რეგისტრირებული ფაქტები80971
სორტირება თარიღი მზარდობით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გიორგი ჯავახიშვილის თხოვნა მისთვის ავანსის 30 000 მანეთამდე გაზრდის თაობაზე. იმ დროისთვის მისი წიგნი ჯერ კიდევ არ იყო დაბეჭდილი. ჯავახიშვილის თქმით, ხელნაწერი თვითონ სტამბამ დაუბრუნა, ამიტომ შეჩერდა წიგნის ბეჭდვა. ჯავახიშვილს გარკვეული ხელით გადაწერილი საბოლოო ტექსტის წარდგენა დაევალა, რის შემდეგაც განიხილავდა გამგეობა მის თხოვნას.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე ია კარგარეთელის სახალისო სიმღერების გამოსაცემად რკინიგზის სტამბამ ავანსად 100 000 მანეთი ითხოვა. გამგეობამ სტამბის თხოვნა დააკმაყოფილა.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 25 იანვარს ზაქარია (შაქრო) ვასილის ძე ჯავახიშვილი ფილტვების ანთებით მიხეილის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 იანვარს საქართველოს ტექნიკური საზოგადოების სხდომაზე ინჟინერმა აბრამ ცეიტლინმა ნავთის წარმოების შესახებ მოხსენება გააკეთა. საზოგადოებამ დაადგინა, ნავთის წარმოება სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხად მიეჩნიათ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 იანვარს საქართველოს ტექნიკური საზოგადოების სხდომაზე სამთო სამმართველოს გამგე ივანე ყიფშიძემ წაიკითხა მოხსენება საქართველოში ნავთის წარმოების შექმნის უახლოესი პერსპექტივების შესახებ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 იანვარს, საღამოს არასოციალისტურ პარტიათა კონფერენციის კრებაზე ალექსანდრე ასათიანმა წაიკითხა მოხსენება საქართველოს ეკონომიური ვითარების შესახებ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 იანვარს არასოციალისტური პარტიების კონფერენციაზე გრიგოლ ვეშაპელმა წაიკითხა მოხსენება საქართველოს საგარეო მდგომარეობის შესახებ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 იანვარს, 7 საათზე საქართველოს ტექნიკურ საზოგადოებაში გაიმართებოდა კრება. მოხსენებებს წაიკითხავდნენ: ინჟინერი ა. ცეიტლინი − „საქართველოს ნავთის მრეწველობის ისტორია“, ინჟინერი ი. ყიფშიძე − „უახლოესი პერსპექტივები საქართველოში ნავთის მრეწველობის შექმნისა“ და ასევე „ტყვარჩელის ქვა-ნახშირი და საკონცესიო ხელშეკრულება იტალიელებთან“. დასწრება თავისუფალი იყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 იანვარს არასოციალისტურ პარტიათა კონფერენციის კრებამ (თავმჯდომარე ალექსანდრე შანშიაშვილი) ერთხმად დაადგინა, გაერთიანებული პარტიისთვის ეწოდებინათ „საქართველოს დემოკრატიული პარტია გაერთიანებული ეროვნულ-დემოკრატიული, ეროვნული, რადიკალ-დემოკრატიული გლეხთა პარტია და უპარტიოთა კავშირი“.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 იანვარს გამართული არასოციალისტურ პარტიათა კონფერენციის კრების თავმჯდომარე იყო ალექსანდრე შანშიაშვილი.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 26 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარგალიტა იაკინთეს ასული წერეთელი შალვა წერეთლის და იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 26 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ელენე იაკინთეს ასული წერეთელი შალვა წერეთლის და იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 26 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიშა იაკინთეს ძე წერეთელი შალვა წერეთლის ძმა იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 26 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ტატიანა იაკინთეს ასული წერეთელი შალვა წერეთლის და იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 26 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, პელაგია დავითის ასული წერეთლისა შალვა წერეთლის დედა იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 26 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იაკინთე კონსტანტინეს ძე წერეთელი შალვა წერეთლის მამა იყო.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 26 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სოფ. ბორში (შორაპნის მაზრა) 17 წლის შალვა (შალიკო) იაკინთეს ძე წერეთელი გარდაიცვალა.