რეგისტრირებული ფაქტები85415
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 მაისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე 1919 წლის ანგარიში დაამტკიცეს და სარევიზიო კომისიას წარუდგინეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 მაისს იპოლიტე ვართაგავა, შიო დედაბრიშვილი, მეთოდე კაკაბაძე, იოსებ გიორგობიანი და სეით იაშვილი დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 მაისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე უნდა განეხილათ სანდრო მაისურაძის სახელობის წიგნსაცავ-სამკითხველოს გამგეობის თხოვნა ბიბლიოთეკისთვის საზოგადოების გამოცემების უფასოდ დათმობისა და თანხით დახმარების შესახებ. გამგეობამ საკითხის განხილვა გადადო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე უნდა განეხილათ ქართველ ქალთა მშრომელი რაზმის რწმუნებულის, ოლღა აგლაძის თხოვნა რაზმის თანამშრომლებისთვის დაარსებული სამკითხველოს წიგნებით დახმარების შესახებ. გამგეობამ საკითხის განხილვა გადადო.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 17 მაისს დიდი ჯიხაიშის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლიდან ქუთაისის სამაზრო ერობის გამგეობას მისწერეს, რომ სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს დადგენილების თანახმად, უმზადებდნენ მასწავლებელ სამსონ ნუცუბიძის სამსახურში დაბრუნების განცხადების ასლს და იმავე პედაგოგიური საბჭოს შუამდგომლობის ოქმს ხსენებული მასწავლებლის სამსახურში დაბრუნების შესახებ. ხელს აწერს სასწავლებლის გამგე ათანასე ზურაბის ძე ლეჟავა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 17 მაისს მასწავლებელმა სამსონ ნუცუბიძემ დიდი ჯიხაიშის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის პედაგოგიურ საბჭოს მისწერა, რომ არანაირ შეიარაღებულ გამოსვლებსა და მთავრობის საწინააღმდეგო აგიტაციებში მონაწილეობა არ მიუღია, რომ უდანაშაულოდ იყო დატუსაღებული, როგორც ბოლშევიკი, რის გამოც, მთავრობის განკარგულების თანახმად სამსახურიდან გაათავისუფლეს. სამსონ ნუცუბიძემ პედაგოგიურ საბჭოს სთხოვა, შესაბამის უწყებასთან ეშუამდგომლათ, რომ სამსახურში დაებრუნებინათ.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 17 მაისის დიდი ჯიხაიშის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმის N12 ასლის მიხედვით, პედაგოგიურმა საბჭომ იმსჯელა მასწავლებელ სამსონ ნუცუბიძის განცხადების შესახებ, რომ აღძრულიყო შუამდგომლობა მთავრობასთან, რათა ხსენებული მასწავლებელი დაებრუნებინათ სამსახურში. ხელს აწერენ პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე ათანასე ზურაბის ძე ლეჟავა და საბჭოს წევრები: ნიკოლოზ სოსელია, გ. ნუცუბიძე, ივანე რუხაძე, ნინო ლეჟავა, სამსონ დევიძე, ვ. დარახველიძე, ბ. ცაგარელი, ალექსანდრა ლეჟავა, მდივანი გერასიმე გაფრინდაშვილი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 17 მაისის დიდი ჯიხაიშის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს სხდომის N12 ოქმის ასლის მიხედვით, პედაგოგიურმა საბჭომ დაადგინა, რომ გორის სამაზრო ერობის გამგეობისთვის ეთხოვათ მთავრობასთან ეშუამდგომლა სამსონ ნუცუბიძისთვის, რათა იგი დაებრუნებინათ სამსახურში. ხელს აწერენ პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე ათანასე ლეჟავა და საბჭოს წევრები: ნიკოლოზ სოსელია, გ. ნუცუბიძე, ივანე რუხაძე, ნინო ლეჟავა, სამსონ დევიძე, ვ. დარახველიძე, ბ. ცაგარელი, ალექსანდრა ლეჟავა, მდივანი გერასიმე გაფრინდაშვილი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 17 მაისის დიდი ჯიხაიშის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს სხდომის N12 ოქმის ასლის მიხედვით, პედაგოგიურმა საბჭომ განაცხადა, რომ მასწავლებელი სამსონ ნუცუბიძე მთავრობის წინააღმდეგ არ იმოქმედებდა. იგი კარგი მასწავლებელი იყო და სასწავლებლისთვის სასარგებლო იქნებოდა თუ დააბრუნებდნენ სამსახურში. ოქმის ასლს ხელს აწერენ პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე ათანასე ლეჟავა და საბჭოს წევრები: ნიკოლოზ სოსელია, გ. ნუცუბიძე, ივანე რუხაძე, ნინო ლეჟავა, სამსონ დევიძე, ვ. დარახველიძე, ბ. ცაგარელი, ალექსანდრა ლეჟავა, მდივანი გერასიმე გაფრინდაშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 მაისის სახალხო განათლების სამინისტროს ცნობით, ქალაქის გამგეობამ მაქსიმე ბერძნიშვილის ბინის რეკვიზიცია მოახდინა, რის გამოც მას რთულ პირობებში უხდებოდა მუშაობა. განათლების სამინისტრო ითხოვდა ბერძნიშვილის ბინის რეკვიზიცია შეწყვეტილიყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 მაისს სენაკის სამაზრო გამგეობამ დაბალ სასწავლებელთა მთავარგამგეს ონტოფოს უმაღლესი დაწყებითი სკოლის გამგის ფეოდოსია ანჯაფარიძის ნამსახურებითი სია და 1917 წლის 16 ნოემბრიდან მისი მასწავლებლად დანიშვნის შესახებ დირექტორის განკარგულება გაუგზავნა. სენაკის სამაზრო გამგეობა პირველი იანვრიდან ანჯაფარიძის ონტოფოს შერეული უმაღლესი დაწყებითი სკოლის გამგედ დამტკიცებას ითხოვდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 მაისს თურქეთის დიდმა ეროვნულმა ასამბლეამ გადაწყვიტა ასამბლეის ბათუმის ოლქის დეპუტატი იმამზადე მეჰმედ ედიბი სამხედრო და სამოქალაქო ორგანიზაციების დაარსების მიზნით ბათუმის ოლქთან ახლოს, ხოფაში, გაეგზავნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის 1920 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით, იმავე წლის 8 სექტემბერს ასამბლეის ბათუმის ოლქის დეპუტატები ფევზი, ნურედინ და აკიფ ბეგები სამხედრო და სამოქალაქო ორგანიზაციების შესაქმნელად ბათუმში ჩამოვიდნენ.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 18 მაისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საღამოს 6 საათზე რკინიგზის საავადმყოფოდან ფრონტზე დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები გამოასვენეს. დაკრძალვას დამფუძნებელი კრების წევრები ესწრებოდნენ. პროცესიას სიტყვით მიმართეს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილემ სიმონ გურგენის ძე მდივანმა და ქალაქ თბილისის თავმა ბენიამინ გრიგოლის ძე ჩხიკვიშვილმა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 18 მაისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ექიმმა მიხეილ ზანდუკელმა „წითელ ჯვარში“ სამსახურს თავი დაანება.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის 19 მაისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სამთო სამმართველოს სინჯების შემმოწმებელმა განყოფილებამ ყალბი სინჯები აღმოაჩინა, რის შესახებაც საგანგებო რაზმს აცნობა. შეიპყრეს ოქრომჭედლები: ბაღდასაროვი და კარაპეტოვი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 20 მაისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ დაიბეჭდა განცხადება: „მე, ნიკო შარამზანის ძე აბრამიშვილი, ს. თიანეთის მცხოვრები, ცალხელი (მარჯვენა დაკარგული მსოფლიო ომში), საყოველთაოდ ვაცხადებ, რომ მსურს მეორე, ჩემი მარცხენა ხელი და სიცოცხლე შევწირო ჩემს ძვირფას სამშობლოს და ვთხოვ სამხედრო სამინისტროს მიმიწვიოს სამსახურში“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 მაისს ოლღა ხოფერიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრებს სენაკის განყოფილების 1919 წლის მოქმედებათა ანგარიში, ხარჯთაღრიცხვა, ქონების აღწერა, წევრთა სია და უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს წლიური ანგარიში წარუდგინა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 მაისს ოლღა ხოფერიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრებს სენაკის განყოფილების წიგნის მაღაზიისა და სახელოსნოს იმ წლის ხარჯთაღრიცხვა წარუდგინა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 22 მაისს თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე, შიო დედაბრიშვილი, იოსებ გიორგობიანი, მეთოდე კაკაბაძე და იპოლიტე ვართაგავა დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.