საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89996

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 12 სექტემბრის „ერთობაში“ ინჟინერ მამაცაშვილის მიერ გზათა სამინისტროსადმი წარდგენილი მოხსენება გამოქვეყნდა. იგი ნავსადგურებში წარმოებულ მუშაობას ხელმძღვანელობდა და მიაჩნდა, რომ რიონზე, ჭოროხზე, ციასა და ხოფზე ნაოსნობა უნდა აღედგინათ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 12 სექტემბრის „ერთობაში" თბილისის მეოთხე ვაჟთა გიმნაზიის ტრაგიკულად გარდაცვლილი დირექტორის მიხეილ ყარმანის ძე ზაალიშვილის ნეკროლოგი დაიბეჭდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ ევროპის სოციალური დელეგაციის შესახვედრად მთავრობის წარმომადგენლად ბათუმში გაემგზავრება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კონსტანტინე საბახტარაშვილი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 12 სექტემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა წერილი „გენერალი კვინიტაძე“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 12 სექტემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა რაჟდენ გვეტაძის ლექსი „მწუხარება თბილისით“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 12 სექტემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა გრიგოლ რობაქიძის წერილი „მარუთა შუამდინარელს“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 12 სექტემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა პლატონ საყვარელიძის წერილი „კოტე ბუაჩიძის წერილის გამო“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 სექტემბერს ბათუმის ქალაქისთავი გიორგი ანჯაფარიძე, პროფესიულ კავშირთა სეკრეტარიატის თავმჯდომარე აიოლო და მისი მოადგილე ნაკაშიძე ევროპიდან ჩამოსული დელეგაციის დასახვედრად გამართულ სხდომას ესწრებოდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრები: დავით კარიჭაშვილი, თევდორე კიკვაძე, შიო არაგვისპირელი, ვარლამ ბურჯანაძე, სეით იაშვილი, კირილე ნინიძე, ნინო ნაკაშიძე, ქრისტინე შარაშიძე, ვასილ წულაძე, იპოლიტე ვართაგვა, მიხეილ კაკაბაძე, იოსებ გიორგობიანი და არჩილ ჯაჯანაშვილი ქალაქ თბილისის მესამე უბნის მომრიგებელ მოსამართლეს, მ. ჩხეიძეს, გაჭირვებაში მყოფ ოლღა ჭავჭავაძეზე მზრუნველობის ოფიციალურად გადაცემას სთხოვენ.

პირები
წყარო

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 სექტემბერს საქართველოში რუსეთის ფედერაციის სრულუფლებიანმა რწმუნებულმა სერგეი კიროვმა ევგენი გეგეჭკორს გაუგზავნა ნოტა საქართველოს მუშათა დელეგაციის რუსეთის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვის შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 სექტემბრის „ერთობაში“ დაიბეჭდა გ. ქუჩიშვილის უსათაურო ლექსი („კოხტა გოგო წყალზე მიდის“...).

1920

ტიპი: ორგანიზაცია

1920 წლის 14 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ ქართულ-ფრანგული სავაჭრო პალატის საბჭომ დაადგინა, პალატის საპატიო წევრად აირჩიოს ამიერკავკასიაში მყოფი საფრანგეთის ყოფილი უმაღლესი კომისარი გრაფი დე-მარტელი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 სექტემბრის „ერთობაში“ დაიბეჭდა სამხედრო მინისტრ გრიგოლ ლორთქიფანიძის განცხადება, რომ ის ჯარისკაცები, რომელთაც 26 აგვისტოდან საგანგებო სამხედრო სასამართლოების მიერ სხვადასხვა ვადით კატორღა ჰქონდათ მისჯილი და, რომლებიც ფრონტზე გაიგზავნენ, სასჯელისგან პირობით განთავისუფლდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 სექტემბრის „ერთობაში“ დაიბეჭდა რესპ. შეიარაღებულ ძალთა მთავარსარდლის, გენერალ კვინიტაძის ბრძანება. ტოვებს რა მთავარსარდლის პოსტს, იგი აღნიშნავს მეომრების გმირულ სამსახურს სამშობლოსადმი, იხსენებს წითელ ხიდთან ბრძოლას და სხვ., და მადლობას უხდის ჯარსა და სახალხო გვარდიას დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 სექტემბერს თბილისში დაბრუნდნენ დამფუძნებელი კრების წევრები – პ. წულაია და ერ. კალაძე, რომლებიც გზათა კომისრის დავალებით ოსეთის სამხედრო გზის და საქართველოს სამხედრო გზატკეცილების დასათვალიერებლად იყვნენ გაგზავნილები. მათ დანარჩენი გზებიც უნდა დაათვალიერონ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 სექტემბრის „ერთობა“ მთავრობის დადგენილების შესახებ იუწყებოდა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში სამხედრო წესები გამოეცხადებინათ. გენერალ-გუბერნატორად ვლადიმერ სულაქველიძე დაინიშნა. მთავარსარდალმა ცალკე კომენდანტად კი გენერალი მიქაშავიძე აირჩია.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 სექტემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ნიკო კეცხოველის წერილი „ბარათი თუშეთზე“.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 14 სექტემბერს თამარ ლევანის ასულ ჩიქოვანის ორმოცი დღის წირვა და პანაშვიდი გაიმართებოდა ქუთაისში, საფიჩხიის ეკლესიაში.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 სექტემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა დავით კასრაძის წერილი „ემილ ვანდერველდე“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 სექტემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სამსონ ასათიანის წერილი „სიძვირე, ღირებულებათა ქცეულ ნივთების სიმცირე“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 სექტემბრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „ავი ზნე“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 სექტემბერს თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ნ. გოგიტიძემ განათლების სამინისტროს ნებართვა სთხოვა ყოფილი მასწავლებლისთვის, ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვისთვის სამეურნეო კომიტეტის დადგენილების თანახმად, გიმნაზიის სპეციალური თანხიდან ერთჯერადი დახმარების სახით 4000 მანეთი გამოეწერა. მან სამინისტროს სამეურნეო კომიტეტის დადგენილების ამონაწერიც გაუგზავნა. ხელს აწერენ დირექტორი ნ. გოგიტიძე და საქმისმწარმოებელი ვალერი კიკნაძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 სექტემბერს ქალაქ თბილისის მესამე უბნის მომრიგებელი მოსამართლის მ. ჩხეიძის განკარგულებით, ნაცვლად რუსუდან დიმიტრის ასული მელიქიშვილისა, ოლღა ჭავჭავაძის მეურვეებად დაინიშნენ: დავით კარიჭაშვილი, თევდორე კიკვაძე, შიო არაგვისპირელი, ვარლამ ბურჯანაძე, სეით იაშვილი, კირილე ნინიძე, ნინო ნაკაშიძე, ქრისტინე შარაშიძე, ვასილ წულაძე, იპოლიტე ვართაგვა, მიხეილ კაკაბაძე, იოსებ გიორგობიანი და არჩილ ჯაჯანაშვილი.

პირები
წყარო

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 17 სექტემბრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „კომუნისტური რუსეთი და საქართველო“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 სექტემბერს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თბილისის I უმაღლეს-დაწყებითი სკოლის პედაგოგიური საბჭოს თხოვნა ღარიბი მოსწავლეებისთვის წიგნების შეღავათიან ფასში მისაცემად 50 000 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ კრედიტის ორი კვირის ვადით მიცემა გადაწყვიტა.