რეგისტრირებული ფაქტები89996
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 სექტემბრის „ერთობის“ ცნობით ნიკო ტრაპაიძემ შუა სურების სამკითხველოს წლის ბოლომდე გამოუწერა ჟურნალი „სოფლის მუშა“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 სექტემბრის „ერთობა“ იტყობინება, რომ ს. ავალიანი მიწათმოქმედების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ მალანიასა და სახელმწიფო კონტროლის წარმომადგენელთან ერთად რკინიგზელთა სასურსათო ორგანიზაციის მდგომარეობის გასაცნობად მიემგზავრებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 სექტემბრის თელავის ვაჟთა გიმნაზიის სამეურნეო კომიტეტის დადგენილების ოქმში წერია, რომ სამინისტროსთან უნდა აღიძრას შუამდგომლობა, რათა ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვს გიმნაზიის სპეციალური თანხიდან ერთდროული დახმარების სახით მიეცეს 4000 მანეთი. კომიტეტის დადგენილების დედანთან სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს დირექტორი ნ. გოგიტიძე, დედანს შეადარა საქმისმწარმოებელმა ვალერი კიკნაძემ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 სექტემბრის თელავის ვაჟთა გიმნაზიის სამეურნეო კომიტეტის დადგენილების ოქმის მიხედვით, ყოფილი მასწავლებელი ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვი ოჯახური მდგომარეობის გამო იძულებული გახდა თბილისში გადასულიყო. იგი იქ მატერიალურ გასაჭირში აღმოჩნდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 სექტემბრის თელავის ვაჟთა გიმნაზიის სამეურნეო კომიტეტის დადგენილება დედანს ვალერი კიკნაძემ შეადარა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 სექტემბრის თელავის ვაჟთა გიმნაზიის სამეურნეო კომიტეტის დადგენილების ოქმის მიხედვით, კომიტეტის წევრებმა იმსჯელეს რა სახის დახმარება სჭირდებოდა ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 8 სექტემბრის თელავის ვაჟთა გიმნაზიის სამეურნეო კომიტეტის დადგენილების ოქმის მიხედვით, ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვი პირნათლად ასრულებდა მასწავლებლის მოვალეობას თელავის ვაჟთა გიმნაზიაში.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ლეონიდე სამსონის ძე ასათიანი ნინა ოტიას ასულ აბდუშელიშვილის ძმა იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ვლადიმერ სამსონის ძე ასათიანი ნინა ოტიას ასულ აბდუშელიშვილის ძმა იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, მარიამ ნიკოლოზის ასული ასათიანი ნინა ოტიას ასულ აბდუშელიშვილის დედა იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი სამსონ მალაქიას ძე ასათიანი ნინა ოტიას ასულ აბდუშელიშვილის მამინაცვალი იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ელენე სამსონის ასული ასათიანი ნინა ოტიას ასულ აბდუშელიშვილის და იყო.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თბილისში ნინა ოტიას ასული აბდუშელიშვილისა გარდაიცვალა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ილიკო ივლიანეს ძე მამულაიშვილი ელიუსა დიმიტრის ასული მამულაიშვილის მეუღლე იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ილიკო ივლიანეს ძე მამულაიშვილი მარიამ (მანია) აბესალომის ასულ მამინაიშვილის სიძე იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ელიუსა დიმიტრის ასული მამულაიშვილი მარიამ (მანია) აბესალომის ასულ მამინაიშვილის ქალიშვილი იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, მარიამ (მანია) აბესალომის ასული მამინაიშვილი ანტონ იესეს ძე მამინაიშვილის მეუღლე იყო.
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, მარიამ (მანია) აბესალომის ასული მამინაიშვილი და ანტონ იესეს ძე მამინაიშვილი ფლობდნენ საკუთარ სახლს მისამართზე − პეტრე დიდის ქ. N25.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარიამ (მანია) აბესალომის ასულ მამინაიშვილის პანაშვიდი გაიმართებოდა საკუთარ სახლში, პეტრე დიდი ქუჩა N25.

