რეგისტრირებული ფაქტები90532
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 31 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის პასუხისმგებელი ნოქრის, ვასილ ჩიტოს ძე გადილიას განცხადება წიგნთა საწყობის საქმეების მოწესრიგების შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 31 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს იპოლიტე ვართაგავას განცხადება 1-ლი თებერვლიდან საწყობის გამგის თანამდებობის დატოვების შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, საწყობის გამგედ მიეწვია ლავრენტი სანაძე და მისთვის ხელფასი 5 000 მანეთი დაენიშნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 31 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მსახურ ალექსანდრე გძელიძის თხოვნა ავანსად ერთი თვის ჯამაგირის მიცემის შესახებ. გამგეობამ გადაწვიტა, მისთვის სესხად მიეცა 600 მანეთი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 31 იანვარს თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე, ნინო ნაკაშიძე, შიო დედაბრიშვილი, იოსებ გიორგობიანი, კირილე ნინიძე და მეთოდე კაკაბაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 31 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ხაშურის განყოფილების მდგომარეობის საკითხი. გამგეობამ ვასილ ზაქარეიშვილს დაავალა, ქალაქის გამგეობას ბიბლიოთეკის თავის გამგებლობაში მიღების შესახებ მოლაპარაკებოდა. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მას უნდა შეედგინა ბიბლიოთეკის ქონების სია და საზოგადოების მთავარი გამგეობისთვის გადაეგზავნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 31 იანვარს თბილისის სახელმწიფო თეატრში სერგო ევლახიშვილის ხელმძღვანელობით იდგმებოდა ოპერა „სამეფო სარძლო“.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, პ. ფ. პალატნიკოვი იყო ბუღალტერიის კურსების ხელმძღვანელი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, რიო-დე-ჟანეიროში მცხოვრებმა სომხებმა დეპეშით მიმართეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ ლოიდ-ჯორჯს და სთხოვეს, სომხეთის განთავისუფლებისთვის ხელი შეეწყო („ტაიმსი“).
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქ. თბილისის სასკოლო კომისიამ ალექსანდრე ჟორჟოლიანი დანიშნა თავის რწმუნებულად ვაჟთა N4 გიმნაზიის პედაგოგიურ საბჭოში.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქ. თბილისის სასკოლო კომისიამ ანა სოლოღაშვილისა ქალთა N1 გიმნაზიის სამეურნეო ნაწილში თავის რწმუნებულად დანიშნა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ დაიბეჭდა სამხედრო მინისტრ გრიგოლ ლორთქიფანიძის 1920 წლის 27 იანვრის ბრძანება სამხედრო საქმეთა უწყების მიმართ, რომლის მიხედვითაც რესპუბლიკის საზღვრებში იმ პირთ, რომლებიც არ იმყოფებოდნენ რესპუბლიკის არმიის საშტატო თანამდებობებზე, ეკრძალებოდათ სამხედრო ფორმის ტარება, ხოლო არმიაში მომსახურეებს ევალებოდათ დაწესებული ფორმის და მოწმობების ტარება.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, „მუსავათმა“ მთავრობიდან გამოიწვია აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრი მამედ ჰასან გაჯინსკი, რასაც შიდა პოლიტიკის შეცვლა მოჰყვებოდა, მოსალოდნელი იყო მთავრობიდან სოციალისტების გასვლა და მინისტრთა კაბინეტის კრიზისი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 31 იანვარს, 21 საათზე, ქართულ კლუბში, საოჯახო საღამოზე, რუსული დრამის თეატრი „ტარტო“ წარმოადგენდა ორმოქმედებიან კომედიას „საბრალო ფედია“ და დიდ კონცერტს, რომელშიც მონაწილეობდნენ ალეშკო, ზელიონაია, იანსი, პოლიაევი და როგაჩევსკი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, „ისკრა“ იუწყებოდა, აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ (მინისტრი მამედ ჰასან გაჯინსკი) რომ ხელმეორედ მიიღო ნოტა საბჭოთა მთავრობისგან დენიკინის წინააღმდეგ სამხედრო კავშირის დადების შესახებ, სიმართლეს არ შეეფერებოდა, რადგან საბჭოთა რუსეთი სცნობდა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობას. მთავრობის პასუხი ჩიჩერინის ნოტაზე დამოკიდებული იყო პოლიტიკურ და საერთაშორისო პირობებზე.

