საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88489

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქ. თბილისის დროებითმა საგანგებო კომისიამ მიიღო ყოფილი გენერალ-გუბერნატორ შალვა მაღლაკელიძისა და გუბერნიის ბატალიონის კვარტერმეისტერ დავით შენგელაიას ბრალდების საქმე სახელმწიფო ფულის მითვისების თაობაზე.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გენერალ-გუბერნატორ შალვა მაღლაკელიძისა და გუბერნიის ბატალიონის კვარტერმეისტერ დავით შენგელაიას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან წაყენებული ჰქონდათ სამოქალაქო საჩივარი სახელმწიფო ფულის 550 000 მანეთის მითვისების თაობაზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სახელმწიფო ფულის მითვისებაში ბრალდებულ დავით შენგელაიას ფული 142 000 მანეთის ოდენობით სასამართლომ დაატუსაღა რესპუბლიკის ხაზინაში.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სახელმწიფო ფულის მითვისებაში ბრალდებული გენერალ-გუბერნატორი შალვა მაღლაკელიძე და გუბერნიის ბატალიონის კვარტერმეისტერი დავით შენგელაია თავდებით გამოუშვეს ციხიდან.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა მასწავლებელ გერასიმე იმნაიშვილის წერილი საშუალო სასწავლებლების მასწავლებელთა კონფერენციის თავმჯდომარის მიმართ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებულ წერილში მასწავლებელი გერასიმე იმნაიშვილი ითხოვდა მთავრობისგან გაუქმებული დღესასწაულების (ნინოობა, გიორგობა, მცხეთობა, ალავერდობა და სხვა) აღდგენას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებულ წერილში მასწავლებელი გერასიმე იმნაიშვილი ითხოვდა იმ ნაწარმოებთა სწავლებას, რომლებიც ქართველ მეფეებთან იყო დაკავშირებული.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ვალერიან გაფრინდაშვილის რედაქტორობით გამოვიდა ჟურნალი „მეოცნებე ნიამორები“ N 3, რომელშიც დაიბეჭდა გრიგოლ რობაქიძის „ვასაკა“, ტიციან ტაბიძის „ფატმან-ხათუნი“, შალვა ამირაჯიბის „მწვანე კაკადუ“, ვალერიან გაფრინდაშვილის „ზამთრის დაისის გასვენება“ და „შენიშვნები ლირიკაზე“, კოლაუ ნადირაძის „ყალბი ავტობიოგრაფია“, ნიკოლო მიწიშვილის „სამგლოვიარო მარში“, რაჟდენ გვეტაძის „სევდის ფარმანდი“, შალვა კარმელის „ბოდლერის ოფორტი“, სანდრო ცირეკიძის „მოზაიკის ღვთისმშობელი და სათაური პოეზიაში“, სერგო კლდიაშვილის „ევა ტაძარში“, დია ჩიანელის „სევდიანი ფრაგმენტი“, ყდის გაფორმება ეკუთვნოდა ლადო გუდიაშვილს.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქალაქ თბილისის ოლქის სასამართლოს სისხლის სამართლის განყოფილებაში უნდა გაერჩიათ ივანე ბუაჩიძის ბრალდება მისი ცოლის, ასათიანის მოკვლის შესახებ. საქმე მესამედ იყო დანიშნული, რადგან მოწმეთა უმრავლესობა არ გამოცხადდა და გადაიდო სხვა დროისთვის.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 იანვრის გაზეთი „საქართველო“ სტამბულში არსებული სომხურ გაზეთ „ჟოღვორდ ძაინის“ პარიზის კორესპონდენტზე დაყრდნობით იუწყება, რომ საფრანგეთის პრეზიდენტ კლემანსოს და სომხეთის წარმომადგენელ პოღოს ნუბარის დიპლომატიური ურთიერთობების შედეგად, 1919 წლის 22 დეკემბერს შეერთებული სომხეთის დამოუკიდებლობა აღიარეს ზოგიერთი შესწორებით. საფრანგეთი მიიღებდა მანდატს სომხეთზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 11 იანვარს, 10 საათზე სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ლეონიდე წირვას ჩაატარებდა სამხედრო ტაძარში, რუსთაველის ქუჩაზე.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იმავე დღეს ანა (ანაპო) მამუკას ასულ ხუსკივაძეს დაკრძალავდნენ ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ოფიცერ ბაგრატიონ-დავითაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ კორნეტ ჯორჯაძეს იცავდა ნაფიცი ვექილი იასე ბარათაშვილი.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქ. ახალციხეში ოფიცერ ბაგრატიონ-დავითაშვილის მკვლელობაში ბრალი ედებოდა კორნეტ ჯორჯაძეს.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ოფიცერ ბაგრატიონ-დავითაშვილის მკვლელობაში კორნეტ ჯორჯაძეს ბრალს სდებდა ბრალდების ამხანაგი გ. შალიბაშვილი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბაგრატიონ-დავითაშვილი ოფიცერი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ოფიცერ ბაგრატიონ-დავითაშვილის მკვლელობის საქმის განხილვისას სასამართლომ გაამართლა ბრალდებული კორნეტი ჯორჯაძე მის წინააღმდეგ წაყენებულ დანაშაულში და საქმე გადასცა ქ. თბილისის ოლქის სასამართლოს საბრალდებო აქტის შესადგენად სასჯ. დებ. 2. ნაწ. 1454 მუხლის მიხედვით.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ახალციხეში მოკლეს ოფიცერი ბაგრატიონ-დავითაშვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თბილისის დროებით საგანგებო სასამართლოში განიხილეს ქ. ახალციხეში ოფიცერ ბაგრატიონ-დავითაშვილის მკვლელობის საქმე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 იანვარს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა მიიღო ზურაბ მაჩაბლისა და წითლიანიძის (თბილისიდან), ასევე ხიდირბეგიშვილის (სურამიდან) საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის მისალოცი დეპეშები.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 12 იანვარს, ორშაბათს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, მოკავშირეების მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის დე ფაქტო მთავრობების აღიარების აღსანიშნად გამართულ ზეიმზე რომ ყოფილიყო, გაოცდებოდა რაოდენ დიდი ყურადღების ცენტრში იმყოფებოდა მისი პროზაული მეუღლე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 12 იანვარს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მოკავშირეების მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის დე ფაქტო მთავრობების აღიარების აღსანიშნად გამართულ ზეიმზე, მთელი დღე ბედნიერი ხალხის გარემოცვაში იყო. ქუჩაში გასვლისას ხალხმა მხრებზე შეისვა და ველური სიხარულით მიარბენინეს თავის მანქანასთან.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 12 იანვარს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მოკავშირეების მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის დე ფაქტო მთავრობების აღიარების ზეიმს ქუჩაში შეუერთდნენ მუშები – ქალებიც და მამაკაცებიც. თითქმის მთელი მოსახლეობა იყო ქუჩაში გამოსული.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 იანვარს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მოკავშირეების მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის დე ფაქტო მთავრობების აღიარებას თბილისის გარნიზონი, კავალერები და არტილერია ზეიმობდა, მათ ჯერ ოლივერის, შემდეგ კი მთავრობის სახლთან ჩაიარეს, სადაც აივანზე ნოე ჟორდანიასთან ერთად იდგა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 12 იანვარს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მოკავშირეების მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის დე ფაქტო მთავრობების აღიარებას ხალხი ქუჩაში ზეიმობდა და მათ სახლის აივნიდან ესალმებოდა.