რეგისტრირებული ფაქტები87002
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ღონისძიება
საქართველოს პროფესიულ კავშირთა ცენტრ. საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა 1920 წლის 17 აპრილის სხდომაზე დაამტკიცა მანდატები რუსეთში გასაგზავნი დელეგაციის წევრებისა გლეხებიდან: დას. საქართველოდან – სევ. ხვიჩია, აღმოსავლეთიდან – არჩილ არავიაშვილი.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 17 აპრილს პედაგოგი, მწერალი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ვასილ ილიას ძე რცხილაძე გარდაიცვალა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 აპრილს შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრი ნოე რამიშვილი მიწისძვრისაგან დანგრეულ გორს ეწვია.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 აპრილს ფოთის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგეს სთხოვა დაებრუნებინა გიმნაზიის ყოფილი მასწავლებლის კლავდია კონსტანტინეს ასული ალექსეევას საბუთი (დროებითი მოწმობა N278), რომელიც თავად წარადგინა სამინისტროში 1920 წლის 12 თებერვალს N71-ით. ხელს აწერენ დირექტორი და საქმისმწარმოებელი ა. დობორჯგინიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 აპრილს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ მარტში საზოგადოების შემოსავალი 685 466. 29 მანეთი იყო, გასავალი – 631 676. 40.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 24 მაისს თბილისში უნდა გახსნილიყო ყრილობა სალიტერატურო ქართულის შესამუშავებლად. ყრილობაზე დასასწრებად საზოგადოების გამგეობამ დავით კარიჭაშვილის გაგზავნა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 აპრილს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საქართველოსა და კავკასიის სამეურნეო საზოგადოების საბჭოს შუამდგომლობა ვასილ რცხილაძის ნეშტის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალვის შესახებ. საზოგადოებამ მათი თხოვნა დააკმაყოფილა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე კირილე ნინიძეს განსახილველად გადასცეს გიორგი ზდანოვიჩის ნების აღმსრულებლის, ალექსანდრე დარახველიძის მოხსენება ნაანდერძევი ქონების განაღდების შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 აპრილს თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე, სეით იაშვილი, შიო დედაბრიშვილი, კირილე ნინიძე და მეთოდე კაკაბაძე დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის გამგის, სამსონ ბახტაძის განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ. გამგეობამ ბახტაძეს მაღაზიის გამგედ დარჩენა სთხოვა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ბათუმის განყოფილების გამგეობის მოხსენება, ადგილობრივი ქართული სკოლის გიმნაზიად გადაკეთების შესახებ. გამგეობა ბათუმში ქართული გიმნაზიის არსებობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. სახალხო განათლების დაწყებითი სკოლების დაარსება და უზრუნველყოფა ქალაქის გამგეობის კომპეტენციას შეადგენდა. უმაღლესი დაწყებითი სკოლის გახსნის შესახებ მოხსენებას გამგეობა დაეთანხმა. ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ივლიანე ნესტორის ძე გოგოლაშვილისთვის 1-ლი აპრილიდან ყოველთვიური დახმარების 100-დან 1000 მანეთამდე გაზრდა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 აპრილს თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე, სეით იაშვილი, შიო დედაბრიშვილი, იოსებ გიორგობიანი, ქრისტინე შარაშიძე, კირილე ნინიძე და მეთოდე კაკაბაძე დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 აპრილს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების მოსამსახურეთა თხოვნა ავანსად ერთი თვის ჯამაგირის მიცემის შესახებ. მათ სურდათ, ექვსი თვის განმავლობაში ხელფასიდან ყოველთვიურად ჩამოეჭრათ თანხა ავანსის დასაფარად. გამგეობამ გადაწყვიტა, მათთვის მაისის ხელფასის მხოლოდ ნახევარი მიეცა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1919 წელს 35 წლის დამბლადაცემულ პედაგოგს, ივლიანე ნესტორის ძე გოგოლაშვილს ერთდროულ დახმარებად 3 000 მანეთი გადასცეს, ხოლო ყოველთვიური დახმარება 40-დან 100 მანეთამდე გაუზარდეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 აპრილს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ სხვიტორში აკაკი წერეთლის ნაანდერძევი სახლი და ვენახი გადაეცათ შორაპნის სამაზრო ერობისთვისვიმ პირობით, თუ იქ ქალთა პროფესიულ სკოლას გახსნიდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ალექსანდრე დარახველიძეს გიორგი ზდანოვიჩის ნაანდერძევი უძრავ-მოძრავი ქონების განაღდების შესახებ დასაბუთებული ანგარიშის წარდგენა სთხოვა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 აპრილს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბათუმის განყოფილების გამგეობის მოხსენება ადგილობრივი ქართული სკოლის გიმნაზიად გადაკეთების შესახებ. მთავარი გამგეობა დასთანხმდა მათ წინადადებას.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სეით იაშვილის განცხადება მის მიერ შედგენილი „ბოტანიკის“ დაბეჭდვის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, წიგნი სამინისტროს მოწონებისთანავე დაიბეჭდებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 27 აპრილს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე მოისმინეს სამსონ ფირცხალავას წინადადება, რომელიც გულისხმობდა დეპუტატების მიერ საქართველოს დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრივობის დაცვას. გარდა ამისა, მისივე აზრით, დეპუტატებს ხალხში უნდა განემტკიცებინათ კანონის უზენაესობის შეგნება.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 27 აპრილს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა ალექსანდრე ლომთათიძე. ესწრებოდნენ: ალექსანდრე მდივანი, ილია ბადრიძე, ივანე გომართელი, გრიგოლ ურატაძე, ივანე გობეჩია, სპირიდონ კედია, სამსონ დადიანი, გიორგი გაგლოევი. მდივანი – კონსტანტინე ჯაფარიძე.

