რეგისტრირებული ფაქტები91869
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1852
ტიპი: თანამდებობა
1852 წლის 15 ივნისს დანიელ ახვლედიანი მღვდლად აკურთხეს და მარტვილის ეკლესიაში გაამწესეს.
1861
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ ზოსიმეს ძე ხელაია) 1861 წელს მარტვილში დაიბადა.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 30 მარტის განკარგულებით ამბროსი ხელაია ჭელიშის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა.
1871
ტიპი: ღონისძიება
1871 წელს არქიმანდრიტი დანიელი ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის გულსაკიდი ჯვრით დააჯილდოვეს.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წელს, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ბესარიონ ზოსიმეს ძე ხელაია ბერად აღიკვეცა ამბროსის სახელით.
1819
ტიპი: თანამდებობა
1819 წლის 10 დეკემბერს ჯრუჭის მონასტერში მიტროპოლიტმა დავით წერეთელმა იოსებ ბაქრაძემ ბერად აღკვეცა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ამბროსი ხელაია სოხუმში დანიშნეს მღვდლად, მაგრამ აფხაზეთში რუსული შოვინისტური პოლიტიკისადმი შეურიგებელი ბრძოლის გამო რაჭაში გადაიყვანეს.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 24 ივნისს დანიელ ახვლედიანი საქართველო-იმერეთის სინოდალურმა კანტორამ ჭელიშის მონასტრის წინამძღვრად დანიშნა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ოქტომბერში თბილისის ცენტრალური ტელეგრაფის თანამშრომლებმა სპირიდონოვმა, ოსიპოვისამ, გლაგოლევისამ, ე. დ. ტერ-სტეფანოვისამ და სხვ. ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას ათ-ათი შაური შესწირეს.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წლის 12 ნოემბერს იღუმენი კლიმენტი ჭელიშის მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს სვანეთის ეკლესიაში ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის კლიმენტი ჩიქვანი წმინდა ანას მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1895
ტიპი: თანამდებობა
1895 წელს სვანეთის ეკლესიაში ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის კლიმენტი ჩიქვანი იღუმენად აკურთხეს.
1860
ტიპი: თანამდებობა
1860 წლის 8 მარტს საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის გადაწყვეტილებით ნიკიფორე კანდელაკი მონაზვნად აკურთხეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888-1906 წლებში სვანეთში ყოფნის დროს კლიმენტი ჩიქვანი ლენჯერის სკოლას მატერიალურად დაეხმარა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ოქტომბერში თბილისის ცენტრალური ტელეგრაფის თანამშრომლებმა მ. ი. კობიევისამ, ა. თამარაშვილმა, ბ. ბ. სემიონოვმა, ჩერეპკოვმა, დავიდოვისამ, კ. ს. ღვინიაშვილმა და სხვ. ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას თითო მანეთი შესწირეს.
1871
ტიპი: თანამდებობა
1871-72 წლებში ნიკიფორე კანდელაკი გელათის მონასტრის წინამძღვრის თანამდებობის აღმასრულებელი იყო.
1890
ტიპი: თანამდებობა
1890 წლიდან ჭელიშის მონასტრის წინამძღვრების გარდაცვალების დროს ან ცუდად ყოფნისას ალექსი იესეს ძე კანდელაკი წინამძღვრის მოვალეობას ასრულებდა.

