რეგისტრირებული ფაქტები88531
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნიკო ალექსის ძე კუცია იყო მოხალისე ჯარისკაცი.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ლუბა ალექსის ასული კუცია იყო მოხალისე ჯარისკაცის, ნიკო კუციას და.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ ოჯახი იუწყებოდა, რომ 8 თებერვალს გაიმართებოდა მოხალისეთა ჯარის შეტაკების დროს მოკლული ნიკო ალექსის ძე კუციას წლის წირვა და პანაშვიდი ქ. ფოთში, ტაძრის ეკლესიაში.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გორის მაზრის სოფელ ატოცის მცხოვრებნი შუამდგომლობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილთან, რათა ერთდროული გადასახადის, 41,891 მ. 35 კაპ. შემოტანის ვადა გაგრძელებულიყო აგვისტოს ბოლომდე, არგუმენტად მოჰყავდათ ხსენებული სოფლის მიერ ორკლასიანი სკოლის აშენება, რომელიც ამ გადასახადზე მეტი დაუჯდათ. ისინი მზად იყვნენ გადაეხადათ 10 000 მან. სანიტარული გადასახადი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თხოვნა გადაუგზავნა ფინანსთა სამინისტროს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გაზეთ „აზერბაიჯანის“ კორესპონდენტი ესაუბრა ბაქოს გენერალ-გუბერნატორ მურად გირა ტლეხასს მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის შესახებ.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კალისტრატე, ბიქტორ, ლევან, ვარლამ, მინა, მიხეილ, შალვა და ნესტორ გიორგის ძე ბერიძეები ძმები იყვნენ.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნესტორ გიორგის ძე ბერიძე იყო სავაჭრო-სამრეწველო საკომისიო სახლის დამაარსებელი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბაქოს გუბერნატორმა მურად გირა ტლეხასმა მუშათა მდგომარეობისა და განწყობის გასაცნობად ქარხნები დაათვალიერა, სადაც მათ პირობებსა და მოთხოვნებს გაეცნო.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 6 თებერვალს ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ სიმონ ლუკას ძე გაბრიჭიძე გარდაიცვალა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს წიგნების აკინძვის საკითხი. თედო კიკვაძის მოხსენების მიხედვით, წიგნების მკინძავი ვერ ასრულებდა მოვალეობას. გამოცემების დროზე ჩასაბარებლად გამგეობამ მკინძავ ვასილ ყიფიანს მოსამსახურეებისთვის მოვალეობების გაზრდა შესთავაზა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიასთვის გაგზავნილ მოხსენებაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება მთავრობისთვის მოთხოვნილი ვალის საგარანტიოდ ასახელებდა საზოგადოების მფლობელობაში არსებულ მიწებსა და შენობა-ნაგებობებს, ასევე მის საკუთრებაში არსებულ ქართველ მწერალთა ნაწარმოებებს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ საზოგადოების მაღაზიაში წიგნებისა და სხვა ნივთების შეკვეთებს დროულად ვერ ასრულებდნენ და გამყიდველი ჩეკებს არ ამოწმებდა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იოსებ იულონის ძე დადიანი ელენე იულონის ასულ დადიანი-წულუკიძის ძმა იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვარლამ ბურჯანაძის მოხსენება კანცელარიის მეორე მსახურის მოწვევის შესახებ, რომელსაც საწყობის გამგის განკარგულების აღსრულებაც დაევალებოდა. გამგეობამ მსახურის მიწვევა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გადაწყვიტა, დავით კლდიაშვილისთვის 30 წლის სამწერლო მოღვაწეობის იუბილეს აღსანიშნავად 2 000 მანეთი ეჩუქებინა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქართველ მწერალთა კავშირის წინადადება სახელმწიფო თეატრში დავით კლდიაშვილის 30 წლის სამწერლო მოღვაწეობის იუბილეზე საზოგადოების მონაწილეობის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ მაღაზიის მდგომარეობის გამოსასწორებლად საჭირო იყო საწყობის მაღაზიისგან გამოყოფა და ნარდად ვაჭრობის ცალკე წარმოება. ამისთვის უნდა აეჩიათ კომისია, რომელსაც დაევალებოდა ინსტრუქციის შედგენა. გამგეობამ ნარდად ვაჭრობის შესახებ ინსტრუქციის შედგენა პრეზიდიუმს დაავალა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვარლამ ბურჯანაძის მოხსენება მაღაზიის საქმეების მოწესრიგების შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, მაღაზიის ჩეკების შემოწმება დროებით ვასილ ედილაშვილისთვის დაევალებინათ და მისთვის დღიურად 5 თუმანი დაენიშნათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს პეტრე სურგულაძის განცხადება დროის უქონლობის გამო ოლღა ჭავჭავაძის მეთვალყურეობაზე უარის თქმის შესახებ.

