საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90548

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ეფრემ დავითის ძე სართანიძე ქართული უნივერსიტეტის სტუდენტი და ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს დავით კონსტანტინეს ძე კალანდარიშვილი ბათუმის ქართული გიმნაზიის ინსპექტორი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ბაგრატ გიორგის ძე ჟღენტი გენერალი იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გამოსცა შიო მღვიმელის საყმაწვილო ლექსები.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ბექირ სამი ბეი მოსკოვში თურქეთის მთავრობის პირველი დელეგაციის ხელმძღვანელი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს გიორგი დავითის ძე ფორაქაშვილი როტმისტრი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს არონ შეინმანი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში საბჭოთა რუსეთის ელჩი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს ისლამური საზოგადოება, რომლის წევრიც იყო ხ. ბიბინ-ზადე, მოითხოვდა სახელმწიფო აჭარისტანის შექმნას, ბათუმი კი მისი ნაწილი იქნებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წელს გიორგი ჩიჩერინმა თბილისში არონ შეინმანს მისწერა, რომ რუსეთისთვის მიუღებელი იყო ბათუმის თურქების მიერ დაკავება.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს მიხეილ სოლომონის ძე მაყაშვილი იუნკერი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს კონსტანტინე (კოლია) ნესტორის ძე მერკვილაძე თბილისის ვაჟთა 1-ელი გიმნაზიის მე-8 კლასის მოწაფე იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

2000 წელს გამოცემული წიგნის „სოსო ჯუგაშვილის ამბავი“ ცნობით, არსებობს მოსაზრება, რომ სახლი, რომელშიც ბესარიონ ჯუგაშვილის ოჯახი ცხოვრობდა, 1920 წელს გორის დიდი მიწისძვრის დროს დაინგრა. 30-იან წლებში საქართველოს კომპარტიის ლიდერმა ლავრენტი ბერიამ სრულიად შემთხვევითი ოროთახიანი ნაგებობა სტალინის ბავშვობისდროინდელ სახლ-მუზეუმად გამოაცხადა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წელს ევგენი გეგეჭკორმა სამადლობელი წერილი გაუგზავნა იტალიის წარმომადგენელს ერთა ლიგაში საქართველოსთვის მხარდაჭერის გამო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ვლადიმერ ალექსანდრეს ძე ჭოღოშვილი ექიმი იყო.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის იანვარში გ. კობიძე მექრთამეობისა და ქურდობისთვის იყო დაჭერილი

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლებში გამოქვეყნდა ევგენი გეგეჭკორის პუბლიცისტური წერილი „მცირე შენიშვნები დღევანდელი მდგომარეობის შესახებ“ 1921 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების სარგებელსა და იმ შეცდომებზე, რომლებიც მას მერე დაუშვა ქართველმა ერმა. მისი აზრით, თავისუფლებისათვის ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ქართველი ხალხის ერთობა, და არა ის გარე ფაქტორები, რომლებიც ხელს შეუწყობდა ხალხის ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლიდან გიორგი არჯევანიძე საქართველოს მთავრობის საგანგებო რწმუნებული და ქალაქ ფოთის სამხედრო გარნიზონის უფროსი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1-ლი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ მეშვეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ისიდორე სოფრომის ძე ვარაზაშვილი, თბილისის ქალთა მე-7 წმ. ნინოს გიმნაზიის დირექტორი ალექსანდრე იოსების ძე წერეთელი და მისი ძმა, შტაბს-კაპიტანი ვლადიმერ იოსების ძე წერეთელი, ალექსანდრა, თამარ, ნიკოლოზ, ელენე, ნინო, ნიკუშა და ოლიკო წერეთლები, თალიკო და სოსიკო ვარაზიშვილები იუწყებიან, რომ მათი ბაბუის, დეკანოზ ნიკოლოზ წერეთლის გასვენება იყო რკინიგზის სადგურზე სამშაბათს, 30 დეკემბერს, საღამოს 4 საათზე, ხოლო დაკრძალვა იქნებოდა სოფელ ცხრუკვეთში, პარასკევს, 2 იანვარს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 იანვარს, პარასკევს საქართველოში გაიმართებოდა „მსახიობის დღე“. დღისით ქუჩებში მოეწყობოდა პროცესია, გაიყიდებოდა გაზეთ „მსახიობის დღის“ სპეციალური გამოშვება, გაიმართებოდა სადღესასწაულო სანახაობები. თბილისში წარმოადგენდნენ ა. სუმბათაშვილის სპექტაკლს „ღალატი“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ვასო აბაშიძე, ტასო აბაშიძე, ვერიკო ანჯაფარიძე, ვიქტორ გამყრელიძე, ვალერიან გუნია, იუზა ზარდალიშვილი, ა. მურუსიძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 იანვარს მსახიობის დღესთან დაკავშირებით თბილისში პეტრე უმიკაშვილის სპექტაკლი „სამზადისი“ და ამ დღისთვის სპეციალურად დაწერილი იოსებ ჟივაძის შარჟის წარმოდგენა გაიმართებოდა. წარმოდგენებში მონაწილეობას მიიღებდნენ: ნიკო გოცირიძე, შალვა დადიანი, ალექსანდრა კარგარეთელი, იოსებ ჟივიძე, მიხეილ სარაული, როსტოვცევი, შალვა ღამბაშიძე, კონსტანტინე ყიფიანი, დავით ჩარკვიანი, ელენე ციმაკურიძე, ვეჩე ჯიქია.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 იანვარს მსახიობის დღესთან დაკავშირებით თბილისში ქართული სამუსიკო საზოგადოების საოპერო სტუდია დგამდა დიმიტრი არაყიშვილის ოპერას „თქმულება შოთა რუსთაველზე“, მონაწილეობას მიიღებდნენ სახელმწიფო თეატრის ორკესტრი და ბალეტი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 იანვარს, პარასკევს „მსახიობის დღესთან“ დაკავშირებით თბილისში მუშათა ცენტრალურ კლუბში დაიდგმებოდა იოსებ გედევანიშვილის პიესა „გამცემი“.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 2 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მოუთმენლად ელოდებოდა თბილისში დაბრუნებას, რადგან იმედი ჰქონდა მისი წერილი დახვდებოდა და არ სურდა იმედი გაცრუებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ბათუმში გემბანზე სიღრმისეული ბომბის აფეთქება ანახეს. ასეთ მექანიზმს ხშირად იყენებდნენ წყალქვეშა ნავების გასანადგურებლად.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 2 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ პირად სურვილებსა და მისწრაფებებს თუ გაჰყვებოდა ხომ იცოდა სადაც მიიყვანდა. ყველაფერს ერჩივნა სახლში ჯდომა და მშვიდად ცხოვრება, მაგრამ ეს თვეები საქმისთვის უნდა შეეწირა, როგორც ეს ომის პერიოდში იყო.