საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90029

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის მარტში ბათუმისთვის ბრძოლაში დაღუპული გერმანე კვაჭაძე ლანჩხუთის რაიონის სოფ. ჭინათში დაკრძალეს.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის მარტში ბათუმისთვის ბრძოლაში დაღუპული ალი ხასანის ძე ასათიანი ბათუმის მაზრის სოფ. ორთაბათუმში დაკრძალეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18-20 მარტს დიომიდე არსენის ძე კოროშინაძე, სიმონ ეგნატეს ძე ჭინჭარაძე და ამბარცუმ მაჩხელიანი ბათუმის გასათავისუფლებლად იბრძოდნენ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში ბათუმისთვის ბრძოლაში გიორგი მაზნიაშვილის ხელმძღვანელობით ქართველებმა გაიმარჯვეს. თურქებმა მრავალი ჯარისკაცი და ორი შტაბის ოფიცერი დაკარგეს.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება აპირებდა 30 000-კაციანი დივიზიის შექმნას, რომლის მეთაური გიორგი ივანეს ძე მაზნიაშვილი უნდა ყოფილიყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში სერგო ქავთარაძის ხელმძღვანელობით შეიქმნა ბოლშევიკური ხელისუფლების დროებითი ორგანო – რევკომი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში ბათუმში ჩასულმა დიმიტრი ჟლობამ ვერ შეასრულა მთავარი დავალება – ვერ დაატუსაღა ნოე ჟორდანიას მთავრობა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 2 მარტს კიაზიმ ყარაბექირმა თურქეთის გენერალურ შტაბბინას მისწერა, რომ საბჭოთა რუსეთს შესაძლოა არაფერი ეკითხა თურქეთის მთავრობისთვის და ბათუმის დასაკავებლად დაძრულიყო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 2 მარტს კიაზიმ ყარაბექირმა თურქეთის გენერალურ შტაბბინას მისწერა, რომ ბათუმის შესანარჩუნებლად აუცილებელი იყო, რომ იქ ყოფილიყო თურქეთის სამხედრო ძალა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 2 მარტს ვლადიმერ ლენინს სატელეფონო საუბრისას მამია ორახელაშვილმა და შალვა ელიავამ აცნობეს, რომ აუცილებელი იყო წითელი არმიის განსაკუთრებული განყოფილებისთვის მოსკოვიდან დაუყონებლივ დაედასტურებინათ,რომ რევკომს დამორჩილებოდნენ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 2 მარტს მამია ორახელაშვილმა და შალვა ელიავამ სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ ლენინს აცნობეს, რომ საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების განსამტკიცებლად აუცილებელი იყო, რომ წითელი არმიის ორგანოები არ ჩარეულიყვნენ საქართველოს რევოლუციური კომიტეტის საქმიანობაში.

1921

ტიპი: განათლება

1921 წლის 3 მარტს დავით ალექსანდრეს ძე მგელაძემ ბათუმის ვაჟთა გიმნაზია წარჩინებით დაამთავრა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 3 მარტს კიაზიმ ყარაბექირმა გენშტაბს აცნობა, რომ ბოლშევიკების შესაძლო თავდასხმისგან თავდასაცავად მიიღო ზომები – გაამაგრა პოზიციები საქართველოს საზღვართან, არდაგან-ახალციხის გზაზე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 3 მარტს იოსებ ჯუღაშვილმა თურქეთის დელეგაციასთან შეხვედრა მოითხოვა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 3 მარტს აჰმედ მუჰთარ ბეიმ გიორგი ჩიჩერინს მისწერა – საქართველოში წითელი არმიის მოქმედებათა შესახებ ინფორმაციის გაგზავნა სთხოვა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 4 მარტს მოსკოვში გიორგი ჩიჩერინმა თურქეთის დელეგაციას განუცხადა, რომ რუსეთი უარს იტყოდა ტრაპზონზე, თუ თურქეთი უარს იტყოდა ბათუმზე. იუსუფ ქემალი ამ წინადადებაზე არ დათანხმდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 4 მარტს აჰმედ მუჰთარ ბეიმ გიორგი ჩიჩერინს მისწერა, საქართველოში მოქმედი წითელი არმიის სარდლისთვის ებრძანებინათ, არ შესულიყო თურქეთის მოსაზღვრე ახალციხისა და ახალქალაქის ოლქებში.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 4 მარტს გიორგი ჩიჩერინმა ანგორაში საბჭოთა რუსეთის წარმომადგენელ ბუდუ მდივანს მისწერა, რომ რუსეთი თურქეთს მისცემდა ყარსსა და არტაანს, მაგრამ არა ბათუმს. ბათუმი საქართველოს დარჩებოდა, ალექსანდროპოლი და ერევანი – სომხეთს, ხოლო ნახიჭევანი რუსეთზე გახდებოდა დამოკიდებული.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 5 მარტს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ მუჰთარ ბეიმ ხოფაში მყოფ მეჰმედ ედიბს მისწერა, რომ იმ დროისთვის საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები გადადებული იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 6 მარტს კიაზიმ დირიქმა ქუთაისიდან ხოფაში გაგზავნა მაიორი თალათ ბეი, რომელსაც გენშტაბისთვის უნდა შეეტყობინებინა, რომ საქართველოს მთავრობა თურქეთს ახალციხის, ახალქალაქისა და ბათუმის დროებით დაკავებას სთხოვდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 7 მარტს კიაზიმ ყარაბექირმა გენშტაბს ახალციხესა და ახალქალაქში თურქეთის სამხედრო ნაწილების განლაგების სქემა გაუგზავნა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 7 მარტს კიაზიმ დირიქმა კიაზიმ ყარაბექირს მისწერა, რომ ქართველები ვერ გაუძლებდნენ ბოლშევიკების შემოტევას, საჭირო იყო მათთან მოლაპარაკება და ახალციხის, ახალქალაქისა და ბათუმის დაკავება.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 7 მარტს კიაზიმ დირიქმა კიაზიმ ყარაბექირს შეატყობინა, რომ მას ჰქონდა ნოე ჟორდანიას მიერ სვიმონ მდივნისადმი გაგზავნილი წერილი, რომელშიც საქართველოს მთავრობა თურქეთს დროებით ახალციხის, ახალქალაქისა და ბათუმის დაკავებას სთხოვდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ვარლამ რუხაძემ მისგან სტამბის შეძენა ან ორი თვით სტამბის ხარჯების აღება შესთავაზა. გამგეობამ უარი უთხრა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 8 მარტს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ვარლამ ბურჯანაძე, სეით იაშვილი, იოსებ გიორგობიანი, ნინო ნაკაშიძე და იპოლიტე ვართაგავა.