რეგისტრირებული ფაქტები82260
სორტირება თარიღი მზარდობით
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის გაზაფხულზე დაიწყო სტუდენტთა სამხედრო ლაშქრობა, რომლის მიზანიც მათთვის ბრძოლის საშუალებების გაცნობა და იმ ცოდნის პრაქტიკული გამოყენება იყო, რომელიც ზამთრის განმავლობაში შეიძინეს. ლაშქრობას ამიერკავკასიის ქვეითი სკოლის უფროსთა შემადგენლობა ხელმძღვანელობდა: კლემენტიევი, ბოგდანოვი, გედევანიშვილი, სერიოდკინი, ხაბუკოვი, სოკოლოვსკი.
1928
ტიპი: თანამდებობა
1928 წელს წყალთა სამმართველოს უფროსი ბესარიონ გოგია წყალდიდობასთან მებრძოლი საგანგებო სამეულის წევრად დაინიშნა.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის გაზაფხულზე მარიამ ორახელაშვილის თავმჯდომარეობით ხევსურეთში ახალი სკოლებისა და სამკურნალოების ასაგებად მთავრობის მიერ დაარსებულმა კომისიამ მოიწვია სპეციალური სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ: ალექსი ყამარაული, სუჯიაშვილი, ივანე ფრანგულიანი, გ. თედორაძე და ს. ფანცხავა. ორახელაშვილმა წაიკითხა მოხსენება სკოლებისა და სამკურნლო დაწესებულებების გახსნის შესახებ. ა. კალაშნიკოვს პროექტის მომზადება და ტექნიკური ზედამხედველობა დაევალა.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის გაზაფხულზე აკადემიკოსი ნიკო მარი ეწვია ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს, ფილიპე მახარაძეს, მერე მოხსნება წაიკითხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მისი მსმენელები იყვნენ: სარგის კაკაბაძე, მარიამ ორახელაშვილი, შალვა ნუცუბიძე, ვუკოლ ბერიძე და ალექსანდრე მაჭავარიანი.
1928
ტიპი: თანამდებობა
1928 წელს ალექსანდრე ყამარაული ამიერკავკასიის ფოსტა-ტელეგრაფის კომისრის მოადგილედ მუშაობდა.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წელს დავით შარაშიძემ დედას, ნინო ქიქოძეს საფრანგეთიდან საქართველოში გაუგზავნა ფრანგული წიგნის წინასიტყვაობის თარგმანი ევროპელი კოლონისტების ამერიკაში ჩასვლის ამბების შესახებ და ჰითხა, ეს წიგნი თუ გამოდგებოდა გოგი და ბიბი ქარცივაძეებისთვის და ნუცა და ქეთევან შარაშიძეებისთვის.
1928
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1928 წელს სიმონ ალექსანდრეს ძე ჩიხლაძე ფრაქციული მუშაობის გამო პარტიიდან გაგდებულთა სიაში ირიცხებოდა. ასევე გადიოდა “83“-ის საქმეში, სადაც დახასიათებული იყო, როგორც პარტიის ერთგული.
1928
ტიპი: თანამდებობა
1928-1933 წლებში ვიქტორ გაბესკირია იყო გაზეთ „წითელარმიელის” ლიტერატურული განყოფილების გამგე თბილისში.
1928
ტიპი: თანამდებობა
1928-1931 წლებში მიხეილ მრევლიშვილი იყო „მოსკულტპრომის“ სტატისტიკოს-ეკონომისტი.
1928
ტიპი: თანამდებობა
1928-1930 წლებში კალე ბობოხიძე იყო თბილისის სამრეწველო ტექნიკუმის ქართული ენის მასწავლებელი.
1928
ტიპი: თანამდებობა
1928-1930 წლებში ბესარიონ ჟღენტი იყო პასუხისმგებელი მდივანი განსახკომის რეპერტკომში.
1928
ტიპი: თანამდებობა
1928 წლიდან პეტრე ბახტურიძე იყო ლიტერატურულ ჟურნალ „წითელი არმიის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი, შემდეგ კი – გაზეთ „საბჭოთა მწერლის“ რედაქტორი.