რეგისტრირებული ფაქტები82206
სორტირება თარიღი მზარდობით
1931
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1931 წლის 16 ივლისს სერგო კლდიაშვილმა შალვა აფხაიძეს სიმონეთიდან მისწერა და სთხოვა, დაეყოლიებინა სტეფან კაიტანჯიანი, მისი კუთვნილი ჰონორარი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადამდე გადაეხადა.
1931
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1931 წლის 16 ივლისს სერგო კლდიაშვილმა შალვა აფხაიძეს სიმონეთიდან მისწერა და სთხოვა, მისულიყო სახელგამში და მისი სახელით მოეკითხა უკრაინული თარგმანისთვის კუთვნილი ჰონორარი; ასევე გადაეცა ნიკოლო მიწიშვილისთვის, რომ ანაზღაურება ოთხი პოლიგრაფიული თაბახის საფუძველზე დაანგარიშებულიყო.
1931
ტიპი: გარდაცვალება
1931 წლის 18 ივლისს დავით შარაშიძემ საფრანგეთიდან საქართველოში დედას, ნინო ქიქოძეს მისწერა, რომ გარდაიცვალა ექვთიმე თაყაიშვილის მეუღლე, ნინო პოლტორაცკაია.
1931
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1931 წლის 31 ივლისს მარკ როზენტალმა ტიციან ტაბიძეს მოსკოვიდან მისწერა, რომ გაზეთ „ლიტერატურული მომოხილვის“ ერთ-ერთი უახლოესი ნომერი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“ მიეძღვნებოდა და სთხოვა, მას და სხვა ქართველ პოეტებს დაეწერათ რეცენზიები პოემის რუსული თარგმანის შესახებ.
1931
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1931 წლის 13 აგვისტოს შალვა აფხაიძემ სერგო კლდიაშვილს სიმონეთში მისწერა, რომ სახელგამისგან მისი წიგნების დარჩენილი ეგზემპლარები გამოისყიდა, რომ დავალიანების გამო ტირაჟი არ ჩამოერთმიათ.
1931
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1931 წლის 13 აგვისტოს შალვა აფხაიძემ სერგო კლდიაშვილს სიმონეთში მისწერა, რომ აკაკის ხორავას შვილი გარდაცვლია.
1931
ტიპი: გარდაცვალება
1931 წლის 15 აგვისტოს ველევის წმ. სამებისა და ჭელიაღელეს მთავარანგელოზთა ეკლესიების მღვდელი ნესტორ იოსების ძე სირაძე გარდაიცვალა.
1931
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1931 წლის 6 ნოემბერს პაოლო იაშვილმა ვალერიან გაფრინდაშვილს, კოლაუ ნადირაძეს და გიორგი ლეონიძეს მოსკოვიდან მოსწერა, რომ ტიციან ტაბიძე თბილისში აპირებდა დაბრუნებას.
1931
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1931 წლის 21 ნოემბერს ტიციან ტაბიძემ ვალერიან გაფრინდაშვილს მისწერა, რომ მან და პაოლო იაშვილმა ლენინგრადში ანა ახმატოვა გაიცნეს.
1931
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1931 წლის 21 ნოემბერს ტიციან ტაბიძემ ვალერიან გაფრინდაშვილს მისწერა, რომ მას და პაოლო იაშვილს ლენინგრადში ბორის პასტერნაკიც გაჰყვა.
1931
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1931 წლის 21 ნოემბერს ტიციან ტაბიძემ შალვა აფხაიძეს მისწერა, რომ აღფრთოვანებული იყო ლენინგრადით და წუხდა, რომ იქ მხოლოდ ხუთი დღით უწევდა დარჩენა.
1931
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1931 წლის 21 ნოემბერს ტიციან ტაბიძემ ვალერიან გაფრინდაშვილს მისწერა, რომ პაოლო იაშვილთან ერთად სამი დღის წინ ლენინგრადში ჩავიდა და სასტუმრო „ინტურისტში“ დაბინავდნენ.
1931
ტიპი: ღონისძიება
1931 წელს ქრისტინე შარაშიძე მიიწვიეს გიორგი ნიკოლაძის ხსოვნის აღსანიშნავ საღამოზე, რომელიც ამავე წლის 29 ნოემბერს სახელმწიფო კონსერვატორიის დარბაზში იმართებოდა. მოსაწვევს საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების მდივანმა ბესარიონ ყავრიშვილმა და მთასვლა-მგზავროსნობის განყოფილების მდივანმა ი. ლუკაშვილმა მოაწერეს ხელი.
1931
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1931 წლის 14 დეკემბერს ბორის პასტერნაკმა ტიციან ტაბიძეს და ნინა მაყაშვილს მოსკოვიდან მოსწერა, რომ პეტერბურგელი პოეტები აღფრთოვანებული იყვნენ მათთან და პაოლო იაშვილთან ურთიერთობით და მოკითხვას უთვლიდნენ.
1931
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1931 წლის 18 დეკემბერს პაოლო იაშვილმა კოლაუ ნადირაძეს მისწერა და ურჩია, როგორმე დაეთანხმებინა „ახალგაზრდა კომინისტის“ რედაქტორი, მისთვის მოკოვში ერთკვირიანი მივლინება გამოეწერა.
1931
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1931 წლის 18 დეკემბერს პაოლო იაშვილმა ვალერიან გაფრინდაშვილს მისწერა, რომ მისი მოსკოვში დარჩენა მხოლოდ მაშინ იქნებოდა გამართლებული, თუკი იმის დაწერას შეძლებდა, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა.
1931
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1931 წლის 25 დეკემბერს ტიციან ტაბიძემ შალვა სოსლანს მოსკოვში მისწერა, რომ მალე „სალიტერატურო გაზეთის“ ხელმძღვანელობის შეცვლა იგეგმებოდა, რაც სარედაქციო პოლიტიკაზე სასიკეთოდ აისახებოდა.
1931
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1931 წლის 25 დეკემბერს ტიციან ტაბიძემ შალვა სოსლანს მოსკოვში მისწერა, რომ მალე პაოლო იაშვილს ქართულ ჟურნალ-გაზეთებს გაუგზავნიდა და, თუ სურვილი ექნებოდა, შეეძლო თავადაც გასცნობოდა თბილისური ცხოვრების სიახლეებს.
1931
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1931 წლის 25 დეკემბერს ტიციან ტაბიძემ შალვა სოსლანს მისწერა, რომ მოსკოვის ლიტერატურულ სიახლეებს პაოლო იაშვილის წერილებით იგებდა, მაგრამ მისი ნეიტრალური თვალთახედვა სხვანაირად საინტერესო იყო. ამიტომ სთხოვდა, ხშრად მიეწერა წერილები და შეეტყობინებინა, როგორი პროცესები ვითარდებოდა თანამედროვე რუსულ ლიტერატურაში.
1931
ტიპი: გარდაცვალება
1931 წლის 27 დეკემბერს ქუთაისის მაცხოვრის ამაღლების (საფიჩხიის) ეკლესიის მღვდელი ივლიანე ალფეზის ძე აბესაძე გარდაიცვალა.
1931
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1931 წლის 27 დეკემბერს პაოლო იაშვილმა კოლაუ ნადირაძეს ტელეგრამა გაუგზავნა და მოსკოვში ჩასვლა მოსთხოვა.