რეგისტრირებული ფაქტები88248
სორტირება თარიღი მზარდობით
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს ალექსანდრე ბეკზადიანი სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის წარმომადგენელი იყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს ტექნიკურმა საზოგადოებამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტექნიკური ფაკულტეტის დასაარსებლად და ამ საკითხის შესასწავლად კომისიაში მონაწილეობისათვის მიიწვია ინჟინრები: გიგო (გრიგოლ) ზაქარიას ძე ქურდიანი, ი. ვაწაძე, ვასილ მიხეილის ძე კაკაბაძე, ლევან დიასამიძე, გიორგი კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი, ნიკოლოზ ლევანის ძე გვარამაძე, იოსებ ყიფშიძე.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის ბოლოს სერგო ორჯონიკიძის მოწინააღმდეგე ჯგუფის რამდენიმე წევრი საქართველოდან გაიწვიეს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნის დროს ვლადიმერ ლენინის მითითებით უმთავრეს ყურადღებას რესპუბლიკების სამეურნეო ღონისძიებათა გაერთიანებას აქცევდნენ.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921-22 წლებში შალვა ზურაბის ძე ელიავა რუსეთის კომუნისტური პარტიის ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის წევრი იყო.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921-22 წლებში სერგო ორჯონიკიძე რუსეთის კომუნისტური პარტიის ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის წევრი იყო.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921-22 წლებში მიხეილ სამსონის ძე ოკუჯავა ქართველ კომუნისტთა ნაციონალ-უკლონისტების ჯგუფის წევრი იყო.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921-22 წლებში სერგო ივანეს ძე ქავთარაძე ქართველ კომუნისტთა ნაციონალ-უკლონისტების ჯგუფის წევრი იყო.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921-22 წლებში მამია ორახელაშვილი რუსეთის კომუნისტური პარტიის ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის წევრი იყო.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921-22 წლებში ფილიპე მახარაძე ქართველ კომუნისტთა ნაციონალ-უკლონისტების ჯგუფის წევრი იყო.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921-22 წლებში ალექსანდრე თევდორეს ძე მიასნიკოვი რუსეთის კომუნისტური პარტიის ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის წევრი იყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს მამია ორახელაშვილი ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს სერგო ორჯონიკიძე ამიერკავკასიის შექმნის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921-22 წლებში ბუდუ მდივანი ქართველ კომუნისტთა ნაციონალ-უკლონისტების ჯგუფის წევრი იყო.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921-22 წლებში სერგეი კიროვი რუსეთის კომუნისტური პარტიის ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის წევრი იყო.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921-22 წლებში კოტე ცინცაძე ქართველ კომუნისტთა ნაციონალ-უკლონისტების ჯგუფის წევრი იყო.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 2 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრ გიორგი ივანეს ძე თაქთაქიშვილს ბორჯომის რაიონის სოფელ რველში 40 დღის აღსანიშნავად პანაშვიდს გადაუხდიდნენ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 3 იანვარს საბჭოთა სომხეთის წარმომადგენელ ალექსანდრე ბეკზადიანის საპასუხოდ, საქართველოს მთავრობამ წამოაყენა წინადადება, სადავო საკითხების გადასაჭრელად სომხეთში საგანგებო დელეგაცია გაეგზავნათ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 4 იანვარს სამსონ დათეშიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას კრედიტის გახსნა სთხოვა. გამგეობამ საკითხის განხილვა გადადო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 4 იანვარს ლევან მეტრეველმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ილია ჭავჭავაძის (გედევან. გამოცემა) სურათების კლიშეები სთხოვა თავისი „ქართული ანდაზების კრებულისთვის“. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 4 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას სარგის კაკაბაძემ გარკვეული თანხა სთხოვა თავისი წიგნის ჰონორარიდან. წიგნის ნახევარი უკვე აწყობილი და ფორმა 4 დაბეჭდილი იყო. გამგეობამ დაადგინა, კაკაბაძისთვის ავანსად მიეცა 10 000 მანეთი, რომელსაც წიგნების გაყიდვის შემდეგ საბოლოო ანგარიშში გაითვალისწინებდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 4 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს შიო დედაბრიშვილის განცხადება ხაზინადრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, მიეცა დედაბრიშვილისთვის დახმარების სახით 15 000 მანეთი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 4 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე დავით ჯმუხაძემ საკანცელარიო ნივთებით ვაჭრობისთვის საზოგადოების მაღაზიაში ერთი კუთხის დათმობა ითხოვა. გამგეობამ უარი უთხრა.

