რეგისტრირებული ფაქტები85194
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს მიწათმოქმედების მინისტრის რწმუნებულმა მედვედევმა საფილოქსერო ექსპერტის თანაშემწის თანამდებობაზე იაკობ ფანცხავა არ დაამტკიცა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს, საფილოქსერო კომიტეტის დატოვების შემდეგ, იაკობ ფანცხავა თბილისში დარჩა და სამსახურის ძებნა დაიწყო.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის სექტემბერში, ფინანსთა მინისტრის განკარგულების თანახმად, იაკობ ფანცხავას ბანკის მეორე ხარისხის ბუღალტრის თანამდებობა შესთავაზეს ქალაქ პერმში.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს იაკობ ფანცხავა თბილისის სახბანკის კანტორაში დადიოდა და საბანკო ოპერაციებს ეცნობოდა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის სექტემბერში იაკობ ფანცხავამ უარი თქვა ფინანსთა მინისტრის, სერგეი ვიტეს შემოთავაზებაზე, გადასულიყო ქალაქ პერმში იქაური ბანკის მეორე ხარისხის ბუღალტრის თანამდებობაზე.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის იანვარში იაკობ ფანცხავამ თავისივე თხოვნის საფუძველზე მიიღო განკარგულება ქალაქ ნიკოლაევის ბანკში მეორე ხარისხის ბუღალტრის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს იაკობ ფანცხავა მატერიალური პრობლემების გამო დათანხმდა ფინანსთა მინისტრ სერგეი ვიტეს წინადადებას ქალაქ ნიკოლაევში ბანკის მეორე ხარისხის ბუღალტრად მუშაობასთან დაკავშირებით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს „პურ-ღვინოს“ პატრონი ალექსანდრე თოიძე იაკობ ფანცხავას ოთხი თვის განმავლობაში ნისიად არჩენდა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლისთვის ლეტურნოს არც ერთი თხზულება არ იყო რუსულად თარგმნილი, ამიტომ იაკობ ფანცხავას ავტორის „სოციოლოგიის“ წაკითხვა ფრანგულ ენაზე უხდებოდა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის აპრილში იაკობ ფანცხავა ნიკოლაევში ბუღალტრის თანამდებობაზე მუშაობას შეუდგა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის აპრილში იაკობ ფანცხავა სახბანკის ქალაქ ნიკოლაევის განყოფილების გამგესთან გამოცხადდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს სანდრო გუგუშვილმა იაკობ ფანცხავას ამცნო, რომ ფოთის ქალაქისთავი ნიკო ნიკოლაძე მას ქალაქის თვითმმართველობაში სამუშაოდ ეპატიჟებოდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს იაკობ ფანცხავამ სახბანკის ნიკოლაევის განყოფილების გამგეს გადასცა განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის აპრილიდან ერთი წლის განმავლობაში იაკობ ფანცხავა მსახურობდა ბუღალტრის თანამდებობაზე სახბანკის ნიკოლაევის განყოფილებაში.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 27 აპრილს იაკობ ფანცხავა გამოცხადდა ფოთის ქალაქისთავ ნიკო ნიკოლაძესთან.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს იაკობ ფანცხავა სახბანკის ნიკოლაევის განყოფილების ბანკის თანამშრომლებს გამოემშვიდობა და სამსახურიდან წავიდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 27 აპრილს ნიკო ნიკოლაძემ იაკობ ფანცხავა დანიშნა ქალაქ ფოთის გამგეობისა და ქალაქის საბჭოს მდივნად.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წელს ნიკო ნიკოლაძემ იაკობ ფარცხავა დანიშნა ქალაქ ფოთის გამგეობის უფროს ბუღალტრად.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 27 აპრილიდან იაკობ ფანცხავა მუშაობდა ფოთის გამგეობისა და ქალაქის საბჭოს მდივნად.