რეგისტრირებული ფაქტები89390
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 იანვრის დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომას დაესწრნენ: დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი ოლივერ უორდროპი, საფრანგეთის მისიის წარმომადგენელი ნონანკური, იტალიის წარმომადგენელი გაბბა, საბერძნეთის, პოლონეთის, ფინეთის, ლიტვის, უკრაინის, აზერბაიჯანის და სომხეთის მისიების წარმომადგენლები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 იანვარს საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით გაიმართა დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომა, რომლის თავმჯდომარე იყო ალექსანდრე ლომთათიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართული სამუსიკო საზოგადოება აპირებდა კომპოზიტორ ნიკო სულხანიშვილის თხზულებათა შეკრებას და გამოცემას.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართული სამუსიკო საზოგადოება სთხოვდა ყველა იმ პირთ, ვისაც მოეპოვებოდა განსვენებული კომპოზიტორის, ნიკო (კიკო) სულხანიშვილის საერო თუ ეკლესიური ნაწარმოებები, მიეტანათ საზოგადოებაში მისამართზე: პეტრე დიდის ქუჩა N 8.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 იანვარს, 12 საათზე, სიონის საკათედრო ტაძარში წირვის შემდეგ მისი უწმინდესობა კათალიკოს-პატრიარქი ლეონიდე თბილისის სამღვდელოების მონაწილეობით ლიტანიით გაემართებოდა თავისუფლების მოედანზე, სადაც გადაიხდიდა საზეიმო პარაკლისს საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის გამო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის მისალოცი დეპეშა მიიღო ბათუმის ქართველ მუსულმანთა და ქართველ ქრისტიანთა ეროვნული საბჭოსგან.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მემედ-ბეგ აბაშიძე იყო სამუსულმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის თავმჯდომარე, მეჯლისის თავმჯდომარე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ და ეკატერინე მიქელაძე და ნათესავები იუწყებოდნენ, რომ პოლკოვნიკ ალექსანდრე კონსტანტინეს ძე მიქელაძის პანაშვიდები გაიმართებოდა ყოველ საღამოს, 6 საათზე, ქაშვეთის ეკლესიაში.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ამიერკავკასიის ბანკის გამგეობა, აღმასრულებელი კომიტეტი და მოსამსახურეები იუწყებოდნენ, რომ ამიერკავკასიის ბანკის მოსამსახურე ნიკოლოზ ილიას ძე ჩიჯავაძეს გამოასვენებდნენ 15 იანვარს, 13 საათზე ქაშვეთის ეკლესიიდან და დაკრძალავდნენ კუკიის სასაფლაოზე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 იანვარს საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების გამო ოლივერ უორდროპის მიერ გამართულ წვეულებას ესწრებოდნენ კაპიტანი მამუკა ორბელიანი, საფრანგეთის დიპლომატიური მისიის უფროსი მაიორი ე. დე ნონანკური, იტალიის სამხედრო მისიის უფროსი პოლკოვნიკი გაბბა და სხვები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 იანვარს საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების გამო ოლივერ უორდროპის მიერ გამართულ წვეულებას ესწრებოდნენ თბილისის მოურავი ბენიამინ ჩხიკვიშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო საქმეთა გამგე პოლკოვნიკი მელიქიშვილი, გენერალი ივანე ჯაფარიძე და სხვები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 იანვარს საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების გამო ოლივერ უორდროპის მიერ გამართულ წვეულებას ესწრებოდნენ სამხედრო მინისტრის მოადგილე გენერალი ალექსანდრე ზაქარიაძე, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილეები ექვთიმე თაყაიშვილი და ალექსანდრე მდივანი და სხვები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 იანვარს საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების გამო ოლივერ უორდროპის მიერ გამართულ წვეულებას ესწრებოდნენ ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი კონსტანტინე კანდელაკი, იუსტიციის მინისტრი რაჟდენ არსენიძე, მიწათმოქმედების მინისტრი ნოე ხომერიკი და სხვები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 იანვარს საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების გამო ოლივერ უორდროპის მიერ გამართულ წვეულებას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი, სამხედრო მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე, შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრი ნოე რამიშვილი და სხვები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 იანვარს, 20:00-23:00 საათზე, დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა კომისარმა ოლივერ უორდროპმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების გამო საზეიმო წვეულება გამართა.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქალაქ თბილისში მეოთხე რაიონის კომისარმა და მისმა თანაშემწემ ქურდების დაჯგუფების წევრები: მამადი ჯაფარა მამედ-ოღლი, მირჰუსეინ მირ მამედ-ოღლი, ასამ მამედ-ოღლი, მამედ ალი ალაჰკარ-ოღლი, მამედ მახმუდ-ოღლი, ჰუსეინ აბას-ოღლი, აბას კული ალაჰკერ-ოღლი, აბასა კაფარ-ოღლი, სისაკ ჩაჩიანცი, სოინა ალი-ოღლი და ერვანდ ბაღიროვი დააპატიმრეს და პირველ საგუბერნიო ციხეში მოათავსეს.

