რეგისტრირებული ფაქტები80971
სორტირება თარიღი მზარდობით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 27 იანვრის გაზეთ „საქართველო“ იუწყება, რომ ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკის მოხსენების თანახმად, საფრანგეთის მეაბრეშუმეთა საზოგადოების წარმომადგენლებთან საქართველოში მეაბრეშუმეობის განვითარებისთვის დადებული ხელშეკრულების შესახებ მთავრობამ დაადგინა, განსახილველად გადასცემოდა დამფუძნებელ კრებას.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 27 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობამ მოისმინა ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკის მოხსენება ბრიტანეთის საგარეო ვაჭრობის ბანკთან მილიონ ნახევარ გირვანქა სტერლინგის სესხზე დადებული ხელშეკრულების შესახებ. დადგინდა, დამტკიცებულიყო ხელშეკრულება და განსახილველად გადასცემოდა დამფუძნებელ კრებას.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 28 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ეკატერინა ადამის ასული მუათი ჰაენრიხ არჩიბალდის ძე მუათის მეუღლე იყო.
1921
ტიპი: მფლობელობა
1921 წლის 28 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ჰენრიხ არჩიბალდის ძე მუათი ფლობდა სახლს მისამართზე: კალოუბნის (ყოფილი ბარონის) ქუჩა N9.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 28 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ეკატერინა ადამის ასული მუათი უდროოდ გარდაიცვალა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 28 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სოხუმის კომიტეტის თავმჯდომარე ჯოტო შერვაშიძემ კომიტეტს ყოველწლიურად ნახევარი მილიონი მანეთი აღუთქვა სოხუმში პარტიული გაზეთის გამოსაცემად.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 28 იანვარს, 8 საათზე, მიხეილის სახ. საავადმყოფოს დარბაზში დაგეგმილი იყო ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადო კრება. მედიცინის დოქტორი მოსე კალანდარიშვილი წაიკითხავდა მოხსენებას „საზოგადო ქირურგიის ქართული ტერმინოლოგია“.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 28 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, რუსეთ-სპარსეთის ნავთის მომპოვებელთა ამხანაგობამ (რეპენტომ) თავდაცვის ფონდს შესწირა 10 მილიონი მანეთი, ამავე საზოგადოების თავმჯდომარე აკაკი მეთოდეს ძე ხოშტარიამ − ათი მილიონი, გამგეობის წევრებმა: გრიგოლ კონსტანტინეს ალშიბაიამ − ერთი მილიონი, იოსებ იულონის დადიანმა და სიმონ მერაბის ძე კვიტაშვილმა − თითოეულმა ორას ორმოცდაათი ათასი მანეთი.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 28 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნინო ივანეს ასული ბოძიევისა რეზიკო გორდელაძის დეიდა იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 28 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თინათინ გრიგოლის ასული გორდელაძე რეზიკო გორდელაძის და იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 28 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ეკატერინე ივანეს ასული გორდელაძისა რეზიკო გორდელაძის დედა იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 28 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გრიგოლ ყაისარის ძე გორდელაძე რეზიკო გორდელაძის მამა იყო.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 28 იანვარს ვერის წმ. ნიკოლოზის ეკლესიიდან რევაზ გრიგოლის ძე გორდელაძეს გამოასვენებდნენ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 28 იანვარს გზათა სამინისტროში (მინისტრი ნოე ხომერიკი) გაიმართულ თათბირზე ნავთის ამოღების საკითხის დამუშავება სამთო სამმართველოს მიენდო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობამ მოისმინა მოხსენება ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკის მოადგილეთა დანიშვნის შესახებ. დადგინდა, მინისტრის მოადგილე სიმონ ლუკას ძე ავალიანი ერობათა კავშირის მთავარი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის გამო, გათავისუფლებულიყო დაკავებული თანამდებობიდან, ხოლო მოადგილეებად დაენიშნათ: იოსებ ბეჟანის ძე სალაყაია და იოსებ აარონის ძე ელიგულაშვილი.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის იანვარში ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ ინჟინერი ივანე ოტიას ძე დადიანი გარდაიცვალა.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 29 იანვარს ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიაში ივანე ოტიას ძე დადიანის პანაშვიდს გადაიხდიდნენ.