რეგისტრირებული ფაქტები89432
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ლავრენტი სანაძის თხოვნა სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შესახებ. გამგეობამ მისთვის 7 500 მანეთის გადაცემა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოსე გიორგის ძე ჯანაშვილისთვის ჰონორარის 1 500-დან 10 000 მანეთამდე გაზრდა გადაწყვიტეს, იმ პირობით, რომ ჯანაშვილი გამგეობას 1921 წლის 1-ლ სექტემბრამდე დასრულებელ ლექსიკონს წარუდგენდა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 23 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს დავით კარიჭაშვილის მოხსენება საზოგადოების განყოფილებათა მდგომარეობის შესახებ. მომხსენებლის აზრით, 1-ლ იანვრამდე ფილიალების ასამოქმედებლად ზომები უნდა მიეღოთ, წევრთა რაოდენობა გაერკვიათ და ამის მიხედვით განესაზღვრათ რწმუნებულთა რაოდენობა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 ოქტომბერს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა ცნობა, რომ გრიგოლ დიასამიძე აპირებდა „თემის“ გამოცემის განახლებას.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 ოქტომბრის „ბარრიკადის“ ცნობით, ივანე გომელაურმა შეადგინა სახელმძღვანელო, რომელშიც დავით კლდიაშვილის ნაწარმოებები ისე შეიტანა, ავტორს არაფერი გადაუხადა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 18 ოქტომბერს „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ნიკოლაი სოკოლოვი ალექსანდრე გრიბოედოვის შესახებ წიგნის გამოცემას აპირებდა. წიგნის მხატვრულ მხარეზე უნდა ემუშავა ევგენი ლანსერეს, ვლადიმერ ელსნერს გრიბოედოვის შესახებ წერილი უნდა დაეწერა, ტიციან ტაბიძეს კი – მონოგრაფია ნინო ჭავჭავაძეზე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 ოქტომბერს ბათუმის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა დ. ქუთათელაძემ უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის მთავარგამგეს 14 ოქტომბრის მინაწერ N10773-ის პასუხად კლავდია კონსტანტინეს ასული ალექსეევას სამსახურის შესახებ თხოვნა და განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომი N119) გაუგზავნა. ასევე სთხოვა იგი რუსული ენის მასწავლებლად დაენიშნა გიმნაზიაში. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი დ. ქუთათელაძე და საქმისმწარმოებელი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს აგრაფინა ბახტაძემ მიმართა სახალხო განათლების სამინისტროს, რომ გიმნაზიის გამგე კ. გაბარაშვილი ადანაშაულებდა მას, როგორც სწავლის პროცესის ხელის შემშლელს და ინტრიგანს. მიუხედავად იმისა, რომ აგრაფინა ბახატაძე უკვე დანიშნული იყო გიმნაზიის უფროს ქალად კ. გაბარაშვილი მაინც არ სცნობდა მას და სასწავლებლის საქმეები სხვას გადააბარა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 26 ოქტომბერს სახალხო განათლების სამინისტრომ მიმართა თბილისის ქალაქის გამგეობის საბინაო განყოფილების გამგეს, რომ განათლების სამინისტროს კანცელარიის მემანქანე, ეკატერინე ბახტაძე უბინაობის გამო დიდ გაჭირვებაში იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
ეკატერინე ბახტაძის განცხადებით ანასტასიევის ქუჩაზე, სახლი N: 9, თავისუფალი იყო ერთი ოთახი. განათლების სამინისტრო ხსენებული ოთხის ეკატერინე ბახტაძისთვის დათმობას სთხოვდა ქალაქის გამგეობის საბინაო განყოფილების გამგეს. ბინა უკვე დაკავებული აღმოჩნდა და ბახტაძე უბინაობის გამო ისევ დიდ გაჭირვებაში იმყოფებოდა.

