დაინიშნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 12 სექტემბერს ოლივერ უორდროპს ქართველ მუსლიმთა დელეგაცია და ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი ესტუმრნენ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 13 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საზეიმო მიღებაზე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საპარლემენტო ფრაქციის ხელმძღვანელმა გიორგი ბეჟანის ძე გვაზავამ აღნიშნა, რომ მეცნიერების გავლენით თანდათან ირღვევა სარწმუნოებრივი მირაჟი, რომელიც საზოგადოებას ორ ნაწილად ყოფდა.

1919

ტიპი: ავტორობა

განათლების სამინისტროს მთავარგამგემ, გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძემ (საქმისმწარმოებელი კ.აბაშიძე) ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობის თავმჯდომარეს კონსტანტინე ილიას ძე აბაშიძეს 1919 წლის 13 სექტემბერს სასწრაფო დეპეშით აუწყა, რომ მაზრის სკოლების დასაკმაყოფილებლად ონის ხაზინაში 100 ათასი მანეთი გაგზავნეს.